domingo, 12 de diciembre de 2010

მოფერება თუ გალაწუნება?




იცნობთ ამ გვერდს?
http://www.abkhazia.gov.ge/?lg=1&EM=&defmenuid=tm00902&sitedoc=17


მთავარი-აფხაზეთის შესახებ-აფხაზეთის ა///-რ მთავრობა-კანონმდებლობა-ანგარიში-ბიუჯეტი


თუკი გაინტერესებთ დააწკაპუნეთ ზემოთ ჩამოTვლილ სათაურებზე. ყველა გვერდზეა პასუხი ერთის გარდა - ბიუჯეტი.!
რატომღაც არ თვლიან საჭიროდ ამ ინფორმაციის შეტყობინებას. ალბათ საიდუმლოებაა.
რამდენი მთავრობა ჰყავს აფხაზეთს? ამ შეკითხვით ვიცი, რომ გავაცინებ ვისმეს და თითქოს საკვირველი არაფერია იმაში, რომ არსებობდეს ასეთი მთავრობა, მთავრობა დევნილობაში. იქ მრავალი ფოტოებია, ცხადია გაჭირვებული და დამცირებული ადამიანაბის, მთელი ოჯახების და ვინც მათ არ შეიბრალებს და არ თანაუგრძნობს ის უგულო და არამზადა იქნება. მოგზაურობები, სად, რომელ ქვეყნაში გნებავთ, შეხვედრები, მთავრობის შემადგენლობა დაუსრულებელია. ვფიქრობ თავად დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია ამდენი თანამდებობები. მე მაინტერესებს და ცხადია საქართველოს მოსახლეობასაც აინტერესებს და უნდა იცოდეს რა გასამრჯელოს იღებენ ეს სახელმწიფო მოღვაწენი? რას საქმიანობენ? რა სახით და ვისგან იღებენ დახმარებებს და სად და როგორ ნაწილდება? არ მინახავს, მაგრამ ასეთივე ნახატი ექნება სამხრეთ ოსეთსაც, უაჭველად, აბა სანაკოევს ხელფასი არ ეკუთვნის?
ვის ვატყუებთ, ჩვენ თავს? გამოაქვეყნეთ და უჩვენეთ ხალხს რა იმალება, რას ვერ აქვეყნებთ, შედეგი თქვენი მოღვაწეობისა.
საინტრესოა ვინ მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი მექსიკაში და რა სთქვა იქ, ნუთუ საქართველოს არ გააჩნია საქმის მცოდნეები, მეცნიერები? კი, მაგრამ იგი ხომ უნდა ყველგან გამოჩნდეს, საშუალება თუ მიეცა მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა დონის და რა საკითხის შეხვედრა იმართება - როგორ, რუსეთი არ ახსენოს? ისევ "ოკუპანტები", "აფხაზეთი იღუპება", უყვარს აფხაზეთი, აფხაზები, კეთილია, გული შეტკივა, რომ მეწყერი მოხდება და დაზარალდება ბუნება, ოლიმპიური ნაგებობების მშენებლობისას, მოხდება სხვა კატასტროფები. აბა გაიხსენეთ და ნურასოდეს დაივიწყეთ როგორი "”იავნანა"” უმღერა ოსებს 2008 წლის 7 აგვისტოს? "რუსეთი, ოკუპანტი" ….. და ასე შემდეგ. ჯერ ვერ ბედავს, აზრზე ვერ მოსულა, სიმწარე აღრჩობს და არ ახსენებს, რომ 2018 წლის საფეხბურთო მსოფლიო თასის გათამაშება რუსეთში მოხდება, სულ მალე წამოსცდება.
"კავკასია მხოლოდ ერთიაო, არ არსებობს ჩრდილოეთის და სამხრეთის კავკასიაო." როგორ არ არსებობს – არსებობს ჩრდილოეთი კავკასია და არსებობს სამხრეთი კავკასია. გეოგრაფიულად სამხრეთ კავკაზია აზიას ეკუთვნის. მისი ეშმაკობა და გაიძვერობა სწორედ აქ იმალება და აცხადებს, რომ "მთელი კავკასია გაჰყვება საქართველოს გზასო." უფალმა დაიფაროს და ვინმემ დაიჯეროს, რომ საქართველო სწორი გზით მიემართება.
არ მინდა, ვერ ვაკადრებ ქართულ ენას, ვაჟას ენას, რომ მისი სიბოროტით და სიძულვილით გაჟღენთილი სიტყვებს "ბღავილი", ეს შინაარსიანად ულამაზესი სიტყვა დაუძახო, ეს უფრო ტურის წუწუნია და მსუნაგობა.
რუსეთიო - რუსეთი უკვე ჩაერია ჩვენს საქმეებში, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი არა - ქვა ქვაზე არ დარჩებოდა ქართლში - სამხრეთ ოსეთში, ჩვენს საერთო სამშობლოში. ქალაქის მიმართულების მაჩვენებელი ბოძებიც კი ძლივს წააქციეს, ვის ესროდნენ არ იცოდნენ.. . ვიმედოვნებ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ადრე თუ გვიან გამოიტანს სათანადო განაჩენს.
იარაღი და შეიარაღება. ეს ის საკითხებია, რომელიც პრეზიდენტს და მის ხელისუფლებას აინტერესებს. მაგრამ და ცხადია მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის დასაშინებლად. წუხელ კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა შუაგულ ევროპაში. დასაფიქრებელია? დიახ, იმიტომ, რომ დაკავშირებულია ამ ქვეყნის მონაწილეობასთან ავღანეთის ე. წ. "სამშვიდობო ძალებთან". საქართველოზე გაცილებით მცირე რაოდენობით მეომრები ყავს ამ ქვეყანას ავღანეთში ვიდრე ჩვენ. მე თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩვენ "”ელიტური სამსახური" გვყოლია და არაფერი გამოეპარებათ. "ბენზინი, გაზი და ტროტილი" არ ეშლებათ. ჩვენ "მზეჭაბუკა პრეზიდენტი" (არ მახსოვს ვინ შეარქვა ასეთი მოხდენილი სახელი) გვყავს.
ასეა ეს საქმე, "ჩემო მზეჭაბუკო პრეზიდენტო". სიმართლეს, რომელსაც ასეთი სიჯიუტით არ აღიარებ და ცდილობ ხალხში განხეთქილება და შიში სუფევდეს, ვერ დამალავ, უფრო სწორედ ვეღარ დამალავ. ა.შ.შ.-ის კონგრესის მცდელობას, მათ გადაწყვეტილებებს თუ განკარგულებებს ისეთივე ძალა აქვს საქართველოსვის როგორიც 2008 წლის აგვისტოში აღმოაჩნდა.

No hay comentarios:

Publicar un comentario