sábado, 30 de octubre de 2010

...... გარდაიცვალა ბატონი კარლო საკანდელიძე

მიწაში თესლის ჩაგდება არ ნიშნავს, რომ ის გაღვივდება და ნაყოფს მოქცემს. იმ თესლს უნდა ჩააყოლო ფიქრი, სიყვარული და სხვა კეთილი სურვილები. მანამდე მიწას უნდა მოეფერო, დაბარო, მოაცილო ძირფესვიანად უვარგისი, უნაყოფო ბალახი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი აზრი მომივიდა თავში როდესაც კარლო საკანდელიძის გარდაცვალება გავიგე. ალბათ იმიტომ, რომ ბატონი კარლო ჩვენი მიწის, ჩვენი ერის ნაყოფი იყო. ასეთმა ადამიანებმა თაობიდან თაობაში გადმოქვცა ჩვენი წარსული და პირადად ჩემთვის მომავალიც დაგვიტოვა. ეს პიროვნებები მსახიობები კი არ არიან და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწენი–არამედ ჩვენი წარსულის და მომავლის მასწავლებლები. ბუნებით, თავისთავად დაიბადნენ და იცხოვრეს ერის და ბერის სახსენებლად. ისინი თავად იყვნენ ისეთი ადამიანები რომელთაც ანსახიერებდნენ, რა მნიშვნელობა აქვს დადებითს თუ უარყოფითს ან ეროვნებას.
ბატონო კარლო, სამწუხაროა, რომ წახვედით, წაბრძანდით. ის ნამდვილად იცით, რომ ყველანი ერთად ვიყავით და ვიქნებით. მაგრამ თქვენი და კიდევ მრავალის ცხოვრება ჩემთვის მომავლის თესლია და უეჭველად ნაყოფიერი. შეიძლება მავანმა ბრძანოს: ეს ჩვენი კულტურის დიდი დანაკარგიაო, არ იქნება სიმართლე - თქვენისთანა ადამიანები არ იკარგებიან.

No hay comentarios:

Publicar un comentario