. . . ! ისეთი სიტყვები მომწერეთ, რომ გაოცებული ვარ. არ ვიმსახურებ, მაგრამ ძალიან მესიამოვნა. დიდი მადლობა. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ თქვენი პირველივე და გულახდილი სიტყვები მკარნახობს, რომ სულიერად თავისუფალი და პირდაპირი პიროვნება ბრძანდებით. ლექსს გიგზავნით, ესპანურენოვანი პოეტის დაწერილია და ძალიან მომწონს, კედელზე მაქვს გაკრული, უსაზღვროდ შინაარსიანი სიტყვებია. შევეცადე მეთარგმნა და აი ასეთი დარჩა: (პოეტი ალბათ უკეთ თარგმნიდა, მე ჩემთვის ამითაც ვკმაყოფილდები)
აკრძალულია
აკრძალულია ტირილი თუ არ ისწავლე,
ადგომა დილით და არ იცოდე რა გააკეთო,
გქონდეს შიში შენი მოგონებების..
აკრძალულია არ გაუღიმო სირთულეებს,
და არ იბრძოლო მისთვის რაც გინდა,
მიატოვო ყველაფერი შიშის გამო,
არ გადააქციო შენი ოცნებები სინამდვილედ..
აკრძალულია არ შეეცადო გაუგო სხვებს,
იფიქრო, რომ მათი ცხოვრება ნაკლების ღირსია ვიდრე შენი,
არ იცოდე, რომ ყველას აქვს თავისი გზა და სიტყვა.
აკრძალულია არ შექმნა შენი ისტორია,
არ გქონდეს დრო მათთვის ვინც შენ გჭირდება,
არ იცოდე, რომ ცხოვრება რასაც გაძლევს გართმევს კიდეც..
აკრძალულია არ ეძებო შენი ბედნიერება,
არ იცხოვრო დადებითი მოქმედებებით
არ იფიქრო, რომ შეიძლება ვიყოთ უკეთესები,
არ იგრძნო, რომ შენს გარეშე ქვეყანა არ იქნება ისეთი როგორიც არის.
მე მგონი თქვენში უკვე დიდი ხანია არსებობს ეს აიკრძალვები..
ეს წერილი უკვე რამოდენიმე დღეა რომ დავწერე და ვერა და ვერ გამოგიგზავნეთ. ამიტომ ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი. ღრუბლებზე ვარ დამოკიდებული-როგორც კი მზე დაიმალება მეც ვქრები, გამოიხედავს და მეც გონს მოვდივარ. რას იზამ, მიზეზი ბევრია.
სამწუხარო, მხოლოდ სამწუხარო ამბები შემიძლია, რომ მოგწეროდ. საქართველოს ხელისუფლება, მოძალადე და თავზეხელაღებული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დასუსტდეს, აბა ვის ეშინია მისი ჯარის და ტანკების? ოსეთში ერთი მეტროთი დაიხიეს და ის უხარიათ. თქვენ ან ვისმეს სჯერავს, რომ რუსეთმა რაიმე დათმოს? მეორე მხრივ, შუაგულ საქართველოში, ოჩამჩირეში რა სახის სამხერო შეიარაღებაც გნებავთ ის შემოყავთ. წყალქვეშა ნავების ჩათვლით. ის, უფლებაც რომ მისცა ჩრდილოეთ კავკასიელებს, უვიზოთ მიმისვლისა განა გამაღიზიანებელი და დასაფიქრებელი არ არის? რა მიზნით, რისთვის? პასუხი ყველა შეკითხვაზე მხოლოდ ერთია - მტრობის გაღვივება! მეტი, სხვა პასუხი არ არსებობს. . . . , შეიძლება დამიჯეროთ? იშვიათად ყოფილა, რომ ჩემი წინასწარმეტყველება არ გამართლებულიყოს და არა მხოლოდ (ამ )პიროვნების მიმართ არამედ ოპოზიციის ნაწილის მიმართაც. ალბათ იკითხავთ, ამ ნაწილში ვის გულისხმობო? გეტყვით, ვინაიდან დარწმუნებული ვარ ამაში - ვინც ამა თუ იმ მიზეზით მონაწილეობა მიიღო ბოლო არჩევნებში და ამით ზურგი გაუმაგრა და ღონე მომატა ამ ხელისუფლებას. მათ ჯერ კიდევ აქვთ საშუალება სამშობლოს სახელით ილაპარაკონ, მხოლოდ უნდა გაერთიანდნენ იმ ძალებთან რომელთაც მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ერთგულები არიან თავიანთი სიტყვებისადმი. (გაიხსენეთ 2009 წლის პირველი ნახევარი.) ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს და ძალიან მეშინია, არ განმეორდეს 91 წელი; აფხაზეთის ტრაგედია; ოსეთის ტრაგედია. ან იქნებ, ჯერ კიდევ ჩვენთვის სრულიად უცნობი და შემზარავი რამ. (ის) სრულიად აშკარად უპირისპირდება ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს წარსულს, საერთოდ გაგვრიყა. უფრო მეტიც, დღითიდღე უარესდება წარმოდგენა ჩვენს ერზე. ის მანც დამიჯერეთ, რომ ამ დამოკიდებულებას (პიროვნებისადმი-ქართველისადმი) თავიანთ თავზე განიცდიან ასიათასობით სამშობლოდან იძულებით გადასახლებული, გაპარული თუ გნებავთ თავიანთი კეთილი ნებით წასული ადამიანები. გაიხსენეთ:" აი ეხლა გაგვიცნო მსოფლიომო …..!" ¡2008 წლის აგვისტოში (9 თუ 10 გვისტო იყო) განაცხადა, ისიც მიაყოლა:" ჩვენ ისეთი ზარალი და დამარცხება მივაყენეთ რუსებსო . . .???" ნუთუ მართლა დავამარცხეთ ვინმე? ნუთუ მართლაც მოვიპოვეთ რაიმე გამარჯვება? ნუთუ მხოლოდ მე ვერ ვხედავ და არ მესმის ამდენი? ნახეთ რა გზები დააგოო! ასე უთქვამს (მის) მომხრეს. რაც უფრო მცირე მიწები გვექნება მით უკეთესი გზები გვექნება ალბათ. ხელისუფლებამ აბა სხვა რა უნდა აკეთოს თუ არადა ხალხს და თავის ქვეყანას ემსახუროს? ქართულ ეიფელის კოშკზე, პარლამენტის მშენებლობაზე და გინესის წიგნში შესვლაზე უნდა ფიქრობდეს დღეს საქათველოს ხელისუფლება? იმ უსახლკაროდ დარჩენილებს, იმ გაუბედურებულებს ქუჩა-ქუჩა, რომ დააწანწალებენ იმათ ვინ უნდა უშველოს და შეიფაროს? მე მინდა გითხრათ, რომ იმ ქართული ანბანის კოშკის მშენებლობა არ არის კარგი საქციელი და ბევრ ჩვენთვის ნაცნობს თუ უცნობს შეიძლება ჩვენდაუნებურად ვაწყენინოთ! ძალიან გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ ამ საკითხზე, იქნებ ვცდები? სხვა რა გითხრათ? კიდევ ერთი და რაც მავარია:
" .. ნუ ნაღვლობ ჩემო ქვეყანავ .."
No hay comentarios:
Publicar un comentario