როგორ დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს?
საქართველოში ბევრი პილიტიკური პარტიაა. არის აზრთა სხვაობა. ეს ასეც უნდა იყოს. თითქმის ყველა პარტია თანახმაა ძირითადად ერთ საკითხში - დაუყონებლივ შეიცვალოს ხელისუფლება და გადადგეს პრეზიდენტი. ჩვენ, ვინც უცხო ქვეყნებში ვცხოვრობთ და ვფიქრობთ იგივეს საშუალება გვაქვს და უნდა დავეხმაროთ ამ პარტიებს. 26 მაისი ყველა ქართველისთვის დამოუკიდებლობის დღეა, აქ ნაციონალისტებიც იგულისხმება. აი ამ 26 მაისს, ჩავიდეთ ყველანი იმ სახელმწიფოების დედაქალაქებში სადაც ვცხოვრობთ და მივადგეთ საქართველოს საელჩოებს, გამოვხატოთ ჩვენი ხედვა, აზრი. საუბარია ორიოდე საათზე. გამორიცხულია ყოველგვარი ვაჭრობა და წუწუნი - მაგის ფული სადა მაქვსო! უნდა გავიჭირვოთ ყველამ, უნდა შევაგროვოთ დღეიდან დაწყებული თითო ევრო და ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში ჩასვლა ორიოდე საათით უნდა შევძლოთ! ეს არ არის რთული და შეუძლებელია, რომ დაგვჭიდეს 50 - 100 ევროზე მეტი! ასეთი საქციელით გაირკვევა და ქვეყნიერება დაინახავს რამდენად შეესაბამება პრეზიდენტ სააკაშვილის ციფრები - თითქოს საქართველოში 4 700 000 მოსახლეა; რომ გვესაჭიროება თუ არა ასეთი გაუთავებელი შეიარაღება და რისთვის!? სწორედ რომ ეს ყალბი ციფრები და მოსახლეობის გამუდმებული შიშის ქვეშ ყოფნაა ამ ხელისუფლების მმართველობის წესი.
No hay comentarios:
Publicar un comentario