miércoles, 9 de marzo de 2011

სააკაშვილი და პოტენცია, თუ ....?


ამ ფოტოზე, ამ სახის გამომეტყველებაზეა აგებული დღევანდელი საქართველოს სახე.

კი, მაგრამ ლეიბორისტების გარდა ხმას არავინ იღებს? ეს პარტია და ნათელავილია მხოლოდ ამ ქვეყანაში? როგორ ვერ ხედავთ, რომ გადაჯიშება - გადაგვარებას უპირებენ ქვეყანას, ჩვენს ერს!!! რატომ არ ამოუდგებით გვერდში ამ კაცს, ადამიანს რომელიც ყველა სიბოროტეს ხედავს და ამხელს, ამხელს დაუყონებლივ და ხმამაღლა. ამ ხელისუფლების შეცვლა რომ სასწრაფო და გადაუდებელი საკითხია ამაში ორი აზრი არსებობს? ათასობით უცხო ენის უცხოელი ადამიანები, გადაჯიშებულ ევროპელებს სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში რა ესაქმებათ ხალხო? ვინმემ წაიკითხა და იცნობს მათ ვინაობას?(დღეს რომ იდენტობას ეძახიან). ძროხა ამდენს და ამდენს იწველისო, გადირიეთ ხალხო? ქართველს ვინ უნდა ასწავლოს მიწაზე მუშაობა? კოწიამ, ჩემმა კოწია ბიძიამ იცოდა რამდენი ღერი სიმინდი ჰქონდა დათესილი და ბიჭი იყავი მოუტეხავდი ერთ ტაროს, იმ წუთში, იმავე წამს გებულობდა. გამარგვლა და გამოროდება ვინ უნდა ასწავლოს კოწიას? მე შენ გეტყვი და კოწიას ასწავლიდი როდის უნდა დაგემყნა, როდის უნდა აგეკრა ვენახი. ძროხაც ყავდა და ყველიც ამოყავდა. ზეპირად იცოდა რამდენი ძირი ძაძა იქნება, კვახი თუ ლობიო მიათესა ყანაში. მათ ხან ფერმერებს ეძახიან ხან გრანხეროებს და ჩვენებური გლეხი აბა ვინღა არის? ეს საკითხი, ამ საკითხის საერთოდ დასმა და მასზე მსჯელობა ერის მიმართ ღალატის ნიშანია და წმინდა წყლის გადაჯიშების და გადაგვარების მცდელობაა!!!!!


ლეიბორისტები ვახსენე, მე მათთან არავითარი კავშირი და ურთიერთობა არა მაქვს, არც ბატონ შალვას ვიცნობ და არც ნებართვა მითხოვნია მათვის ვახსენო თუ არა. ვხედავ, აშკარად ჩანს, ისმის მათი ბღავილი, ეს ბღავილი ვაჟასეულია. სხვებიც არიან განა მხოლოდ ისინი. ახალგაზრდობა? გადახედეთ ახალგაზრდობას! ის კი ნამდვილად ვერ გამიგია პარლამენტის წევრი იყო და ოპოზიციაში, მაშინ როდესაც იცი, რომ შენ ხმას არავითარი ცვლილების მოტანა არ შეუძლია ამ ნაციონალისტებთან შედარებით. ხალხის წარმომადგენლები არ არიან? ასრულებენ მათ ნებას? შეუძლიათ რაიმე? გასამრჯელო აქვთ და ამისათვის იმყოფებიან იქ, სხვა ახსნა მათ პარლამენტში ყოფნას არა აქვს. მიატოვეთ პარლამენტი და დაუდექით გვერდით იმ ადამიანებს ვინც ებრძვის ამ ბოროტ ხელისუფლებას!


იმ დღეს გავიგე, ბატონი გია ჟორჟოლიანი საუბრობდა (არც მას არ ვიცნობ)და ასეთი რამ თქვა: ხელისუფლება რომ შესაცვლელიაო ეს ერთი საკითხიაო და აუცილებელიო მაგრამ მეტი და უფრო მნისვნელოვანია მთელი სისტემის შეცვლაო! სრული ჭეშმარიტებააა! იქვე განმარტა ძალიან მოკლედ, მკაფიოდ - ის ფული რაც ჩვენ 2005 წლიდან იარაღში და უბედურებებში გადავყარეთ სოფლის მეურნებაობაში დაგვეხარჯა არ აჯობებდაო. მოდი და ნუ დაეთანხმები. ამავე დროს სრულებითას არ არის აუცილებელი, რომ ბატონ შალვას და ბატონ გიას შეხედულებები დაემთხვას ყველაფერში, ერთი და მთავარია ჯერ გასაკეთებელი - შეიცვალოს ეს ხელისუფლება. მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად არ ღირს გაერთიანება?


გადააგვარა და გადააჯიშა ამ ხელისუფლებამ!

No hay comentarios:

Publicar un comentario