სააკაშვილი დაბრუნდა, სააკაშვილი, ამერიკიდან! უნდა გავიხაროთ?
მსოფლიოში, დედამიწის ზერგზე, მართლაც არ არსებობს: ასომთავრული და დედა ედა; არ არსებობს – აი ია; აი თოხი; აი თხა; არ არსებობს გრიგოლ რობაყიძე, "გველის პერანგი" და მისი "წყაროსთვალი"; არ არსებობს "კიდევაც დაიზრდებიან"; არ არსებობს დავით კლიაშვილის მომღიმარი სახე და სევდიანი ნაწერები; არ არსებობს "მთაწმინდა"; გალაქტიონი; ტერენტი; ლადო; პაოლო; ვაჟას "გზას ვამბობ თორემ რა გზაა.. ან ქორმა წიწილა წაიღო; არ არსებობს თბილისი და რევაზ ლაძიძე და პეტრე გრუზინსკი, მათი "თბილისო"; აი ეს ყველაფერი არ არსებობს და განუმეორებელია, ესენი და ეს არის ჩვენი სული, სისხლი და ხორცი. მათ ნაკვალებზე უნდა ვიაროთ. აბა სინგაპური, დუბაი, ბარსელონა იქნება თუ ნიცა ეს სხვისი საკუთრებაა და სიამაყე. ნუ უსმენთ და ნუ გჯერავთ ამ ბოროტი პრეზიდენტის და მისი ნაცისტური პარტიის წევრების ბლუყუნის, დიახაც ბლუყუნის. მათ სრულიად სხვა გზით და სხვა მიმართულებით უნდათ წასვლა. ისინი მოწადინებულნი არიან ერის, გრიგოლ რობაქიძისეული "რასსის" გადასაშენებლად. მათ თავადაც აღარ იციან საით და რატომ მიდიან.
ასე იყო კომუნისტების და ედიკას დროსაც, ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ როდესაც ბრუნდებოდნენ უცხოეთიდან და ჩვენ უნდა გვეზეიმა...
No hay comentarios:
Publicar un comentario