არა მხოლოდ "მენტალიტეტი"...!
სამეცნიერო ნაწარმოები, გნებავთ ნაშრომი, რომლის სათაური შემდეგია- "ქართველი ერის დაბადება, იდენტობა და იდეოლოგია, ეროვნულობა და რელიგიურობა".” გიგი თევზაძე. ესე იგი საუბარია ქართველ ერზე და უნდა ვიგულისხმოთ, რომ პირველი და ყველაზე დაინტერესებული ამ ნაშრომით ქართველი ან ქართულენოვანი მკითველი უნდა იყოს? ან იქნებ მე ვცდები? ჩემო ძვირფასებო! არავითარ შემთხვევაში არ მინდა პიროვნების შეხებაც კი, მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ - რამდენად გვესმის ქარული ენა და შეიძლება თუ არა ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე თარგმნა? შეიძლება თუ არა თავად სათაურში გამოყენებული სიტყვა "იდენტობა," რომლის ხმარებასაც არა აქვს საზღვარი, ქართულად ითარგმნოს? აბა დაუკვირდით-ვინაობა; თვითმყოფადობა; პიროვნულობა; მეობა და სხვა. თურმე არსებობს ორი "იდენტობაც" - ერთი პატარა და მეორე დიდი? ამავე ნაშრომში წაიკითხავთ შემდეგ სიტყვებს-
იდენტიფიცირება; ადეკვატურობა; ვერბალობა; ინსტალირება; კონსტრუქტება; სოციოეტალური; კონოტაცია; პოლიტეტალური; ინსტრუმენტები; კონკურენცია…; ორიენტირება; ინდივიდის სტატუსი; დისკუსია; ელიტები; ჰომოგენურობა; ეგალიტალიზმი; ... ის, რაც იყო ზედნაშენი (superstructure..)-" – ანუ მეცნიერი გვითარგმნის ან მიგვანიშნებს ასე აჯობებსო, აქედან მოდისო ..??
... ყველა ეს სიტყვა დაუსრულებლად მეორდება. სინამდვილეში, ჩემის აზრით, ეს ნაშრომი უცხო ენაზეა დაწერილი და შემდეგ ნათარგმნი. ნაწყვეტებსაც გთავაზობთ ამ სამეცნიერო ნაშრომიდან, რათა იქნებ ვინმეს ესმის ეს ქართული და მზადა ვარ ბოდიში მოვიხადო ჩემი უცოდინარობის გამო. …
..შესაბამისად, როდესაც ერის წარმოაშობაზე ვლაპარაკობთ, ამ ორივე ნაწილის წარმოშობას ცალ-ცალკე უნდა შევხედოთ: 1) ერის იდეოლოგიის წარმოშობა და 2) ერის, როგორც იდენტობის წარმოშობა. ისტორიულად, ერის, როგორც იდეოლოგიის წარმოშობა წინ უსწრებს ერის, როგორც იდენტობის წარმოშობას. ანუ, იმისათვის, რომ რაღაც იდეოლოგია იდენტობა გახდეს, ის უნდა დამუშავებული უნდა იყოს როგორც იდეოლოგია ….." ... ყოველივე ზემოდთქმულის შუქზე ცხადია, როდის მოხდა ქართული დიდი იდენტობის წარმოშობა. ჩვენ შეიძლება საკმაოდ მაღალი ხარისხის ისტორიული სიზუსტით ვთქვათ, როდის დაიწყო იმ იდეოლოგიამ, რომელიც საკმაოდ განვითარებული და ჩამოყალიბებული იყო ქართულ ელიტაში, დიდ იდენტობად ქცევა. მე ვფიქრობ, რომ ამ იდენტობის გაჩენის დასაწყისი ისტორიულ რუკაზე უნდა მოვხაზოთ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში – პირველი ქართული გაზეთების გამოცემის პერიოდში. ხოლო იდეოლოგიის იდენტობად გარდაქმნა – პირდაპირ უნდა დავუკავშიროთ წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას და მის გააქტიურებას. ამდენად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მართლაც იყო ”ქართველი ერის სკოლა”, ოღონდ არა იმ აზრით, რომ ქართველი ერის უმრავლესობა სწავლობდა მასში, არამედ იმ აზრით, რომ ამ სკოლიდან გამოვიდა ქართველი ერი, ანუ, ქართველი ერი დაიბადა და აღიზარდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. …."
უმორჩილესად გთხოვთ, არ დაიზაროთ, გადახედოთ ამ ნაშრომს: ქართველი ერის დაბადება. იდენტობა და იდეოლოგია. პოლიტეტალური და სოციოეტალური იდენტობები. ეროვნულობა და რელიგიურობა. (სხვა მონაცემები არ გამაჩნია) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩვენს ერზეა საუბარი. მე კარგად ვიცი, რომ მწერალი არა ვარ, ვიცი ისიც, რომ არსებობს უცხო სიტყვათა ლექსიკონებიც, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო თანა მაქვს ქართული ენის ლექსიკონების უძვირფასესი გამოცემები. სხვათა შორის, უმეტესობა საბჭოთა იმპერიის დროს. კიდევ ერთი რამ: წერაკითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ისტორიაში ეს საკამათო არ გახლავთ. ავტორის მიერ გაკეთებული დასკვნა კი - რომ ამ საზოგადოებამ დაბადა ქართველი ერი საეჭვოდ მიმაჩნია. უფრო მეტიც: ეჭვი მეპარება, რომ იმ საზოგადოების შემქმნელები, ჩვენი ღირსეული, რჩეული ადამიანები გაიგებდნენ იმ ქართულს რომლითაც ეს ნაშრომია დაწერილი.
No hay comentarios:
Publicar un comentario