სრულებითაც არ არის აუცილებელი ამ ფილმის ხელმეორედ ნახვა. შეხედეთ ამ ფოტოს: მარცხიდან პირველი - სამხედრო ფორმაში, ახალგაზრდა რომლის მომავალიც ჯერ კიდევ ამოუცნობია,საიდუმლოა; მის გვერდით - ადამიანი რომელიც პირდაპირ, თვალებში უყურებს ცხოვრებას და მისთვის ხვალინდელზე ფიქრიც კი ზედმეტია; მესამე - ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, მომღიმარი მაგრამ ზედაპირულად და ძალზედ იოლად რომ იღებს გადაწყვეტილებებს ; მეოთხე - თითქოს დაღლილი და ამ ცხოვრებაში ადგილი რომ ვერ უპოვნია და მისთვის ყველაფერი სულ ერთია! ამ გენიალური მუსიკის თანხლებით ეს ფოტო მთელი ფილმია. ყველაფერი ეს ჩემთვის.
No hay comentarios:
Publicar un comentario