jueves, 30 de diciembre de 2010






საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება



30.12.10 10:30



2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და შემდგომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებიდან მოყოლებული, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს და მის მიერ ნაკისრ მრავალმხრივ და ორმხრივ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტს.



2010 წლის 26 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა 40 ერთეული ჯავშანტექნიკის შემადგენლობით ცხინვალიდან შევიდა ახალგორში. 27 დეკემბერს 8 ერთეული ჯავშანტექნიკა განლაგდა სოფელ ახმაჯთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს. მათ გააკეთეს ე.წ. „კვამლის ფარდა" და ჩაატარეს სამხედრო წვრთნა, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ახალგორში, სადაც ამჟამადაც არიან დისლოცირებულები.



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის მხარის აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აშკარა დარღვევას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული პროვოკაციები, იკისროს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ და უმოკლეს ვადებში განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია.


ყველაზე ცოტა სასაცილოა და ეს სიცილი ძალზედ მწარეა.

ისევ და ისევ ცრუობთ და ხალხს ატყუებთ, იხანგრძილივებთ ხელისუფლებას ძალით და იცით, რომ რუსეთს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, ვინაიდან ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ თავად დაიწყეთ და რომ რუსეთი არა მთელი სამხრეთ ოსეთის ანუ ისევ ჩვენებურად ქართლის ეს ტერიტორია მიწასთან იქნებოდა გასწორებული და განდევნილი იქაური ოსი მოსახლეობა. თქვენ უკვე გითხრეს, რომ ომი თქვენ დაიწყეთ. ხალხს უჩვენეთ რუსთავი 2-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური კადრები. სულ თავში რომ ერტყათ რუსებს უნდა მოგეთმინათ! აი ეს იქნებოდა მაგალითი მტელი მსოფლიოსთვის. არა, პრეზიდენტი შეიარაღდა, ამერიკა აგერ დაგვეხმარებაო და მიიღეთ ის რაზეც ეხლა წუწუნებთ.

რომელ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე საუბრობთ? 22 ლარს უხდით ომების ვეტერანებს, მოტაცებულ თქვენ მოქალაქეებზე სიტყვას არ იღებთ და მილიონებს ხარჯავთ ეშმაკი უწყის რაში? ომები რომელიც ისევ თქვენს მიერ იყო გამოწვეული.რა უნდა ქართველს ავღანეთში,თუსაყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებისემსახურებით?

ქვეყნიერება ხედავს თქვენს სიბოროტეს რომელიც თავს მოავლინეთ მთელს საქართველოს. თქვენი პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენეთ: “ჩვენ არ გვიცნობდნენო და ეხლა ყველა ქალაქის და სოფლის სახელებს იცნობს მთელი მსოფლიოო!” ვაი სირცხვილო, ვინც არ დაფიქრდება ამ სიტყვებზე! 2008 წლის 12 აგვისტო. დუბაი, ბარსელონა და ეხლა მალე სინგაპურს დავემსგავსებითო. აბა განსაჯეთ და დაფიქრდით ერთი წამით მაინც, მსგავს სისულელეს ვინმე ეტყვს თავის ხალხს? რა გვჭირს სხვისი დასამსგავსებელი?

საქართველო უეჭველად გაერთიანდება, უეჭველად, მხოლოდ მაშინ როდესაც ნაციონალიზმი გაქრება და თქვენი ჭაჭანება აღარ იქნება.

მართლაც, რომ შუა საუკუნეების მსგავსი სამეფო შექმენითთბილისი-ქუთაისი-ბათუმი, ისეირნეთ!!!!

თქვენ კიდევ, ოპოზიციად რომ ითვლებით, გაერთიანდდით, დაუთმეთ "კესრისა კეისარს" და დაამარცხებთ ამ ხელისუფლებას. შეეშვით ერთმანეთის ცოდვებზე და შეცდომებზე ლაპარაკს, უცოდველი და შეუცდომელი ჯერ არ გაჩენილა, ამით თქვენ ამ ხელისუფლებას ეხმარებით.









ბანკში გახსნილი ანგარიში....???




