როგორ მზადდებოდა აფხაზეთ ის ომის გეგმა.
ცხრამეტი წლის შემდეგ ძნელია მოიძიო და ზუსტი მსვლელობა მისცე ომს, რომელსაც სახელმწიფოებრივი შეფასება არ გააჩნია. თუმცა ამ ომგამოვლილების მოყოლილი ამბები ზოგი რეალობას სცილდება და ზოგიც დღემდე მითოლოგიას ან განაგონ ფაქტს იგონებს. ძალიან ცოტა ადამიანია ვისაც სიმართლის გამხელა სურს აფხაზეთის ომის შესახებ. სულ ცოტახნის წინ, უკვე მერამდენე ვეტერანთა ორგანიზიაციის დამფუძნებელ კრებაზე სამხედრო დაჯგუფება "მხედრიონის" წევრმა ქალბატონმა დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა: "საქართველოს ხელისუფლებამ 1992-93 წლების მოვლენებს საქართველო -რუსეთის ომის სახელწოდება უნდა მიანიჭოს". დაგვიანებული არ არის ამის შეფასება, მაგრამ ამას წინ უნდა უძღვოდეს გამოძიება თუ რა მოხდა სინამდვილეში. ეს გამოძიება არც დღევანდელ ხელისუფლებასაც არ აძლევს ხელს, ამიტომ იმის თქმა, რომ მოხდეს შეფასება ცოტა ძნელია. გამოძიების ჩატარება კი ორმხრივად უნდა მოხდეს და აფხაზების ნათქვამი სიმართლე ბევრს კმაყოფილს ნამდვილად ვეღარ დატოვებს.
1992-93 წლის აფხაზეთის ომისათვის მზადება სოხუმმაც და თბილისმაც ერთდროულად დაიწყო. თუმცა თბილისის ეს ფარული მზადება ღია და შესამჩნევი საზოგადოებისათვის არ ყოფილა და ეჭვიც არავის გასჩენია თუ რატომ ხდებოდა ეს მაშინ.
1989 წელს მდინარე ღალიძგასთან მომხდარი შეტაკება, ეს იყო გეგმაც და წინასწარი დაკვირვების ექსპერიმენტიც შეიძლებოდა თუ არა აფხაზეთში კონფლიქტის გაჩაღება და რა დროში უნდა მომწიფებულიყო დაპირისპირება, რომელიც სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ცდილობდნენ პროვოცირებაზე წასულიყვნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთაც ომის გაგონებაც არ უნდოდათ შიშისა და ტერორის ქვეშ ჰყავდათ. ამ დროს იწყება წინასწარ შემუშავებული რუსული გეგმის სისრულეში მოყვანა, თბილისში მოხდა სამხედრო გადატრიალება და ქართული საზოგადოება, ხალხი და ჯარიც ორად გაიყო. საქართველო გაიყო ორად, იყვნენ ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგეები. არძიმბამ და მისმა გუნდმა შესანიშნავად გამოიყენეს ქართველებს შორის დაპირისპირება და გასაღიზიანებლად აფხაზეთში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გააქტიურება დაიწყეს. იძარცვებოდა რკინიგზის ვაგონები და ნაძარცვით შემოსული თანხები კი წინასწარ განზრახული გეგმის ნაწილს ხმარდებოდა.ამავე დროს ჩრდილო კავკასიელმა კონფედერატებმა აფხაზები თავიანთ ორგანიზაციაში მიიღეს და გააწევრიანეს. თუმცა როგორც დღეს ამბობენ ესეც რუსული გეგმის ნაწილი იყო.
სამხედრო გადატრიალებით მოსული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მშვიდად. ისინიც იმ რუსული გეგმის ნაწილი იყვნენ რომელთაც სახელისუფლებო სავარძლები მოუტანათ და ვალდებულნიც კი იყვნენ შემდგომი რუსული გეგმა განეხორციელებინათ და საქართველო ხელახლა ჩაბმულიყო საომარ ვითარებაში. პირევლი საპილოტე გასვლა და ამავდროულად დაკვირვება იმისა თუ რას მოიმოქმედებდნენ ქართველი მეომრები თუ ომი დაიწყებოდა სწორედ ფსოუს წყლის დალევის გეგმა იყო. აფხაზეთში ვითომდა სამშვიდობო მარშით გავლამ ფსოუმდე რომელიც თბილისში და სოხუმში წინასწარ იყო შეთანხმებული, ახლა უკვე აფხაზი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ამით მოხდა დაკვირვება თუ რა გზით გაივლიდა ჯარი და როგორი იყო მათი მიდგომა კონფლიქტის მიმართ. მაშინ ჯარმა ცენტრალურ გზაზე გაიარა, თითქმის საზეიმო ვითარებაში და შემდგომ მოხდა ძალმომრეობის დემოსტრირება და მდინარის ნაპირას ავტომატების კაკანი. ეს იმდროინდელი შეიარაღებული ადამიანების ფსიქოლოგია იყო, რომელთაც სჯეროდათ, რომ ავტომატი აგვარებდა წესრიგსაც და მშვიდობასაც. ეს ფსიქოლოგიური აღტკინება სანიმუშოდ იქნა გამოყენებული შემდგომ უკვე სამხედრო დაპირისპირების დროს. უამრავი მებრძოლის სიცოცხლის ხარჯზე მოხდა აფხაზეთის დაკარგვა, ისე რომ ამ გეგმის შემდგენებზეც და მონაწილეებზეც ეჭვი არავის აუღია.
