სიმართლე არასოდეს არ უნდა დაიკარგოს. სიმართლეს და სინამდვილეს თავისი ფერიც კი აქვს და მისი გამოხატვა თუ გადმოცემაც რბილ ფონზე უნდა მოხდეს. ძალზედ ძნელია კაცს სიმართლე ათქმევინო. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ხშირ შემთხვევაSი გამართლებულიც. თქვენ აზრი მთხოვეთ (ვინც ჩემი მისამართი მოგცათ მისგან ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ მე, ჩემს სიცოცხლეში არცერთი პარტიი წევრი არ ვყოფილვარ და არც არასოდეს მჭერია ხელში იარაღი, და ამდენად მოგახსენებთ მხოლოდ იმას რა განმიცდია, რაც ჩემი თვალი მინახავს და მომისმენია) ძალიან მოკლედ: მე ყოველთვის მწამდა და დღესაც მჯერავს, რომ საქართველო გაერთიანდება. როდის? აი ეს არის საკითხავი. მე მხოლოდ 4 ოქტომბრის გადაცემა ვნახე და მივხვდი როგორი იყო წინა გადაცემა და ვხვდები როგორი იქნება შემდეგიც. პირველად და უკანასკნელად მოვისმინე "-------- თუმცა მისი არსებობა ჩემთვის ცნობილი იყო.
ყველაზე მთავარი და სრული ჭერმარიტება გახლავთ იმ, ესპანეთში მაცხოვრებელი ქალბატონის გულისტკივილი და აღშფოთება. გაწმუნებთ, რომ ერთ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, რომელთაც უკვე შვილები და შვილისშვილები ყავთ, დღემდე განიცდის და იტანჯება უცხოეთის ქვეყნებში, იმ დღეების მომგონებები. ფსოუს წყლის თემა, თავად ფაქტი, არის შემზარავი, წარმოუდგენლად შეურაცმყოფელი აფხაზებისათვის და სამარცხვინო ჩვენთვის. ამ ფაქტს ისიც უნდა დაუმატო, რომ იმ თავხედმა, თქვენ (როგორც ჟურნალისტს ვალდებული ბრძანდებით ასე მიმართოთ, ამდენი მესმის) და თქვენი სტუმრები ბატონობით, რომ მიმართავთ, არა მხოლოდ ფსოუს წყალი დალია არამედ საქართველოს მოსახლეობას შემოუთვალა-ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით:” ….. დავიპყარითო, ქვეყანა გავაერთიანეთო, და ჩვენ ძალიან მაგრები ვართო..!!! “სწორედ ეს კადრები ნახა მთელმა საქართველომ და ამდენად სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ფსოუს შესახებ. მანდ, თქვენმა ერთ ერთმა სტუმარმა განაცხადა: არც ისეთი საშინელება მომხდარაო, მაშინ, იქ (ფსოუზე) ერთი გასროლაც კი არ გაგვიგიაო? ის კი არ უთქვას, რომ მხოლოდ ტყვიით არ შეიძლება ადამიანის მოკვლა. ამ შემთხვევაში კი საუბარია მთელ აფხაზ ხალხზე, ჩვენს სისხლსა და ხორცზე. აი ეს გახლავთ მთავარი. ამ პიროვნებამ ისიც ბრძანა - მე ჩავედიო და ჩემი აფხაზი და ქართველი მეგობრები შევკრიბეო და ვიმუსაუფეთო. მე ამ პიროვნებას არ ვიცნობ და ცხადია არც მისი პიროვნების შეხებას ვაპირებ. სრული ჭეშმარიტება ბრძანა, მაშინ საქარველოში არც ჯარი არსებობდა, არც ხელისუფლება და ჩვენი და საქართველოს იღბალიც ბანდიტების და მოძალადეების ხელში იყო. მე ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ ამ სიტყვების ხმარებისათვის, ვინაიდან ისინი მიმართულია 4-5 პიროვნებისადმი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ასეთები ვართ ქართველები, ვიკრიბებით და ვწყვეტთ და თითქოს ვაგვარებთ საქვეყნო საქმეებს.
