lunes, 25 de abril de 2011




მშვიდობა შენ!


"აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი"- ასეთი გამოთქმა არსებობს. მე მგონი, ჩემი აზრით არა სწორია. ყველაფერი ნაწილებისგან შედგება. ძალიან ბევრ ქვეყანაში უფრთხილდებიან გარჩევას - ვინ ვის და რას შეადგენს. იმპერიული აზროვნება! აი ეს ჭირს სააკაშვილს და მის ნაციონალისტურ აზროვნებას. ვფიქრობ არა მხოლოდ მათ. რაზე და ვისზეა საუბარი - მიწებზე თუ ხალხზე? ეს არის საკითხი. ეს არის, აქ იმალება ყველაზე მთავარი. სრულებითაც არ არის აუცილებელი იყო იმპერიალისტი და გქონდეს უზარმაზარი მიწაწყალი. არსებობს მხოლოდ სიტყვა იმპერია და იმპერიალისტი. განუყოფელი ნაწილი, სამაჩაბლო, აფსუები... . მთელ ქვეყნიერებას გავაგებინეთ, რომ არსებობენ ასეთი ერები. ეს მართლაც ასეა. მათ დამოუკიდებლობას აღიარებენ და ეს უეჭველად მოხდება თუ არ შევცვლით ამ საკითხის სრულიად სხვა მიდგომით განხილვას. ევროპა და რუსეთი ჩვენ ჯერ კიდევ გვაძლევენ დროს რათა გონს მოვიდეთ. მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ძალისმიერი წესებით მოქმედებას და ვიღაცის რაღაცით დაშინებას, დამუქრებას. სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები და მისი ბრმა სწრაფვა - უკვე მთელი კავკასიის მოცვით - დავემორჩილოთ ამერიკას, მე ვიტყოდი უკვე დრომოჭმულ და ვადაგასულ სიძულვილს საბჭოთა იმპერიის მიმართ, საფრთხეში გვაგდებს და არა მხოლოდ ჩვენ. ვერც ეკლესია გვიშველის და ვერც სააკაშვილის ამერიკელი მეგობრები ვერ გვიშველიან. იარაღი და ძალა უნდა დავივიწყოთ. დაუყონებლივ უნდა გამოვიყვანოთ ქართველი მეომრები ავღანეთიდან. დაუყონებლივ უნდა შემცირდეს სამხედრო ხარჯები. ინტეგრაცია - დეინტეგრაციის სამინისტროები, დიასპორა (ალბათ სათვისტომო?), დევნილი ხელისუფლებები და მათი შესანახი ხარჯები, ყოველივე ეს ქარს მიაქვს (როგორც 2008 წლის აგვისტოში), საქართველოს მოსახლეობა და მისი მიწაწყალი კი პატარავდება და პატარავდება!


და ბოლოს - ღმერთი ერთია და ყველასი.

viernes, 15 de abril de 2011

saTauri zedmetia.


გადასარევი ფილმი შეუკვეთა სააკაშვილმა, უკვე ნახა ვალენსიამ, ჩვენ ინვისიდან გვექნება ბედნიერება ფილმის ხილვისა. "აგვისტოს 5 დღე". ფილმიც არის და ფილმიც, მსახიობი ჩემთვის ძალზედ საინტერესო ანდი გარსიააგაიხსენეთ მხოლოდ "ნათლიმამა III", დამეთანხმებით - ნიჭიერი კაცია და თავისი საქმე კარგად იცის. აქ მთავარი არც ანდი გარსიაა და არც სააკაშვილი, ვისაც განსახიერებს მსახიობი. დაკვეთა. ვინ, ვის და რა მიზნით იქნა შეკვეთილი ეს ფილმი? როგორც თავად რეჟისორი ამბოსფილმი არა პოლიტიკურია და არც ერთ მხარეს არ ამხელს და იმასაც კი დასძენს, რომ იცის ვინც დაიწყო ეს ომი. იცისრომ საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები ამ ომის დაწყებას სააკაშვილს აბრალებს. მაგრამ როგორც ირკვევა და სრულიდ ცალსახად ფილმში არსებობს წინადადება:".. რუსეთის ჯარის მიერ დაქირავებულებმა დახოცეს ქართული მოსახლეობაო." ეს დაიწერა ესპანურ გაზეთში AABC-ში, 14-04-2011 / 15:11 საათზე. დავრეკე რედაქციაში და მოვიკითხე ამ წინადადების შესახებ : ეს როგორ იქნება, ფილმი არაპოლიტკურია და არცერთ მხარეს არ ადანაშაულებს და.. – ჩვენ არაო, სააგენტო EFE - გადმოგვცაო. დავრეკე სააგენტოში, ვიკითხე იგივე - ჩვენ არაოვალენსიის კინოფესტივალმა მოგვაწოდაო. დავრეკე ვალენსიაში და მოვიკითხე იგივე: დიახ, ასე სწერიაო მაგრამ ეს ფილმში არისო და ამდენად ჩვენ არ გვეხებაო. მოკლედვისაც უნდა მიხვდეს და ვისაც უნდა არა. სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ დღეიდან უკვე ავრცელებს ჭორს და თავი ანგელოზი ჰგონია. კარგად მუშაობენ, ფული არ ენანებად ასეთი ბინძური საქმეებისთვის. თავად ფილმს როდესაც ვნახავთ მაშინ უკეთ და ბევრ "სიმართლეს" გავიგებთ. შესაძლოა "ოსკარიც" დაირტყას.