რუსული არ გამაგონოთო !?
ვაი, მაგ ნაცისტებს! აბა რა უყოთ ეხლა, დიდი რუსი (კაზაჩკა ვარო, კი ამბოს) მომღერალი ალა პუგაჩოვა ჩვენს ნიკალას რომ უმღერის და რა სიმღერას!? რა უყოთ დიდ რუს პოეტს, ევგენი ევტუშენკოს, ჩვენთვის უძვირფასეს დათო ყიფიანს ლექსს რომ უძღვნის - ლონდონში, ფეხბურთელს ფუნტი სტერლინგი რომ გაუწოდეს და მან ხელმოწერილი დაუბრუნა! აბა რა უყოთ, არ წავიკითხოთ და დავივიწყოთ ჩვენი და რუსი უდიდესი წინაპრების ნაწერები!? არ ვიხმაროთ და არ გამოვიყენოთ დავით ჩუბინაშვილის (ჩუბინოვის) ქართულ - რუსული ლექსიკონი და პრეზიდენტის –მენტალიტეტი, პოტენცია, კრეტიულობა და იდენტობა და ვერბალობა ვიხმაროთ!? ვაი მაგათ პატრონს!
No hay comentarios:
Publicar un comentario