"… ჩვენი ბიWებიო…!!!! "
რა ბრძენი კაცია, თურმე პარლამენტმა მოუწონა გაერო-ში სიტყვით გამოსლა. ასე მოგვწონდა მოსახლეობის 99% იმპერიაში ყოფნის დროს ყველა ცკ-ს მდივნები და მათი გამოსვლები. გაბედავდი და არ მოგეწონებოდა ან იტყოდი ხმამაღლა.
რას ვფიქრობთ? რას გვიპირებს? "ჩვენი ბიჭებიო" !!!! როგორ ვაძლევთ ამის უფლებას. რასაც უნდა და როგორც უნდა ისე რომ აკეთებს! ნუთუ არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური ძალა რომელიც ბოლოს მოუღებს ამ ბოროტ და გაიძვერა ხელისუფლის "გლობალურ" აზროვნებას, რომელმაც დაგვაკარგვინა მიწები, გადაგვამტერა ყველა მეგობარს და მეზობელს? სად და რატომ ვღუპავთ ადამიანებს? დედაენას მიადგა! ჯვარს აცვა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენი წარსულიც და მომავალიც სიმართლის და სიკეთის ნიმუშად უნდა დარჩეს. საქართველო, ეს ჩვენი პატარა ქვეყანა დღეს და გუშინ რომ არ გაიცნო მსოფლიომ ეს ხომ ვიცით და ცნობილია? "გლობალური" საერთაშორისო საკითხებს წყვეტს თურმე? 2008 წლის აგვისტოში მოინდომა საკუთარი სახელის გამოჩენა და მიაღწია კიდეც. შედეგი?
ჯვრებს და ახალ ეკლესიებს აშენებს, რის მანიშნებელია, რაში გვესაჭიროება ყოველივე ეს? რა, ღმერთი ხედავს ყველაფერს და ის გვიშველის? ღმერთები არ არიან ის ბიჭები რომელთაც სწირავს "გლობალურ" აზროვნებას? როგორ არ გვტკივა გული, როდესაც ქართველი კაცი იღუპება სადღაც….? როგორ ვერ ვხედავთ, რომ ახალი, 21 საუკუნის ჯვაროსნული ომი წარმოებს დედამიწაზე და ჩვენ "პირველები" გვინდა რომ ვიყვეთ. რუსეთი, რომ რუსეთია და ძირითადად მასზე რომ გადადის ყოფილი საბჭოთა იმპერიალიზმის ცოდვები, თუნდაც ავღანეთის ომი, ისიც კი აღარ კადრულობს იმ მიწაზე ფეხის დადგმას. რა ეშინია? რუსის შიში ჯერ არავის გაუგია, მაგრამ როგორი საკვირველიც და საეჭვოც არ უნდა იყოს იქეთ აღარ იყურება. ჩვენ, ჩვენ რა გვინდა ტალიბანების მიწაზე???? ერთი, მხოლოდ ერთი ამერიკელი მოქალაქე რომ დაიღუპოს კი არა დაიჭრას ან რაიმე უსიამოვნება შეექმნას თავის ქვეყნის გარეთ, მთელი მსოფლიოს პირველი საინფორმაციო ცნობა გახდება და ოთხი ქართველის დაღუპვა თითქმის არავის გაუგია ქვეყნიერებაზე! ქართველი მშვიდობისმოყვარეა, კეთილია, ზოგჯერ ზედმეტადაც, მაგრამ რა საერთო გვაქვს იმ ჯოჯოხეთურ და სამარცხვინო "ომთან" ავღანეთის თუ ერაყის მიწებზე რომ მიმდინარეობს და რომელსაც დასასრულიც კი არ უჩანს? უდანაშაულო ადამიანები რომ ეწირებიან ამ ყველაფერს ეს არ ვიცით?
დაგვავიწყდა რა ჩაიდინა ორი წლის წინ? თუ ის, რაც მოხდა ეპატიება? ან იქნებ მისი ნებით და ბრძანებით არ მომხდარა? ან, თუ ვისმეს უგია პასუხი ამ მიწების დაკარგვის და ამ უაზრო სიბოროტის გამო? ეხლა გაყვირიან-ოკუპირებულები ვართო! მაგ "დეოკუპაციას" სიბრძნე და კეთილმოყვარეობით თუ დაიბრუნებთ, ვერავითარი ძალა და არავინ მოგვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში. მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ერთსულოვნება და ხალხის მიერ კეთილი ნებით არჩეული წინამძღოლი გვესაჭიროება! როდესაც "ოკუპაციაზე " ვლაპარაკობთ და თან იმასაც ვიძახით ხმამაღლა – ჩვენი მიწებიო..!!! აი სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის საუკეთესო გამოხატულება: ჩვენ არც აფხაზი და არც ოსი არ გვიყვარს, ჩვენ მხოლოდ მიწებს მივტირით და არა მოყვასის გულის მოგება და მასთან შერიგება გვინდა. ეს არის ის დამღუპველი აზრი და შთაბეჭდილება რომელიც დანერგა ამ ბოროტმა ხელისუფალმა. როგორ გინდა გამოძებნო საერთო ენა ამ ხალხებთან როდესაც თავად ყევხარ დამონებული სხვას და იმ სხვის ენაზე გინდა, რომ ყველამ ილაპარაკოს?
დღეს, 21 საუკუნეში, საქართველოში, რომელიც მოჭედილია ულამაზესი ეკლესიებით, მონასტრებით დაიწყებ და აშენებ ახალ ეკლესია-მონასტრებს ეს თვალთმარქცობა და გაძვერობაა და მეტი არაფერი! არ ვიცი რატომ მომაგონდა – მაგრამ, ძალიან კარგად მოიქცნენ რომაელები, როდესაც ხის ბოძებზე გააკვრეს აჯანყებული მონები. ეს ბოძები შემდგომში ტანჯვის გამოსახულება გახდა.
რამდენი ახალი ეკლესიაც არ უნდა ააშენო, რამდენიც არ უნდა ილოცო სხვის დასანახავად, ვერავინ და ვერაფერი ვერ გიშველის, მანამ სანამ ჩვენ გულებში არ ჩავიხედავთ და ჩუმად, მალულად არ ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს, მანამ სანამ არ დავთმობთ იმას რაც თითოეულ ჩვენგანს არ გვეკუთვნის! ღმერთს არ უყვარს ფარისეველი და ცრუ ადამიანი. სად, რომელ ქვეყანაში გინახავთ ტაძარში ხალხის და ხელისუფლების ასეთი შეჯიბრი, ვინ შევა პირველი? რატომ არ გვშველის ღმერთი ამდენი მუდარის და მიუხედავად? ღალატი, თვალთმარქცობა, ამპარტავნობა, გაუტანლობა ეს ის ცოდვებია რომელსაც არ გვპატიებს მამა ზეციერი!
" სწავლება მოწყალებისათვის "
" ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან…..
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახSი, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. " მათე. 6.
No hay comentarios:
Publicar un comentario