შემზარავია და სამარცხვინო საქართველოს ხელისუფლების ასეთი აგდებული დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. გაიტაცეს ესპანეთის გემი, ბასკური დროშით. ატყდა ამბავი, ოჭახის წევრები, პრესა და რაც მთავარია და როგორც ყოველთვის პარლამენტის მეორე ძალამ - "აბა რას აკეთებს ხელისუფლებაო?" მეორე დღესვე თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საზღვაო ფლოტი მზად არის დაკავებულების გასანთავისუფლებლად გასამგზავრებლადო. დაუყონებლივ შეიქმნა სამთავრობო საგანგებო კომისია, რომელსაც პირველი ვიცეპრეზიდენტი ხელმძღვანელობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ამ ცნობის მიღების თანავე ჩართულია საქმეში. უპირველესად რასაც აკეთებს მთავრობა ამყარებს პირდაპირ კავშირს გატაცებულთა ოჯახებთან და ეს კავშირი ყოველდღიურია. ჟურნალისტები თავისას არ იშლიან, ეს მათი საქმეც არის, მაგრამ სახელმწიფო კომისია თხოვნით მიმართავს ყველას რათა თავი შეიკაონ ამ საქმესთან დაკავშირებულ ყოველგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან. 47 დრის მანზილზე ვერაფერს გაიგებ , არაფერი ისმის, შეუძლებელია, რომ რომელიმე ოჯახის წევრს დაუკავშირდე და რაიმე ათქმევინო. მხოლოდ ვიცეპრეზიდენტი, ყოველ პარასკებს ახსენებს მოსახლეობას, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეძებენ გზებს გატაცებულთა დასახსნელად. მოულოდნელად მოდის ინფორმაცია, რომ გემი და მეთევზეები განთავისუფლებულები არიან. ინფორმაცია დასტურდება მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს ოფიციალურ, საგანგებო განცხადებას: ჩვენი მეზრვაურები თავისუფლები არიანო. ამის შემდეგ იწყება ჭორები-მთავრობამ 3 000 000 გადაიხადაო? ხელისუფლება ამის შესახებ არავითარ განმარტებას არ იძ ლევა : "გაკე თებულია მთავარი, დავიხსენით ჩვენი მოქალაქეები!" რაღა შორს წავიდეთ, ვის უნდა შევედაროთ - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემდეგ. განა ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ? ეხლა კიდევ უფრო სამარცხვინო განცხადებებს არ აკეთებენ - ხელშეკრულებას დავდებთ, რომ იარაღს არ გამოვიყენებთ მათ მიმართო?

მე მინდა გითხრათ სამძიმარი

ახალ წელს ვალებით არ უნდა შეხვდე, სახლში სიხარულით უნდა შეეგებო ახალ წელს, სუფრაზე აუცილებლად უნდა გედოს შემწვარ-მოხრაკული, ამას გვირჩევენ ასტროლოგები. რჩევა ერთია, მაგრამ ქართული ყოფიერება სულ სხვა.. სახელმწიფოს საგარეო ვალები, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა და უიმედო მომავალი, რომელიც სიხარულის გრძნობას საერთოდ უკლავს ადამიანს. ეს მხოლოდ ასტროლოგების პროგნოზია უკეთესი მომავლის დასაბედებლად, ხოლო ჩვენი ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომელიც ბავშვობა წართმეულ იმ ბავშვებს დაემსგავსნენ, ახლა რომ იხდენენ ბავშვობის ოცნებებს. დემოკრატიული ყაჩაღობით შევსებულ ბიუჯეტს გართობა-სანახაობებში ხარჯავენ და არც კი ფიქრობენ იმაზე რამდენი ადამიანი უსახლკაროდ, მშიერი, ქუჩაში შეხვდება ახალ წელს.

ძველი რომაული პოლიტიკა "პური და სანახაობა" დღეს განსაკუთრებულად ამართლებს ჩვენს ქვეყანაში და ხელისუფლებაც კარგად იყენებს უფლებების გასაძლიერებლად და მართველობის გასახანგრძლივებლად. ქართველი ერი სიბრმავესთან ერთად დაყრუვდა კიდეც და საბოლოოდ შეეგუა სულში ჩაფურთხებას. გაგანია ეკონომიკური კრიზისის დროს როცა ევროპა თავად უფრთხილდება თვითეულ კაპიკს ბათუმში ახალი წლის სიმღერ-სიმღერით შესახვედრად ანდრია ბოჩელი ჩამოგვყავს.

იტალიური საოპერო ხელოვნება და ცნობილი ტენორების საქართველოში ვიზიტი ნამდვილად გასახარი იქნებოდა ჩვენს ქვეყანას მართლაც რომ ეტყობოდეს ეკონომიკური აღმავლობის და წინსვლის კვალი. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა უკვე მონური შრომის ფასად, მათხოვრულ ხელფასზე თანხმდება უცხოელ შემკვეთს რათა ოჯახი შიმშილით სიკვდილისაგან დაიხსნას. ასე დაემართად სწორედ ქართველ მეზღვაურებს, რომელიც ბრძნული დროშის ქვეშ მცურავ გემზე მოხვდნენ მეზღვაურებად.

