viernes, 29 de octubre de 2010

...დიდყურიანის შვილებო..

ეი, თქვენ ..........!

იქამდის დაეცით, რომ ბოროტებამ დაგაბრმავად და ვეღარ აზროვნებთ. აბა რა საკითხია: საქართველო-გრუზია-გეორგია? დაბრმავდით? დაყრუვდით? არ გინდათ გაიგოთ, რომ უკვე ამოგიცნოთ ყველამ, მანაც კი დაყარა ფარ-ხმალი ვისაც ძალიან ენდობოდით და ჯერ კიდევ ენდობით. დაგრჩად გვერდზე ევროკავშირი და ნატო? ეხლა რას შეგვპირდებით? ხავსმოკიდებულები ხართ! რა საკამათო, რა დროული ან სასწრაფო და გადაუდებელი საკითხია როგორ გამოთქვამენ უცხო ენებზე ჩვენი ქვეყნის დასახელებას? რატომ ამახვილებთ ასე გამწარებით ყურადღებას საქართველოზე და ჩვენს დამწერლობაზე? მაიცდამაინც დამწერლობა უნდა გქონდეს და გორგია (ცხადია ინგლისური ჟღერადობით) უნდა გერქვას? ვისაც დამწერლობა არა აქვს-"გენეტიკური კოდი" არ გააჩნია? ვინც ეიფელის კოშკი ააშენა მას კოდი არ ჰქონია, არც გაუდის და არც დალის! თქვენი უბედურება სწორედ ის გახლავთ, რომ არც კოდი გაგაჩნიათ, არც სამშობლო და მამული არ იცით რა არის, რას ნიშნავს. ეს ყველაფერი უნდა იგრძნო და თქვენ ამას ვერასოდეს ვერ შეიგრძნობთ. ვერ შეიგრძნობთ ვინაიდან თქვენ ადამიანის მოძულეები ხართ, დიახ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დამამძიმებელი გარემოება კი ის გახლავთ, რომ ვერ იტანთ საკუთარ ხალხს - ქართველს, ოსს, აფხაზს, რუსს თუ ქურთს. პატივს არ ცემთ ჩვენი ქვეყნის წარსულს და ამდენად თანამედროვეობისათვის თქვენი არსებობა ავ სიმსივნეს ნიშნავს და დროულად თუ არ ამოიკვეთეთ შესაძლოა მიმდევრები გაგიჩნდნენ და დიდი ზიანი მიაყენოთ საქართველოს და არა მხოლოდ. თქვენ არ იცით, რომ რამდენი ენაც არსებობს იმდენივე ეროვნება ცხოვრობს დედამიწაზე და ყველას თავისი ღმერთი ჰყავს. რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ეს სინამდილე. ააშენეთ ჩვენი დედაენის ეიფელი, ააშენეთ პარლამენტი! დაუტოვეთ მომავალ თაობებს ვალები, გააბით უღელში საკუთარი ხალხი ….

მხოლოდ იმის დამატება მინდა, რომ თქვენს ირგვლივ მიმოიხედეt, თქვენს საგვარეულო-სანათესაოში და თუკი იქ აღმოგაჩნდათ ვინმე კომუნისტური პარტიის წევრები ჩათვალეთ, რომ სწორედ ისინი იყვნენ ის არამზადა კომუნისტები ვინც ყველაფერს ყიდდა და არაფერი საერთო ჰქონიათ რიგით კომუნისტებთან. აი სწორედ მათი, იმ გაიძვერა კომუნისტების მემკვიდრეები ბრძანდებით და ტყუილად ცდილობთ ერთ ქვაბში მოათავსოთ ყველანი. ლუსტრაცია კი არა არაფერი არ გიშველით, საქართველოს ისტორიაში თქვენ და იმ არამზადებს, ვინც 91 წელს იარაღი აიღო ხელში რის შედეგiცა დღევანდელი საქართველო, ადგილი არა გაქვთ. XXI საუკუნის ბელადებო, ვის ახსენებთ და რა ნამუსით? ვის ასამართლებთ - ვინც დაიღუპა? ვინც თავი შეწირა სამშობლოს? დიახ, მათ უდიდეს უმრავლესობას ასეთი რწმენა ჰქონდა, ისინი ჩვენი წინაპრები იყვნენ და თავიანთ ოჯახებს და სამშობლოს ემსახურებოდნენ. თქვენი უბედურება სწორედ ის გახლავთ, რომ აღარ იცით საით, ვის და რას მიედ-მოედოთ. წინ გაიხედეთ, წინ! მიუხედავად ამდენი სიბოროტისა მებრალებით, საცოდავად გამოიყურებით. ამას თქვენი შვილები და შვილიშვილებიც კი იტყვიან. ლუსტრაცია, არა? ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კომუნისტების დასაცავად რაიმეს დავწერდი, მაtი ხსენებაც კი ცოდვა მეგონა. ის, რომ კომუნისტური დიქტატურა არსებობდა და ეს იყო უსაშინელესი სენი ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ნუთუ ეს საკითხი არ ჩაბარდა ისტორიას და დღეს მასზე საუბარი და პიროვნებების ხსენება გვესაჭირობა? თქვენ გესაჭიროებათ, ვინაიდან მათზე უარესები ხართ. შეხედეთ რა დღეშია საქართველო? სადამდე მიიყვანეთ: აფხაზეთი, ოსეთი, გადაჭედილი ციხეები, პოლიტიკური პატიმრები, დასმენები, დარბევები. ვის ლუსტრაციაზე საუბრობთ თქვენ, ბოროტებით გაჟღენთილებო? ის რუსეთი იყო და იქნება ჩვენი მეზობელიც და მეგობარიც. ეჭვი არ შეგეპაროთ, ვაი პატრიოტებო!

No hay comentarios:

Publicar un comentario