ნუთუ ყოველივე ეს?!
პირველ მსხვერპლს დიდი გაბოროტება მოჰყვება ყოველთვის. ადამიანი იმ წუთს გაურკვეველ და აღშფოთებულ მდგომარეობაში საზღვრავს ფაქტს და ვერ არკვევს ვერ აანალიზებს მოვლენებს.
9 აპრილის შემდეგ ნანატრი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მაინც დიდი იყო გაბოროტება, რომ შური ვერ ვიძიეთ რუსთაველის გამზირზე დახოცილ ახალგაზრდების გამო. ქვეყნის შიდა და გარე მტრებს არასოდეს არ სძინავთ, თვით ეროვნულ მოძრაობაშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც უკიდურესი შეურისმგებლობით გამოირჩეოდნენ, ოღონდ თავადაც ვერ აცნობიერებდნენ ვის ან რატომ ერჩოდნენ.
მიზეზი, პირველი ტყვია გავარდნილიყო, ჯერ სამაჩაბლო შეარჩიეს, დღემდე არავინ კითხულობს რას ერჩოდნენ ჯერ კიდევ მაშინ მცირე ნაპერწკალზე კოცონი რომ დაუნთეს ეთნიკურ ოსურ მოსახლეობას. მანამდე მშვიდობიანი თანაცხოვრებაც დააყვედრეს და ზნედაცემული მასპინძლებივითაც მოიქცნენ. კეთილი მეზობელი მტრად გამოაცხადეს.
ესაც არ კმაროდა, ერს და ეროვნულობას საძირკველი უნდა შერყეოდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა დანგრეულიყო. ქართველი ერი მარადიულ ტანჯვაში უნდა ჩაბმულიყო რათა ომს მსხვერპლი და უბედურება მუდამ მოეტანა და საქართველო შიშის ქვეშ მოქცეულიყო. დემოკრატიის ჩანასახში ჩაკვლა ესეც აუცილებელი იყო იმისათვის,რომ ქართველს მუდამ გაბოროტებულს და სხვაზე დამოკიდებულს ევლო. ამისათვის ეროვნული იდეოლოგიის მქადაგებლები, სახელმწიფოს მესვეურები ქვეყნიდან განდევნილი უნდა ყოფილიყვნენ.
რუსეთში შემუშავდა გეგმა "კავკასკი ტრეუგოლნიკ", იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი, დამფინანსებელი და ხელშემწყობი მხედართმთავარი ედვარდ შევარდნაძე გახლდათ.
გეგმამ წარმატებით იმუშავა, პირველმა გავარდნილმა ტყვიამ, პირველი გაბოროტებაც მოიტანა რუსთაველზე. სიკვდილის ტკივილმა ძმისა და მეგობრის გარჩევა დაავიწყათ ქართველებს. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი უთუოდ მტერი ეგონათ მათი.
გეგმის პირველ ნაწილს მეორე მოჰყვა და აფხაზეთსაც მიაყენეს ტანკები. სასიკვდილოდ დაუპირისპირეს ახალგაზრდა თაობა ერთმანეთს. იმ თაობის ბიჭები აღარც აფხაზეთში და აღარც ენგურს გამოღმა ბევრი აღარ დადის. სულ და ხორც დაფლეთილ ახალგაზრდებს ისიც არ აკმარეს რომ ვერაგული გეგმის ნაწილი გახადეს და დღეს ბრალსაც სდებენ - "მაშინდელი მებრძოლების უმოქმედობამ დაგვაკარგინა აფხაზეთიო..".
ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი თაობა, დღეს კრწანისის რეზიდენციაში მოკალათებულ "ოფილ" ქართველს სასაცილოდაც არ ჰყოფნის, ხოლო მისი მემკვიდრე გულადი მხედართმთავარი სააკაშვილი ნიშნის მოგებით მიუთითებს ახლად აგებულ გმირების მემორიალიზე - "..აქ ჯერ კიდევ არის ადგილები დარჩენილიო ..".
ხოლო ისინი ვინაც სამშობლოსთვის თავი არ დაზოგეს დგანან გულდამძიმებულნი:
ნოდარ ეფრემიZე - 101-ე მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლი:
"მძიმე ტვირთია იყო წაგებული ბრძოლის თუ ომის ჯარისკაცი ან ოფიცერი. მე დღემდე მტანჯავს ეს განცდა. ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში იყვნენ პოლიტიკოსები ჩაბმულები და წაგებული ომის ტვირთი მერე ჯარისკაცებს აგვკიდეს."
ეს ყველაფერი ქვეცნობიერში გრჩება და როცა მარტო ვრჩები ფიქრი მაწვალებს "ნუთუ საერთოდ არ უნდა შევსულიყავით იქ?!"
ეკა სარალიძე
No hay comentarios:
Publicar un comentario