სომალელი მეკობრეები მთელი მსოფლიოსათვის დიდ თავსატეხად გადაიქცა და ვერც ქართველები გავექეცით ამ თავსატეხს. ქვეყნის ეკონომიკურმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო უამრავ ქართველს, რომ ნებაყოფლობით გადაქცეულიყვნენ მონებად. სულ რამოდენიმე თვის წინ მთელი საქართველოსათვის ცნობილი გახდა, რომ 7 ქართველი მეზღვაური, რომლებიც ბერძნულ გემზე მუშაობდნენ სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ. სომალელი მეკობრეები ტყვე მეზღვაურების განთავისუფლებაში 2 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. ყველამ ნახა სატელევიზიო კადრები, სადაც დატყვევებულები ითხოვდენენ შველას რადგან გემზე უკვე სურსათის და წყლის მარაგი ეწურებოდათ. მაგრამ ამაოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთი სიტყვაც არ დასდენიათ რას აპირებდნენ ამ ადამიანების ტყვეობიდან განთავისუფლებაზე. ამის შემდეგ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა ამოიღეს ხმა, შველა სთხოვეს საქართველოს პრეზიდენტს და მათ მხოლოდ სატელევიზიო რეკლამა "დავეხმაროთ დატყვევებულ მეზღვაურებს" და ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერი მიიღეს ნუგეშად. ჩვენმა ხელისუფლებამ ამგვარი განცხადებით გაჭირვებული ხალხი სინდისზე შეაგდო.

ახალ წელს, ბათუმში ცნობილი იტალიელი ტენორი სანდრია ბოჩელის გრანდიოზული კონცერტის გასამართად უამრავი თანხები დაიხარჯება ბიუჯეტიდან. არა და იგივე მეზღვაურები რომლებიც სომალელთა ტყვეობაში იმყოფებიან აჭარლები და გურულები არიან. ხელისუფლება დიდიხანია მიეჩვია თავხედობას ერის წინაშე, მისი დარაბებიდან უკვე დიდიხანია ილუზიებით და ოცნებებით ნაშენები საქართველო მოსჩანს.არ ადარდებს მისი ქვეყნის მოქალაქეები როგორ იქექებიან ნაგვის ყუთებში რათა დღიური შიმშილის მოთხოვნა დაიკმაყოფილოს. არც ბატონ პრეზიდენტს და არც საგარეო საქმეთა მინისტრს არ აღელვებს სხვის შვილს თუ მამას შიმშილით ამოხდებათ სული ტყვეობაში თუ სომალელი მეკობრეები ჩამოახრჩობენ.

მაგრამ, სამაგიეროდ დელეგაციას დელეგაციაზე აგზავნიან და ღელავენ, ინდონეზიაში ნარკოტრანზიტის გამო დაკავებულ ორი ქალბატონის გამო. ქართველებს ერთი კარგი ანდაზა გვაქვს "ქურდს ქუდი ეწვისო" და ჩვენი ხელისუფლების აქტიურობაც ამ საქმესთან დაკავშირებით სწორედაც რომ ამას გვაფიქრებინებს. სხვისი გაუბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების აგებას ხალხი თუ გაპატიებს ღმერთი არ პატიობს არავის. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ეჭვს ყოველთვის გამოიწვევს ის ფაქტი, რომ 3 მილიონის ღირებულების ნარკოტიკული საშვალება საიდან მოხვდა დაკავებული ქალბატონების ხელში. სხვისი პრობლემებით და გაჭირვებით დღემდე არ დაინტერესებულა ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი დაკომპლექტებული ხელისუფლება, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს უთენებია ღამეები იმის გარკვევაში საზღვარგარეთ ციხეებში რამდენი ქართველია სამუდამო პატიმრობა მისჯილი და ახლა ვწუხვართ ორ ქალბატონზე რომ როგორმე ჩამოხრჩობას გადავარჩინოთ.

ჩვენი ერის უბედურება ის არის, რომ როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობდა "ღონიერი ერიც ვართ, ლამაზები, ნიჭიერებიც, მაგრამ დავკარგეთ გულისტკივილის გრძნობა". დღეს აღარავის აღარ ტკივა და აწუხებს სხვისი გასაჭირი და უბედურება. ოღონდ მე არა და სხვას რაც უნდა ის დაემართოს, დღეს ასე ფიქრობს უკვე ხალხის დიდი ნაწილი, მაგრამ ავიწყდებათ რომ საკუთარი მოგზაურობებისა და კეთილდღეობის დასაკმაყოფილებლად არავის დაზოგავს ნაციონალური ხელისუფელბა და ხვალ თავად აღმოჩნდება იმ სხვის ადგილას.

ეკა სარალიძე