martes, 28 de diciembre de 2010

ხომ არ აჯობებდა მათ მიერ გაკაფული გზით გვეარა?



იშვიათად, რომ ცრემლი არ მომივიდეს და ისე არ დავიწყო წერა (მწერლობა არა.) ყოველთვის არა, აი ეხლა როდესაც ვხედავ თუ რა ხდება .. ოპოზიციაში. ვიხსენებ 2009 წლის პირველ ნახევარს და თქვენს გამოსვლებს, ზოგიერთი სახალხოდ აღიარებს თავის წარსულში დაშვებულ გადადგმულ არასწორ ნაბიჯს, რომლის არ გაზიარება და დაფასება არ შეიძლება, ზოგიერთი გულამაჩუყებელი და თავდადებული გვპირდება ერთობას და თითქოს ყველას ერთი მიზანი გაქვთ. ვინა ხართ სინამდვილეში? ცხადია ეს შეკითხვა ყველას არ ეხება, არ ეხება იმ ადამიანებს რომელნიც არ ეთამაშებიან ამ ბოროტებით სავსე ხელისუფლებას და ყოველდღიურად ამხელენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, ღალატის ტოლფას საქციელს, არ ეგებიან მათ მიერ მოწყობილ ხაფანგში. ნუთუ ვერ ამჩნევთ და ვერ ხედავთ ამ პიროვნებებს. მე მათ სახელებს ვერ ვიტყვი, კიდევ უარესი დაპირისპირება, რომ არ გამოიწვიოს, მაგრამ არსებობენ ეს ადამიანები და ...! თითქოს და სამშობლო გვიყვარს, თითქოს და ხალხის ნებით გინდათ გააკეთოთ ყველაფერი!?


ხალხი მართალია როდესაც დღეს უკვე დაბეჯითებით ამბობს, რომ : ყველანი სავარძეზე ფიქრობენო! ხალხიც გყავდათ, მიზეზიც იმდენი გქონდათ და დღეს კიდევ მეტი გაქვთ, რომ ამ ხელისუფლებას ებრძოლოთ მაგრამ....?


პირადად მე მიმაჩ ნია, რომ ეს ასე არ არის და შესძლებთ საერთო ენის გამოძებნას. დღეს ხალხს, საქართველოს სასწრაფოდ, დაუყონებლივ ესაჭიროება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების შეცვლა, მათ არ აინტერესებთ ხვალ ვინ იქნება პრეზიდენტი. ყველა ხედავს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობას გადაშენება ემუქრება, თუ ასე გაგრდძელდა მომავალი გაურკვეველია. ქვეყანას ერთი კაცი მართავს და მართავს მხოლოდ ისე როგორც მას ესიზმრება!!!!! ეს დაუშვებელია.


გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ შეეშვათ ეკლესიას, ანაფორების ამოფარებას. ჩვენი რელიგია, ჩვენი ეკლესია ჩვენი საამაყო წარსულია და მომავალშიც უეჭველად ასეთად დარჩება, მაგრამ დღეს მხოლოდ ლოცვა და ვედრება ვერ გადაგვარჩენს.

No hay comentarios:

Publicar un comentario