მაგალითი, მწარე მაგალითი!
გაეროს და ევროკავშირის დაგვიანებული გადაწყვეტილება ლიბიის შესახებ, შეაჩეროს ტირანის და დიქტატორის ველურობა თავისი საკუთარი ხალხის მიმართ არაჩვეულებრივად ჰგავს ნაცისტ სააკაშვილის გადადგმულ ნაბიჯს, 2008 წლის 7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. როგორ შეიარაღდა, რამდენი ხარჯი გაიღო და რისთვის!? გაიხსენეთ, წარმოიდგინეთ რა სისასტიკით შევიდა ნაცისტი მხედართმთავრის ბრძანებით, ქართული ჯარი ცხინვალში და რომ არა რუსების დროული დახმარება რა შეიძლება იქ მომხდარიყო!? არაფერი სამარცხვინო არ არის იმაში, რომ ეს ვაღიაროთ! ამ ნაცისტს ეგონა, დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთი დაეხმარებოდა! უნდა ვაღიაროთ, უნდა გავაგებინოთ მთელს საქართველოს, რომ სააკაშვილის ნაცისტურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა გამოუსწორებელი შეცდომა, ჩაიდინა დანაშაული! კიდევ დასეირნობს და იარაღს მათხოვრობს!? რაში გვესაჭიროება იარაღი!? რა უნდათ ქართველ მეომრებს აზიის ქვეყნებში!? რა უნდათ საქართველოში ათასობით უცხო ენის მასწავლებლებს!? "ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო", ამ შემთხვევაში საქმე ბავSვებთან გვაქვს და სწორედ ისინი უფრო შეიცვლიან ზნეს და ფერს და არა ის მასწავლებლები. ჯიშის გადასაშენებლად საუკეთესო საშუალებაა!?
გონს უნდა მოვეგოთ, უნდა გავერთიანდდეთ ამ სიბოროტის წინააღმდეგ! გუშინ ექვსი ქართველი დაიჭირეს და ციხეში გაუშვეს ქურდობისათვის. ეს მხოლოდ გუშინ, საერთოდ რამდენია ასეთი ინფორმაცია, რომ გითხრათ არც კი დაიჯერებთ. დაუმატეთ საქართველოში 45 000 პატიმარს!? იცით რა ასაკისა არიან, 23-33 წლამდე და ექვსივე ყოფილი მილიციის მუშაკები, იმ პოლიციის რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით –"სანიმუშო და საუკეთესოა მთელს მსოფლიოში!?”
გონს უნდა მოვეგოთ, ერს უნდა გავაგებინოთ, რომ ქვეყანა იღუპება, ნელა და თითქოს შეუმჩნევლად!? უცხოეთის პრესა სააკაშვილის მოღვაწეობას ვეღარ მალავს და "კაუდილიოს" ანუ ბელადს " დუჩეს და ფიურერს" ეძახის!
ხალხმა უნდა იცოდეს, უნდა დავარწმუნოთ, რომ როგორც კი ეს ხელისუფლება გაქრება ჩვენ საზღვრები აღარ გვექნება არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთან!? იოლი არ იქნება მაგრამ და როგორც ერთმა პოლიტიკოსმა ბრძანა -.." დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს მთელი სისტემა!" თუკი ჩვენ ამას ხალხს გავაგებინებთ, თუკი ჩვენ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ჩვენ არა იარაღი არამედ სრულიად სხვა რამ გვესაჭიროება დავამარცხებთ ამ სიბოროტეს და აღვადგენთ – ერს, მამულს და სარწმუნოებას.
No hay comentarios:
Publicar un comentario