ჯაბა ისოსელიანი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 6 იანვარს გამთენიისას ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანიძის ბიჭებმა გაუხსნენ ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. პირველმა, ვინც ისროლა – ხაინდრავას ხალხმა თუ ჩვენებმა – „მხედრიონელებმა“, ვერ გეტყვით. ეს იყო შეცდომა, რადგან, როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები უსაფრთხოდ დასტოვებ ქვეყანასო, უნდა შეასრულო. მერე გოგაც და გიაც მიმტკიცებდნენ, ბატონო ჯაბა, ჯერ იმათ გვესროლეს ავტობუსებიდანო, მაგრამ ამხელა კაცი მაგას ვჭამ? რა ესროლეს? ერთი სული ჰქონდათ, ბუნკერიდან თავდაღწეულებს, საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინათ. არა, მაგარი მიქარვა მოუვიდათ, თან იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები ისხდნენ, პრეზიდენტს რომ დავანებოთ!
რაო, რაო? საიდან გაჩნდნენ ამდენი ვეტერანებიო?
თქვე უნამუსებო,რაც თქვენ რუსეთის მოწოდებული იარაღი დაარიგეთ და აბრძოლეთ ახალგაზრდობა კიდევ გიკვირთ ვეტერანობა რომ უნდათ და არიან კიდეც! სამამულო ომის ვეტერანებიდან რამოდენიმე თუ გაწუხებს, საბჭოთა წყობის ავღანეთის ვეტერანები რა, არ ითვლებიან? აფხაზეთი და ეხლა ოსეთი რა ეს ადამიანები ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანებას არ ემორჩილებოდნენ? საქმე ის არის, რომ ვეტერანთა დიდი უმრავლესობა ძმათაშორის სისხლის ღვრაში მონაწილეობდა და ეს არის, რომ ვერ აგიტანიატ!ავღანეთში დღესაც იღუპებიან ჩვენი ჯიშის ბიჭები და მათი ღირსეული დაკრძალვაც კი არ იცით, ისინი ხომ გმირები არიან, ყოველ შემთხვევაში ასე უწოდებენ მათ ყველა ნორმალურ ქვეყანაში.
ხაინდრავას ბიჭო! შენ ტალეირანს რომ ადარებ თავს ეს როგორ გავიგოთ? ხომ გაგიგია ცხრა მთავრობის ბოზიო? აი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, აი ესა ხარ შენ. წარსული ვითომ და არ გახსოვს, უფრო სწორედ არ გინდა, რომ გაიხსენო. ერთს გეკითხებიან, ერთ საკითხზე არის საუბარი და შენ დღევანდელობას და ამ ხელისუფლების საწინაარმდეგოდ იწყებ საუბარს, ეს რას ნისნავს? გმირად გინდა მოევლინო საქართველოს? წიგნს ვწერო, შენი და შევარდნაძის მოგონებები ძალზედ საინერესო იქნება საზოგადოებისთვის, ორთავეს ძალზედ დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენ თავზე და რაც მთავარია ორთავეს (და არა მხოლოდ თქვენ) უდიდესი წვლილი მიგიძღვით საქართველოს გაუბედურებაში. ჯერ იყო და რუსეთის "იმპერიალისტურ" ხასიათზე საუბრობ, ისტორიას გვასწავლი? “ექსპანსიონისტები არიანო”.. . შემდეგ პეტერბურგს ახსენებ, იქ მეგობრები მყავდაო..? ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლებმაც შემოიარეს რუსეთის ქალაქები, ბევრმა წლობით იცხოვრა იქ და სხვა. ეს საკითხი ძალზედ უსუსურია, რომ რუსეთისადმი სიბოროტე გაამართლო. ერთი რამ მინდა რომ მოგიყვე, ისევ რუსების საწინააღმდეგოდ, დასკვნა შენ თავად გააკეთე: სოფელში რომელიც ეკუთვნოდათ ჩემს წინაპრებს გდგას ეკლესია, ამ ეკლესიის მღვდლები XVI საუკუნიდან იყვნენ ჩემი საგვარეულოს ადამიანები. ერთხელაც, 1905 წელს, წერილი მიიღეს ქუთაისიდან: წირვა-ლოცვა რუსულად უნდა დაიწყოო..! ხომ ხვდები? პასუხის დასაწერად ერთი წამითაც არ დაფიქრებულა: რა რუსულიო, ვინ იცის აქ რუსულიო, მე ამ ბრძანებას ვერ შევასრულებო! იყო, განა არ იყო გარუსების მცდელობები? მაგრამ მთავარი ის არის, რომ შენისთანებმა (ბრძენებმა)კი არა, არამედ ჩვენმა უდიდესმა წინაპრებმა გადალახეს ყველა წინააღმდეგობა და შეგვინარჩუნეს ქვეყანა. წაიკითხე ისტორია, რამდენი და რა რაოდენობით უცხო ჯიშის ადამიამები ჩამოათესლეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, მაგრამ საქართველო ყოველთვის საქარველო იყო.
შეუძლებელია, რომ შენ ახსნა რას ნიშნავს "წმინდა წყლის ქართული წარმოშობა...". აღარ გავაგრძელებ, შენთან კამათს აზრი არა აქვს. ეს რაც ზოგადად შეეხება საქართველოს და ქართველობას.
ეხლა ის რაც პირადად შენ შეგეხება: თქვენ დაამხეთ კანონიერად არჩეული ხელისუფლება! ციხიდან მხოლოდ შენ და ჯაბა კი არ გამოუშვიხართ, არამედ ასეულობით მკვლელი და ბანდიტი. თქვენი ადგილი ციხესი იყო! შენ ვერავინ გათქმევინებს და არც არასოდეს იტყვი სიმართლეს. შენ ამბობ : მე აფხაზეთში მებრძოლი არ ვიყავიო და იარაღი არ მჭერიაო, სახელმწიფო მოღვაწე ვიყავიო. აბა არა გცხვენია? რა ჯანდაბას აკეთებდი, შე ცოდვით სავსევ? აი აქ, ნახავ შენ ნამდვილ სახეს. შენ რომ კაცმა გისმინოს მიხვდება, რომ კი არ ცრუობ, არამედ იტყუები და იტყუები საშინლად, აბა დაუკვირდი: ვინსც ხელისუფლება ჩამოაგდო ყველანი შენი მეგობრები იყვნენ და არიან, მეორე მხრივ მათვე აბრალებ სამხედრო საქმე არ იცოდნენო და მათი ბრალია ის რაც მოხდა აფხაზეთშიო. ამავე დროს ყველგან და ყველაფერში მონაწილეობ და თავი ანგელოზად მოგაქვს.თუ კი არ გინდოდა ცუდის კეთება ვინმემ გაიძულა?
შეეშვი "პოლიტიკოსობას" შენ საქმეს უფუჭებ იმ მცირერიცხოვან და ნამდვილად ერის მოყვარულ ადამიანებს ვინც ებრძვის ამ უბოროტეს ხელისუფალს. დადუმდი, წერე წიგნები, მოგონებები, დაურთე ფოტოები და დაგვანახე ის სიმართლე რომელსაც ადრე თუ გვიან გაიგებს მთელი საქართველო. ახსენი თუ რას ნიშნავს - “ წმინდა წყლის ქართული წარმოშობა...".
No hay comentarios:
Publicar un comentario