ჩვენო საყვარელო და ძვირფასო დედებო, მამებო, დებო და ძმებო!
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მათი თქმით "ვარდებით ხელში" მოვიდა არ ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ეს ხელისუფლება მოწოდებულია და ყველაფერს აკეთებს ჩვენი ჯიშის გადასაგვარებლად. დაიწყო XXI საუკუნე, დაიწყო საქართველოს დანაწილება!
გვინდა თუ არა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ისტორია დაკავშირებულია საბჭოთა იმპერიასთან, იპმერიასთან რომელმაც შესძლო ეარსება 70 წლის მანძილზე და არა მხოლოდ ჩვენში არამედ კაცობრიობას მემკვიდრეობად დაუტოვა უამრავი წუხილი და უმძიმესი მემკვიდრეობა. საქართველო ვერანაირად ვერ დარჩებოდა გამონაკლისი.
90-იანი წლიდან, როდესაც მოგვეცა საშუალება დაგვეწყო დამოუკიდებელი ცხოვრება და ამის ყველანაირი საშუალება გაგვაჩნდა თავი იჩინა საბჭოთა იმპერიის მიერ დათესილმა მანკიერებამ. ავირჩიეთ პრეზიდენტი და შეუდექით ახალი, დამოუკიდებელი და თანამედროვეობისათვის შესაფერისი ქვეყნის მშენებლობას. სწორედ ამ დროს თავი იჩინა იმ მემკვიდრეობამ, რომლსაც აღმოაჩნდა ღრმა ფესვები და დავამხეთ კანონიერად არჩეული ხელისუფლება. უნდა ვაღიაროთ, რომ იმპერიული ძალების გარდა ამ უსაშინელესი მოვლენაში მონაწილეობდნენ ჩვენი თანამემამულეები, ე. წ. ეროვნული მოძრაობის მოღვაწენი. ღალატი და ორპირობა, ძმათაშორის სისხლის უაზრო ღვრა! დაიწყო ჩვენი ქვეყნის სახეწლმწიფოებრიობის დაშლა. თავზეხელაღებულმა მოღალატეებმა არ იკმარეს ხელისუფლების დამხობა და ჩაიდინეს კიდევ ერთი ბოროტება - – მიადგნენ ჩვენს მონათესავე ხალხებს და მათ მუხლზე დაჩოქება უბრძანეს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. კვლავ ძმათაშორის ომი და სისხლი. აფხაზეთში განხორციელებულმა სისასტიკემ საზღვარს გადააჭარბა. გადავიმტერეთ აფხაზები. 2008 წელი, ახალი ხელისუფლება გასცდა და გადააჭარბა საბჭოთა იმპერიალისტურ მემკვიდრეობას და კვლავ იარაღის გამოყენებით მიადგა ოს ხალხს. კვლავ ძმათაშორის უაზრო სისხლის ღვრა. შედეგი სახეზე გვაქვს: საქართველოს სახელმწიფო სამ ნაწილად გაიყო.
დედებო, მამებო, დებო და ძმებო – ეხლა ქართველი კაცი ავღანეთში იბრძვის! იბრძოდნენ ერაყშიც. რა უნდა ქართველ კაცს, ქართველ მეომარს ამ ქვეყნებში? რატომ უნდა იღუპებოდნენ ქართველი მეომრები ერაყში ან ტალიბანების მიწაზე? ხელისუფლება, რომელმაც გადაგვამტერა ჩვენს სანათესაოს განაგრძობს შეიარაღებას, იხარჯება ასტრონომიული თანხები და საქართველოს ედება უზარმაზარი ვალები. საკადრისი პატივი და ღირსებით დაკრდძალვაც კი არ იკადრა ამ ხელისუფლებამ დაღუპული მეომრების და გამოაცხადა სამარცხვინო და დამამცირებელი რამ-დაღუპულთა ოჯახებს ბინებიT დავაკმაყოფილებთო. მსგავსი განაცხადი ისევ იმ დაღუპულთა შეურაცყოფაა! აი ასეთი ხელისუფლებაა დღეს საქართველოში.
ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში და ჯილაგი არასოდეს ყოფილა დამპყრობელი! ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კავკასიის ხალხების მისია განსხვავებულია დანარჩენი მსოფლიოსაგან. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ყველანი ჩვენ არაინდოევროპელები ვართ, ჩვენა ვართ ჩვენთვის ღვთის ნებით ნაბოძები მისიის მატარებლები და არასოდეს და არავითარ შემთხვევაში დამპყობლები.
ეს ხელისუფლება შეიარაღებაში ხარჯავს ჩვენ, თქვენს საკუთარ თანხებს, ის მილიონები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ საკეთილდღეოდ და არა ტანკების და სხვა შეიარაღების შესაძენათ! ჩვენ ვერავის ვერ მოვერევით, ჩვენ არა გვყავს მტრები, ჩვენ ხელოვნურად და სრულიად გაუგებარი მიზნით გადავიმტერეთ ყველაზე ახლობელი და მეზობელი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთში ვიბრძვით და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამოჩნდება მესამე ძალა რომელიც დაგვამუხრუჭებს! რუსები არ არიან ჩვენი მტრები.
როგორც არ უნდა იყოს, ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი სიცოცხლის და სისხლის ფასად დღემდე მოგვიტანეს სამშობლო, დედაენა.
დედებო, მამებო, დებო და ძმებო! მეომრებო, ახალგაზრდებო! ნუ დაემორჩილებით და ნუ გასწირავთ თავს უმიზმოდ და ნუ დაეხმარებით ამ უბოროტეს ხელისუფლებას, ხელისუფლებას რომელიც მოქმედებს მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის და არაფერი საერთო გააჩნია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან.
"... სამშობლოს ნურვის წავართმევთ..."
ბატონო ვაჟა, ჩვენო დიდო წინაპარო! მაპატიეთ თქვენი სიტყვები ვიხმარე და ოდნავ გადავაკეთე, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დღეს ვეღარ ვარჩევთ მტერს და მოყვარეს.