წელთაღრიცხვა ...
აზრი მომივიდა, სრულიად მოულოდნელად. დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე, რომ საქართველოში უნდა შემოვიღოთ სრულიად ახალი წელთაღრიცხვა. რას ნიშნავს ეს და რატომ? როგორც ირკვევა ჩვენ, ვინც დავიბადეთ 40-50, 60 - იან - წლებშიც კი, არ გვცოდნია თუ სად ვცხოვრობთ, რა ქ ვ ე - ყ ა ნ ა შ ი, არ გვცოდნია არც ისტორია და არც წარსული!? თურმე ნუ იტვით და საქართველოში დინოზავრებს უცხოვრიათ? თურმე უშგული და უშბა გვქონია და ვერ დაგვინახავს? არ გვცოდნია ჩვენი ვინაობა და ეს, ვინაობა კი არა "იდენტობა" ყოფილა? ვაი შენ პატრონს, სააკაშვილო? XXI საუკუნეში, ანუ სააკაშვილის მოვლენიდან, გაგვიცნო მთელმა დედამიწამ! თურმე სააკაშვილის წელთაღრიცხვიდან, საქართველოში შენდება ყველაზე ლამაზი ნაგებობები და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოში! თურმე დედა ენასთან ერთად, როგორც დედის რძე, ინგლისური თუ ამერიკული ენაც უნდა ვისწავლოთ და საერთოდ "კრეატიულები" უნდა გავხდეთ! თურმე ქართველ კაცს მიწის მადლი არ ცხებია! თურმე ქართველი კაცის გარეშე მსოფლიო მნიშვნელობის საკითხები ვერ მოგვარდება.
ამდენად არ ვიცი, თუკი ამ კაცმა აღმოაჩინა ყოველივე რატომ არ გადავიდეთ სააკაშვილის წელთაღრიცხვაში და რატომ არ დაუჯეროთ მას და მათ - ნაციონალისტებს? ხომ არ არის ღირსი, რომ ეხლავე გამოვაქანდაკოთ მისი ძეგლი, ოქროში ჩამოვასხათ. ავტორი ცხადია უხოელი უნდა იყოს, ჩვენ უნიჭოები ვართ. აქ ნერონი მაგონდება.
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ XXI საუკუნეში საქართველოს მიწაწყაზე, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა მოგვიტანეს ამ საუკუნამდე, ეხლა სამი სახელმწიფოა. გინდ აღიარე, გინდ არა! ვიცი იცის, რომ საქართველოს მოსახლეობა არა 4 მილიონ შვიდასიათასია არამედ 3 ნახევარიც კი არ იქნება, მათ შორის 40 ათასამდე პატიმარია! საიდან, რატომ, გაჩნდა ამდენი დამნაშავე საქართველოში, რატომ გარბიან უცხო ქვეყნებში?
ვიცი კიდევ ერთი რამ და მაიტერესებს საიდან გაიგეს, როდესაც წერდნენ ჯერ კიდევ საუკუნის წინ:
"ქვეყანა კავკასიაში: ცნობილი მხარე, რომელიც დაკავშირებულია კაცობრიობის ისეთ ცნობილ მითებთან როგორც ედემი, ნოეს კიდობანი, პრომეთე, ოქროს საწმისი." ლარუსის დიდი ენციკლოპედია.
No hay comentarios:
Publicar un comentario