|
ხსოვნა….. წელს 88 წელი შეუსრულდებოდა ... 92 წელს, ერთი თვის მანძილზე ციხეში ჰყავდათ. 60 წელს მიღწეულ კაცს კვირაში ორჯერ - სამჯერ სცემდნენ ... რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ძმათამკვლელი ომი დაიწყო და შეიქმნა სახელმწიფო საბჭო... გვარები გაინტერესებთ: შევარდნაძე, სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი და მხედრიონი ყარყარაშვილის თამადობით. ამათ დაამყარეს წესრიგი საქართველოში და ვიგონებ სიამაყით. რა დააშავა? მისი დანაშაული ის იყო, რომ წერდა და წერდა სიმართლეს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს. "მეკეში ეძებს თავის თავს, ვერ ნახულობს ფესვებს, არ ძმა, არც დაჰ, არც სხვა ნათესავი. არც მამა? მამის ხსენებაზე ხელს გულთან მიიტანს. გულზე ჩამოკიდებული აქვს ზაფრანის ფერის ბოხჩა. ეს არ არის ჯვარი, არც ხატი, არც არილი, აქ შეკრულია მამის მედალიონი..." გრიგოლ რობაქიძე რამოდენიმე წლის შემდეგ უცნობი კაცი მივიდა მამაჩემთან და აწვდის საათს – აი ეს თქვენი საათიაო და მინდა დაგიბრუნოთო. ერთერთი მათგანი ვინც თქვენ გცემდათ და ეს საათი მოიპარა ჩემი ძმა იყოო, ბოდიშს გიხდითო. გაცილებით მარტივი და იოლი იქნებოდა ეს ცხოვრება მსგავსი და თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებით, რომ არ იყოს სავსე. |
|
|
No hay comentarios:
Publicar un comentario