რუსეთის დაზვერვასაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი მაშინდელი საქართველოს ვითარება და გარკვეული სამხედრო დაჯგუფების ფსიქოლოგია. სამხედრო დაჯგუფებების მებრძოლები შეიარაღებას ძირითადად მარადიორობისათვის და ყაჩაღობისათვის იყენებდნენ. ეს ძალიან ხელსაყრელი იყო ზუსტად ომის დასაწყებად, ვინაიდან ამგვარი ყაჩაღობა-ძარცვით მომავალში შეიძლება სამუდამო მტრობა ჩამოვარდნილიყო აფხაზებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიან მოლაპარაკებებს საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი. ამიტომ, რუსული სამხედრო ნაწილები ალკოჰოლურ სასმელზე ყიდნენ ავტომატურ იარაღს და ამიერკავკასიის ჯარების სარდალი ბიპაევი ამაზე თვალს ხუჭავდა და თენგიზ კიტოვანს აქეზებდა კიდეც აფხაზეთში შესულიყო.
რკინიგზის დაცვა გახდა ომის დაწყების მიზეზი?! დღემდე ასე ფიქრობს ხალხი, ან სულაც ცდილობენ რომ ასე აფიქრებინონ, ვინაიდან ასე სურს წინა ხელისუფლებას, რადგან საგულდაგულოდ იმალება სიმართლე თუ რატომ დაიწყო აფხაზეთის ომი. არავინ ამხელს იმ მწარე სიმართლეს თუ როგორ არ დათმეს საკუთარი პრინციპულობის გამო აფხაზეთის ხელისუფლებაში საკუთარი თანამდებობები ზოგიერთმა ჩინოვნიკებმა, რომელთაც იცოდნენ რომ საკუთარი ამბიციების დათმობით დაძაბული ვითარება ოდნავ განიმუხტებოდა, მაგრამ, ეს ასე უნდა მომხდარიყო. ესეც რუსული გეგმის ნაწილი იყო
ძნელია დღეს უკვე თავი იმართლოს ასეთმა ადამიანებმა, ნუთუ არცერთ მათგანს დანგრეული თბილისი არ ჰქონდა ნანახი, ან გაგონილი არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რას წარმოადგენდა მაშინ ქართული ჯარი და შეიარაღება. ქვეყნის შეიარაღებას ხელმძღვანელობდა ადამიანი, რომელიც პროფესიით მხატვარი იყო და რუსთაველის გამზირზე გაჩაღებული ომისათვის მიიღო სამხედრო ხარისხი. ის რაც რუსეთის დაზვერვამ კარგად იცოდა და ქართველების თვალმა ვერ დაინახა, ვერ შეაფასა და ადვილად გადაწყვიტა აფხაზეთში ჯარის შეყვანა. თუმცა 14 აგვისტოს ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს უკვე რუსული ხაფანგი იყო, მაგრამ არაფრად ჩააგდეს საფრთხე, რომელიც მომავალში ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრებოდა.
არანაირი სამხედრო დისციპლინა, წესრიგი, სწორედ ასეთი ჯარით დაიწყო აფხაზეთში ომი, რომელსაც წინასწარი შეტევის გეგმა არც არასოდეს არ ჰქონია. არც საომარი მზადყოფნა და არც მობილიზაცია არ გამოცხადებულა ქვეყანაში. ესეც იმიტომ, რომ შემდეგ ეჭვი არ გასჩენოდა, ან ბრალდება არავის წაეყებინა მათთვის რომ თავად იყვნენ ომის დამწყებნიც და პროვოცირების ხელშემწყობნიც.
თუ ორმხრივი გამოძიება არ დაიწყო დღეს იმაზე საუბარი, რომ ამ ომს მიეცეს რუსეთ -საქართველოს ომის სახელმწიფოებრივი შეფასება, პიარ განაცხადს დაემგვანება. მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს აფხაზი მოსახლეობის სიმართლეც, რომელიც ძალიან შემზარავია.
აფხაზეთის ომი.. დღეს ასე მოიხსენიებს სრულიად საქართველო ამ ომს. სახელმწიფომ რა შეფასებაც არ უნდა მისცეს ამ ომს, ის მაინც ძმათა შორის მკველელ ომის სახელით დარჩება.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ნიღაბი ჩამოგლიჯა საქართველოს მთავარსარდალს და პირში მიახალა სიმართლე სოხუმელი, 23-ე ბრიგადის მეთაური გენო ადამია გახლდათ. 27 სექტემბრის დილას, როდესაც ისიც ჟიული შარტავას მსგავსად სოხუმში ბრუნდებოდა თავისი მეომრებით პირში მიახალა მთავარსარდალსა და პრეზიდენტს ბატონ ედვარდ შევარდნაძეს - " შენ გაყიდე აფხაზეთი." გენო ადამია კი 28 სექტემბერს მდინარე კელასურთან გამართული ბრძოლის დროს დაიღუპა.
No hay comentarios:
Publicar un comentario