miércoles, 16 de marzo de 2011



იაპონია!


შეუძლებელია, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება, რომ დღეს იაპონიის შესახებ არ გამოვთქვათ ჩვენი აზრი. მე მიმაჩნია, რომ კაცობრიობის ისტორიაში აი იმ, ცნობილი წარღვნის შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა. უბედურება ის არის, რომ სწორედ იაპონიამ პირველმა განიცადა თავის თავზე ადამიანის თავხედობა, ადამიანის დაუკვირვებლობა და მრისხანება, თავის თავის მიმართ. პირველი ატომური ბომბი ხომ იაპონიის ქალაქებს დაეცათ?


ბუნების წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ ადამიანი უარესს აკეთებს, აღიზიანებს ბუნებას, ხლეჩს ატომს და იგონებს... იგონებს და ისევ ჩვენ გვიბრუნდება ყველაერი.


სამძიმარი იაპონელ ადამიანებს და ვაი თქვენ უგუნურო ხელისუფალნო!

No hay comentarios:

Publicar un comentario