saTauri zedmetia.
გადასარევი ფილმი შეუკვეთა სააკაშვილმა, უკვე ნახა ვალენსიამ, ჩვენ ინვისიდან გვექნება ბედნიერება ფილმის ხილვისა. "აგვისტოს 5 დღე". ფილმიც არის და ფილმიც, მსახიობი ჩემთვის ძალზედ საინტერესო ანდი გარსიაა – გაიხსენეთ მხოლოდ "ნათლიმამა III", დამეთანხმებით - ნიჭიერი კაცია და თავისი საქმე კარგად იცის. აქ მთავარი არც ანდი გარსიაა და არც სააკაშვილი, ვისაც განსახიერებს მსახიობი. დაკვეთა. ვინ, ვის და რა მიზნით იქნა შეკვეთილი ეს ფილმი? როგორც თავად რეჟისორი ამბოს – ფილმი არა პოლიტიკურია და არც ერთ მხარეს არ ამხელს და იმასაც კი დასძენს, რომ იცის ვინც დაიწყო ეს ომი. იცის – რომ საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები ამ ომის დაწყებას სააკაშვილს აბრალებს. მაგრამ როგორც ირკვევა და სრულიდ ცალსახად ფილმში არსებობს წინადადება:".. რუსეთის ჯარის მიერ დაქირავებულებმა დახოცეს ქართული მოსახლეობაო." ეს დაიწერა ესპანურ გაზეთში AABC-ში, 14-04-2011 / 15:11 საათზე. დავრეკე რედაქციაში და მოვიკითხე ამ წინადადების შესახებ : ეს როგორ იქნება, ფილმი არაპოლიტკურია და არცერთ მხარეს არ ადანაშაულებს და.. – ჩვენ არაო, სააგენტო EFE - მ გადმოგვცაო. დავრეკე სააგენტოში, ვიკითხე იგივე - ჩვენ არაო – ვალენსიის კინოფესტივალმა მოგვაწოდაო. დავრეკე ვალენსიაში და მოვიკითხე იგივე: დიახ, ასე სწერიაო მაგრამ ეს ფილმში არისო და ამდენად ჩვენ არ გვეხებაო. მოკლედ – ვისაც უნდა მიხვდეს და ვისაც უნდა არა. სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ დღეიდან უკვე ავრცელებს ჭორს და თავი ანგელოზი ჰგონია. კარგად მუშაობენ, ფული არ ენანებად ასეთი ბინძური საქმეებისთვის. თავად ფილმს როდესაც ვნახავთ მაშინ უკეთ და ბევრ "სიმართლეს" გავიგებთ. შესაძლოა "ოსკარიც" დაირტყას.
No hay comentarios:
Publicar un comentario