საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
30.12.10 10:30
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და შემდგომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებიდან მოყოლებული, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს და მის მიერ ნაკისრ მრავალმხრივ და ორმხრივ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტს.
2010 წლის 26 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა 40 ერთეული ჯავშანტექნიკის შემადგენლობით ცხინვალიდან შევიდა ახალგორში. 27 დეკემბერს 8 ერთეული ჯავშანტექნიკა განლაგდა სოფელ ახმაჯთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს. მათ გააკეთეს ე.წ. „კვამლის ფარდა" და ჩაატარეს სამხედრო წვრთნა, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ახალგორში, სადაც ამჟამადაც არიან დისლოცირებულები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის მხარის აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აშკარა დარღვევას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული პროვოკაციები, იკისროს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ და უმოკლეს ვადებში განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია.
ყველაზე ცოტა სასაცილოა და ეს სიცილი ძალზედ მწარეა.
ისევ და ისევ ცრუობთ და ხალხს ატყუებთ, იხანგრძილივებთ ხელისუფლებას ძალით და იცით, რომ რუსეთს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, ვინაიდან ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ თავად დაიწყეთ და რომ რუსეთი არა მთელი სამხრეთ ოსეთის ანუ ისევ ჩვენებურად ქართლის ეს ტერიტორია მიწასთან იქნებოდა გასწორებული და განდევნილი იქაური ოსი მოსახლეობა. თქვენ უკვე გითხრეს, რომ ომი თქვენ დაიწყეთ. ხალხს უჩვენეთ რუსთავი 2-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური კადრები. სულ თავში რომ ერტყათ რუსებს უნდა მოგეთმინათ! აი ეს იქნებოდა მაგალითი მტელი მსოფლიოსთვის. არა, პრეზიდენტი შეიარაღდა, ამერიკა აგერ დაგვეხმარებაო და მიიღეთ ის რაზეც ეხლა წუწუნებთ.
რომელ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე საუბრობთ? 22 ლარს უხდით ომების ვეტერანებს, მოტაცებულ თქვენ მოქალაქეებზე სიტყვას არ იღებთ და მილიონებს ხარჯავთ ეშმაკი უწყის რაში? ომები რომელიც ისევ თქვენს მიერ იყო გამოწვეული.რა უნდა ქართველს ავღანეთში,თუ “საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპების” ემსახურებით?
ქვეყნიერება ხედავს თქვენს სიბოროტეს რომელიც თავს მოავლინეთ მთელს საქართველოს. თქვენი პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენეთ: “ჩვენ არ გვიცნობდნენო და ეხლა ყველა ქალაქის და სოფლის სახელებს იცნობს მთელი მსოფლიოო!” ვაი სირცხვილო, ვინც არ დაფიქრდება ამ სიტყვებზე! 2008 წლის 12 აგვისტო. დუბაი, ბარსელონა და ეხლა მალე სინგაპურს დავემსგავსებითო. აბა განსაჯეთ და დაფიქრდით ერთი წამით მაინც, მსგავს სისულელეს ვინმე ეტყვს თავის ხალხს? რა გვჭირს სხვისი დასამსგავსებელი?
საქართველო უეჭველად გაერთიანდება, უეჭველად, მხოლოდ მაშინ როდესაც ნაციონალიზმი გაქრება და თქვენი ჭაჭანება აღარ იქნება.
მართლაც, რომ შუა საუკუნეების მსგავსი სამეფო შექმენით – თბილისი-ქუთაისი-ბათუმი, ისეირნეთ!!!!
თქვენ კიდევ, ოპოზიციად რომ ითვლებით, გაერთიანდდით, დაუთმეთ "კესრისა კეისარს" და დაამარცხებთ ამ ხელისუფლებას. შეეშვით ერთმანეთის ცოდვებზე და შეცდომებზე ლაპარაკს, უცოდველი და შეუცდომელი ჯერ არ გაჩენილა, ამით თქვენ ამ ხელისუფლებას ეხმარებით.