დამირეკა, მობილურით - გამოდი აქო! - სად ბრძანდებითთქო? სად და შენ სახლთან რომ ბარია "გურია" იქა ვარო, მანავის მწვანე მაქვს და დავლიოთო, თან საქმე მაქვსო. ეხლავე მანდ გავჩნდებითქო, უპასუხე. დავსხედით. ჯერ ეს მადლიანი ღვინო დავლიოთ, თითო ჭიქა და სათქმელსაც გეტყვიო. მე ჭიქა ცხადია ქვემოთ დავწიე და ისე მივუჭახუნე. ძალიან გაბრაზებული ვარ და მომისმინეო. მიწას რომ ვარიგებდი დაიგვიანეთ და ჩემი ყურძნით დაწურული ღვინით ნასვამები მოხვედით. რა უნდა მექნა? საყდარში დასასვენებლად ვიყავი, ამაყენეთ, საყდარიც და ჩემთვის შენახული მიწა მოგეცით. გითხარით, აი ესენი თქვენი მეზობლები იქნებიან და შეიყვარეთ ერთმანეთი და იყავით მშვიდობაშითქო. დათესეთ და მიმკეთ სიკეთეთქო. უგუნურობა არაფერი ჩაიდინოდ და ბოროტება არ გამაგონოთთქო. რამოდენიმე ენაზე ლაპარაკობდით და ერთი ენა მოგეცით, ისიც გითხარით, არც ერთი ენა არ დაივიწყოთ, პირიქით გაუფრთხილდით და გაამდიდრეთ. დამწერლობაც მოგეცით. გაგაფრთხილეთ, ძალზედ მძიმე და რთული გზა გექნებათ გასავლელი, მაგრამ თქვენი ჯიში ყველაფერს გაუძლებს მეოცე საუკუნემდეთქო. ხელისუფალი ყოველთვის გეყოლებათ, ასე ესაჭიროება ერსო, ხშირად არ მოგეწონებათ ზოგიერთი და უნდა აიტანოთ და ისიც გითხარით, რომ ყველაზე რეგვენი და ბოროტი XXI საუკუნეში გამოიჩენს თავსთქო. რას გავს ეხლა ქვე - ყანაო? რა ენაზე ლაპარაკობთ, მე თქვენი არარაფერი მესმისო! ვისი რა გაქვთ შესაშურიო, ჩემს მიწაწყაზე ცხოვრობთო და სხვისას ეპოტინებითო? რა აღმოჩენებს აკეთებთ ისეთს მე რომ არ ვიცოდეო. ის დინოზავრები მე გავატარე ჩემს მიწაზეო, და სხვაგან გაუშვიო! რას ყოყოჩობთ, რა გინდათ ცხრამთას იქეთო! მეტს აღარ გავარძელებ, დრო და საქმე მაქვს უამრავიო. ერი და ბერი გამოდით და მოაგვარეთ თქვენი საქმე, მე აღარ მოგეხმარებითო! ტყუილად ნუ შემომყურებს და ნუ მახსენებს ნურავინ და განსაკუთრებით სხვის დასანახავადო. დავცალეთ ის ერთი პატარა დოქი მანავის მწვანე. ვახსენეთ წარსულები და მომავლის სადღეგრძელოთი დავამთავრეთ.
წავიდა. მე ეხლა ის მაწუხებს, რომ ვიცი სად არის ის საყდარი და ვერავის ვეუბნები. ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი ვისაც საჭიროა და როდესაც ეს სიბოროტე ამოიძირკვება
No hay comentarios:
Publicar un comentario