გაგრის, სოხუმის და სხვა სამხედრო ოპერაციების თაობაზე ისევე როგორც აფხაზეთის ომი ზოგადად, აქ გასარკვევი არაფერი არ არის. საუბარია სულ 4-5 ადამიანზე. ეს ადამიანები გახლავთ სამშობლოს მორალატეები!!!!!!! ერთი გარდაიცვალა და როგორც ამბობენ - კმვდარზე ან კარგი ან არაფერიო და ვინც ცოცხალია მათ ბატონებს ვეძახით, აი ეს კი, არ არის სწორი. მე საერთოდ არ მიყვარს გვარების გამომზიურება, მაგრამ ყველამ ყველაფერი და ძალიან კარგად იცის. აფხაზეთის ყიდვა-გაყიდვის (ფულზე საუბარს ვგულისხმობ) თემაც უსუსურად მეჩვენება. ეს იყო თავზეხელაღებული ბანდიტების და ნარკომანების ხროვა. მათმა სისასტიკემ და მხეცობამ გადარია არა მხოლოდ აფხაზები არამედ მთელი საქართველო. იარაღი? რა შეიარაღება ჰყონდათ? რა და თბილისში რომ დაიწყეს ომი, კავშირგაბმულობის სახლთან ყოველდღიურად მოდიოდნენ რუსების სამხედრო სატვირთო ავტომობილები, გადატენილი ათასგვარი იარაღით და იქ იცლებოდა ეს იარაღი. რუსეთი აკეთებდა და ყოველთვის გააკეთებს იმას რაც მას სურს - თუკი ერთმანეთს ვხოცავთ და ჩვენ თავად ვთხოვთ, ხომ მითუმეტეს.
მტრობა, ამბოხი და სახელმწიფო გადატრიალება თბილისში დაიწყეს ამ მოღალატეებმა და მოძალადეებმა. შემდეგ დასავლეთს მიადგნენ, გათამამდნენ. რა დამავიწყებს, სოხუმი, თეატრის წინ ქართული ტანკები წრეებს რომ არტყამდნენ და ბრდღვინს აყენებდნენ. იმ "””ახალგახრდა “კაპიტნებმა”," და “"”გენერლებმა”" დაღუპეს საქართველო. სრულიად უსაფუძვლოდ, გადაჭარბებულად და რაც მთავარია იმ დაღუპულთა და ჩვენი ქვეყნისადმი კიდევ ერთ, ახალ შეურაცყოფად მიმაჩნია საუბარი ისეთ საკითხებზე როგორც გახლავთ-გაგრის დაცემა, სოხუმის დაცემა და აფხაზეთის ომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს იყო ბანდიტების და სამშობლოს მოღალატეების თავზეხელაღებული თარეში! თქვენ, ახალგაზრდა ადამიანი დაინტერესუბული ხართ და იკვლევთ იმ საკითხს რომელსაც დღესდღეობით სახელიც კი არ გააჩნია და რაც ყველაზე მტკივნეულია არ გააჩნია სახელმწიფოებრივი შეფასება! თქვენ წარმოიდგინეთ როგორი შვება, როგორი მალამო იქნებოდა თითქმის ერთი მილიონი ადამიანისათვის, რომ დღეს ჩვენ ყველამ ვიცოდეთ- რა მოხდა 91-92 და შემდგომ წლებში, დაიწეროს და გამომზიურდეს იმ დამნაშავეების გვარები, სანამ ცოცხლები არიან და დაბოგინობენ ცოდვილები. მე მინდა გარკვევით გითხრათ, რომ 91 წლის დეკემბრიდან, დღემდე დაიღუპა ათასობით სრულიად უდანაშაულო და უცოდველი ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობას ვგულისხმობ, რომელთაც სხვადასხვა გზებით გონება აურიეს. რამდენი დარჩა უსახლკაროდ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ - აფხაზი, ქართველი თუ ოსი? უსახლკარობა.! შენს საკუთარ სახლში, შენს საკუთარ მიწაზე, შენს მიერ დარგული ხეების მიტოვება.! შეიძლება ამაზე მძიმე ტვირთით ცხოვრება?
აფხაზეთს ვიგონებთ, ვიკვლევთ, ვეძებთ არც თუ ისეთ შორეულ წარსულს და გადახედეთ დღევანდელი საქართველოს რუკას? გაიხსენეთ 2008 წლის 7-აგვისტოს ღამის 10 საათი-“
"
მე ძალიან მიყვარს ოსი ხალხი, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას ...
და ..რა? ავღანეთში, ტალიბნების მიწაზე ვღუპავთ ახალგაზრდებს, 25 თუ 30 წლის ქართველი რომ ერაყში იქნება თუ ავღანეთში დაიღუპება, ამაზე მეტი ბოროტება რა შეიძლება რომ მოხდეს-სიცოცხლეს, ცხოვრებას გამოასალმო, უდროოდ, უმიზნოდ.ჩვენი უბედურება ის გახლავ, რომ არა მხოლოდ აფხაზეთი არამედ საერთოდ დავკარგეთ სირცხვილი და ნამუსი.
No hay comentarios:
Publicar un comentario