jueves, 14 de abril de 2011

მშვიდობიანად და არა ძალით! ძალადობა სააკაშვილის ხერხია და დამღუპველი!



ძნელია იყო დემოკრატი და მით უმეტეს ქრისტიანი. ორივე სიტყვა პარდაპირ უკავშირდება ხალხს, ადანიანზე ზრუნვასა და ფიქრს.


საპარლამენტო ოპოზისიიც ერთერთი ლიდერი (საეროდ რამდენია, რო?) რომ იტყვის: "..რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს და საბაბი გაუხდეს საქართველოში ჯარის შემოყვანაო, როგორც ლიბანშიო.." ეს ხომ ტყუილია და არა მხოლოდ ტყუილი, არამედ ამ ხელისუფლების ხელშეწყობა და მისი არსებობის გახანგრძლივება. ასეთი ადამიანი იტყვისდემოკრატიულიკანონიერი და კონსტიუტიური ცვლილებების გზით უნდა ვიაროთო. კი ბატონო! ვინ ამბოს, რომ ომი და უბედურება უნდა ატყდესო? ან რუსეთი რა შუაშია აქ? რუსეთს ჩვენ უკვე მივეცით ის რაც არ უნდა მიგვეცა. დამთავრდა. დაესვა წერტილი რუსეთს! მეტიარა, ჩემი მტერი რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს შინაურ საქმეებში! ჩვენ, ჩვენთავად არ ვთხოვდით რუსეთს ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღს? ასე ძნელია უხლესი ისტორიის გახსენება? თქვენ თავად არ შექმენით აჭარის სამეფო? თუ, მე ვიყავი? დაგავიწყდათ? განა ერთხელ შემოგვთავაზეს აფხაზებმა საუბარი? არა, აუცილებელი იყო კოდორის ხეობაში მებრძოლების ჩაყვანა! აქედან კიდევ უფრო გავაღიზიანეთ აფხაზები. ოსეთი - ვერ შევძელით თავის შეკავება.. ვერ შევძელით გაგვეწია სათანადო მუშაობა, რომ მშვიდობიანად დამთავრებულიყო ჩვენი თანაარსებობა. როგორი მწარე სიმართლეც არ უნდა იყოს და ეს ასეა, წამოვეგეთ! წამოგებაც არა სწორია, ვინაიდან ეს, ამ პრეზიდენტის ჩანაფიქრი და სურვილი იყო. ძალა და ომი! ამ პრეზიდენტმა - სააკაშვილმა დაიწყო შეიარაღება და როგორი. ეს დაინახა რუსმაც და არა რუსმაც. თავს დავესხით, უსინდისოდ, როგორც მოღალატეები და საკადრისიც მივიღეთ. აი ამ ძალობრიობით და სიყალბით კეთდება დღეს საქართველოში ყველაფრები. იარაღი და ციხეები! ეს სააკაშვილის ნამდვილი სახეა, მანდვილი და ნიღაბი უნდა აეხადოს ამას! რა რუსეთი, რის რუსეთი. მეზობლობას და მეგობრობას ქართველ კაცს სააკაშვილმა უნდა ასწავლიდეს!?


ვისაც საქართველოს სიკეთე უნდა და სურს, ამის საუკეთესო საშუალება გაქვთ თქვენ: გამობრძანდით პარლამენტიდან! შეუერთდით და შექმენით უზარმაზარი, თვალუწვდენელი ადამიანების ძალა და ნახავთ - როგორ შეცვლით ხელისუფლებას, მშვიდობიანი გზით!


ამის შემდეგ ჩაატარეთ თავისუფალი, წესიერი არჩევნები და ემსახურეთ ხალხს და არა ერთ, განდიდების მანიით შეპყრობილ პრეზიდენტს!

No hay comentarios:

Publicar un comentario