ვის უსმენთ?
ამ ბატონმა, მთელი თავისი ცხოვრება საბჭოთა იმპერიის სამსახურში გაატარა და დღემდე არ აღიარებს. "..ჩემი გაზრდილიო..." ვაი, რომ მართლაც მისი მემკვიდრეობაა და გაცილებით უფრო მომწამვლელი და დამღუპველი მემკვიდრეობა გაზარდა. მე მიკვირს რა საჭიროა მისი აზრების გამოქვეყნება? ვის აინტერესებს მისი აზრი? ისევ და ისევ ამ ხელისუფლებას! ვინ, თუ არა ამ ბატონმა გადაგვკიდა და დაგვაკარგვინა აფხაზეთი!? ვინ თუ არა ეს ბატონი, სიგუა, კიტოვანი და იოსელიანი სისხლით და სიკვდილი გაუსწორდა ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს!? რამდენ ადამიანს გამოუტანა განაჩენი - სისხლის სამართლის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა!? მაშინ, როდესაც მთელს საბჭოთა იმპერიაში არსად არ მომხდარა მსგავსი რამ!? ვის თვალწინ ხვრეტდნენ სამეგრელოში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს!? მან არ იცის, ვის დაავალა და ვინ განახორციელა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა!? კარგით ბატონებო, კმარა ეს ინტერვიუები და დოკუმენტური, სიყალბით და თვალთმარქცობით შექმნილი ფილმების გადაღება! დღეს ყურადრების გადატანა სრულიად სხვა საკითხებზე და ძველის ქექვა, რომ ამ ხელისუფლების დაკვეთაა ეს ტყუილია და საეჭვო!? შევარდნაძე რას იტყვის ის უფრო საინტერესოა თუ - სიმინდი, გნებავთ სხვა რაიმე, ლათინური ასოებით და ციფრებით რომ გამოითქმება ის გვინდა ანუ MON810 უნდა შემოვიტანოთ თუ არა ქვეყანაში? სინგაპურს უნდა დავემსგავსოთ თუ არა? უშბა გავანათოთ თუ არა? გავაგრძელოთ შეიარაღება თუ არა? მე ვფიქრობ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი საქართველოში, ვიდრე საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრის მოგონებები და შეხედულებები და აზრები!
მხოლოდ მოუსმინეთ და ნახეთ როგორი "მსოფლიო მნიშვნელობის" პოლიტიკოსები არიან და რას ფიქრობენ თავისთავზე! ორივე - სააკაშვილიც და შევარდნაძეც განდიდების მანიით არიან დაავადებულნი.
No hay comentarios:
Publicar un comentario