lunes, 11 de abril de 2011



არა ვართ გულახდილები, ცდუნებას ვერ უძლებთ.


დღემდე ვიმეორებთაფსუას, სამაჩაბლოს, რა ხდება? რატომ? თქვენ წარმოიდგინეთშევარდნაძის ყოფილი რწმუნებული აფხაზეთში ამას, რომ დღეს გაიმეორებს საჯაროდ და იტყვისისინი აფხაზები კი არა აფსუები არიანო! მაშინ, იმ წლებში რას ფიქრობდა და რა სიძულვილით უყურებდა აფხაზებს! დიახ, სიძულვილით! იგივე სიძულვილი შეიმჩნევა როდესაც დიდი სიამაყით ვაცხადებთჩვენი სამაჩბლოო! მე ისტორიის ცოდნაზე თავს არ დავდებ. ჩვენი ისტორიის მამები გვასწავლიდნენ, "ქართლის ცხოვრებაც" კი საკმარისია, რომ მიხვდე ადამიანიარის საქართველო, არის აფხაზეთი, არის ქართლი სადაც საუკუნეების წინ ისევ ჩვენმა მეფეებმა ჩამოასახლეს, შემდეგ გაყარეს და კვლავ ჩამოასახლეს ოსი ხალხი. ეს მიწა მათი სამშობლოა ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საძირკველს გაიდგამს უცხო ქვეყანაში და იქ იცხოვრებენ მისი შვილები და შვილიშვილები. რას მიქვიააფსუა? გინდ აფსუა იყოს გინდ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ბოროტება დიდი ხნის წინ არის დათესილი და შევარდნაძეების და ეხლა სააკაშვილების იარაღია და მტრობის, გადამტერების და სიძულვილისკენ არის მიმართული. ყოველივე ზემოთ თქმული ბოლშევიკების მეთოდი იყო და რჩება სააკაშვილის ყველაზე დაუნდობელ და დამღუპველ იარაღად.


კიდევ ერთი რამ! 9 აპრილირომელმა ტელევიზიამ, ვინ ახსენა იქ, იმ დღეს დაღუპულთა სახელები? მე რაც ვნახეეროვნული მოძრაობის ყოფილი წევრების პიროვნული განდიდება ან მათი ქებადიდება ისმოდა! იმ ადამიანებისა ვინც გვერდი აქცია ეროვნულს, თუ არ ჩავთვლით, რომ ბევრი მათგანი მოღალატეც კი აღმოჩნდა. აი მათი დიდება და წვლილი ისმოდა და ვინც თავი გასწირა და მათი ოჯახის წევრები არავის გახსენებია? ეს გულგრილობა, ეს უაზრო და დაუმსახურებელი ქება დიდებაა ჩვენ რომ მიგვაქანებს - არც კი ვიცით საით!


No hay comentarios:

Publicar un comentario