ვერაფრით ...
ვერაფრით ვერ ვეგუები, ვერაფრით, ერთ აზრს – საქართველო ეკუთვნის ერთ, მხოლოდ ერთ ადამიანას – სააკაშვილს! ვერავინ, ვერაფერი შემაცვლევინებს ამ ჩემს აზრს! შექმნა რაღაც კოლონია, სამეფო, სათარეშო რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის! საქართველო გადააკეთა პატარა კოლონიად! ყავს ფინია ძაღლები, მსუბუქი იარაღი თავსაყრელი ქონია და ეხლა უფრო ძლიერს და გამანადგურებელს მათხოვრობს. არა, არავინ მისცემს, შეუძლებელია, რომ რომელიმე ქვეყანამ ეს დაუშვას და თუ ეს მოხდა ..! ციხეებს აშენებს, ვის უშენებს ადამიანებო? მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას! გადასარევი ამბავია. ნუთუ მხოლოდ მე ვხედავ ამას ან ბრმად და მოჭორილ ამბავს ვამბობ? ყველა მისი უახლოესი პიროვნება, სიმართლე იქნებოდა ყურმოჭრილი მონა დასცინის ქართველს და თავიანთი პრეზიდენტი და თავიანთი თავი წარმოუდგენიათ ქვეყნის მშენებლებად, დემოკრატებად და განათლებულად. განათლების მინისტრი, რომ იტყვის – დე გოლი და ფარაონი უნდა გააერჩიონო ამაზე მეტი შეურაცყოფა რა შეიძლება , რომ თქვა? ცხინვალს დაესხენ თავს, წამოეგეს ცდუნებაზე, რომელსაც რუსეთი უმზადებდა, სათანადო კომისიამ დაადგინა – სააკაშვილი დაესხა თავსო! არაო, ეს სისულელეაო! ეხლა ჰააგაშიც გამოთქვეს – საქართველოს საჩივარს არ განვიხილავთო! ესეც სისულელეაო, აცხადებენ სააკაშვილები და ძმანი მათნი. აბა მხოლოდ ესენი ყოფილან ვინც ყოფილან და მხოლოდ მათ უნდა უსმინოთ? ეჭვი მეპარება! ავღანეთში უნდა ვიყოთ? ეჭვი მეპარება! ოპოზიციავ, რას კამათობთ, რა გაქვთ გასაყოფი? თქვენ ერთი, საერთო მტერი გყავთ, ჯერ ის უნდა დაამარცხოდ ერთობით და შემდეგ მისცეთ საშუალება მოსახლეობას მოიფიქროს, გადაგხედოთ, ვინ - ვინ ბრძანდებით და ყველანი მიიღებთ სათანადო საზღაურს.
No hay comentarios:
Publicar un comentario