პოლიტიკური პარტიების ლიდერებს თუ არ დაუჯერებთ და ამ ველურ საქციელს უცხო ძაზელბს დავაბრალებთ ესე იგი დაღუპულები ვართ. როგორ უნდა დავიჯერო, რომ "იმ უცხოელმა " სწორედ ლეიბორისტული პარტია აირჩია? და მაიცდამაინც ღამით ¿? "გისსონი. დაცვისა და უსაფრთხოების ელიტალური სამსახურიო". თქვენს "ელიტალურ სამსახურს" იმდენის დადგენა არ შეუძლია ნავთი, გაზი თუ ტროტილია ის გაარკვიოს იმ წუთშივე? აი ელიტალური სამსახური და ელიტალური ხელისუფლება ამას ჰქვია.
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ნოე.'10 / 11:292
8 ნოემბერს თბილისში მომხდარი ორი აფეთქება, რომელსაც ერთი ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა, იყო გარე ძალების მცდელობა საქართველო არასტაბილურ ქვეყნად წარმოეჩინათ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ორშაბათს.
"ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან დაინტერესებული ძალები, რომელთაც საქართველოს არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩენა სურთ, ამ ძალებს სხვა აღარაფერი დარჩენიათ, გარდა მსგავსი ფიზიკური შეტევებისა. მათ იმედგასაცრუებლად მინდა ვთქვა, რომ ამის გაკეთების უფრო და უფრო ნაკლები შანსი აქვთ,"– განაცხადა დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას.
შსს–მ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისში მომხდარი ორივე აფეთქებისთვის – ერთი ლეიბორისტული პარტიის ოფისთან, ხოლო მეორე დაახლოებით საათნახევარში მუხიანის დასახლებაში განხორციელდა – გამოყენებული იყო ერთი და იმავე ტიპის ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი ნივთიერება, თუმცა შსს–ს განცხადებით, აფეთქების სხვა დეტალების გარკვევას გარკვეული დრო ესაჭიროება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ორივე აფეთქების გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ”გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქებას და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯამრთელობისათვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნას.”
ბატონო დავით! თქვენ რა ხალხს ატყუებთ? თქვენის აზრით საქართველოში "სტაბილური" ვითარებაა? საქართველო საზღვარს გარეთ ცხოვრობს, თითო ბღუჭა მიწა ყველას აქვს წაღებული. ასეთ აფეთქებას, ტერორისტული აქტი ჰქვია, არც მეტი და არც ნაკლები და სისხლის სამართლის კოდექსიც სათანადოდ უნდა შეფასდეს. ჯერ ამბობთ შემადგენლობა არ ვიცითო, შემდეგ ნავთს და გაზს ახსენებთ!? იმასაც დასძენთ, რომ აფეთქების სხვა დეტალების გარკვევას გარკვეული დრო ესაჭიროებაო.
მხოლოდ შეგახსენებთ: პირველი ტერორისტული აქტი, როგორც ასეთი, მოხდა 1920 წელს, იცით სად? ნიუიორკში! ეს წარსულია, მაგრამ ამას მოყვა ისევ ნიუიორკის ტრაგედია, მადრიდის ტრაგედია, ლონდონის ტრაგედია, ბომბეის ტრაგედია და დღეს სახელმწიფოებმა უკვე აღარ იციან როგორ შეაფერხონ ეს საშინელება. ამით გაცნობებ (მართალია ჩემზე უკეთ იცით)რომ ეს თანამედროვე ტერორისტული აქტები, თითქმის ყველა დაკავშირებულია რელიგიასთან და იმ ქვეყნებთან სადაც დღემდე არის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არათუ საქართველოს, არამედ საერთოდ არავითარი სამხედრო შენაერთები. აი ამ მიმართულებით და სიმართლით, თუნდაც ეჭვის სახით, უნდა ისაუბროთ. ბატონო დავით, თბილისი საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოს დედაქალაქია და გთხოვ ეს გაითვალისწინოთ. სამხრეთით და ჩრდილოეთით საზღვრები თქვენ გახსენით. ინებეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს საკითხი არ მიიჩქმალოს და სახალხოდ მოგვაწოდოთ გამოძიების ყველა წვრილმანი. (მესმის, რომ ნორმალურმა ხელისუფლებამ იცის როდის და რა გამოაქვეყნოს). გთხოვთ დაგვარწმუნოდ, რომ ეს “აფეთქება” არ ყოფილა ტერორისტული აქტი. ””ხვალ და ზეგ უეჭველად რუსეთს მიადგებით, ეს ხომ ცხადია.
"…მათ იმედგასაცრუებლად.." კი არა, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დასამშვიდებლად და სასიკეთოთ და იმისავის, რომ საქართველო არ ჩავრიოთ XXI საუკუნის გამოუცხადებელ ჯვაროსნულ ომში.
No hay comentarios:
Publicar un comentario