martes, 24 de agosto de 2010

თამაზი !






თამაზი!
ჩემი უფროსი ძმა!
თამაზის ისტორია ისევე ტრაგიკულია როგორც გოგიასი. ვერ იტანდა საბჭოთა იმპერიას. ვერ იტანდა შინაგანად. ძალიან განათლებული იყო. ძალიან დიდ დროს ატარებდა საჯარო ბიბლიოთეკაში. ხელოვანის სული ჰქონდა. წარჩინებით დაამთავრა ე.წ. ვ.გ.ი.კ.- ი. სადიპლომო ნამუშევარში, სრულმეტრაჟიან ფილმში, უმაღლესი შეფასება მიიღო. შემდეგ თბილისის კინოსტუდიაში შესთავაზეს ფილმების გადაღება, მაგრა მარ მოსწონდა ეს შეკვეთები და ის ფორმალობა და მოთხოვნები, როლმლებიც იმ პერიოდში არსებობდა; მოსკოვს უნდა გაესწორებინა, ცენზურა და ა.შ. როგორც იქნა თბილისის ტელევიზიაში გადაიღო რამოდენიმე დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი. დაწერა რამოდენიმე სცენარი, რომლებიც მე მაქვს შენახული და საოცრად საინტერესოდ მეჩვენება.
თამაზი ძალიან თავისებური იყო, სულ ფიქრობდა. მისი საყვარელი ფილმი და არა ყველაზე კარგი და საინტერესო "შესანიშნავი შვიდეული "იყო. კინორეჟისორებიდან უდიდეს პატივს სცემდა ბენუელს, ძალიან მოსწონდა ოთარ იოსელიანი. მოსწონდა სალვადორე დალი და პიკასო. საჯარო ბიბლიოთეკის შემდეგ მას “ჩაის სახლში” თუ ნახავდით. იქ ბევრი ახლობელი შეიძინა. ძალიან აფასებდა მეგობრებს და მეგობრობას. პირველი და ერთადერთი სიხარული მის ცოვრებაში ძმისშვილების გაჩენა იყო. უამრავი ლექსები ასწალვა მათ, სიგიჟემდე უყვარდა ბიჭები. ეს ლექსები დღემდე ახსოვთ და თამაზის მოგონებაც ამით იწყება. სხვა რამ, ზოგადად რამაც გაახარა ეს იყო საბჭოთა იმპერიის დანგრევა და ბატონი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა, ყველაფერი ეს მის სულიერებასთან იყო დაკავშირებული და .. . პირადად იცნობდა, ბატონ ზვიადს, მათ ჰქონდათ საერთო შეხების წერტილები, სულიერი ახლობლობა. არასოდეს, არასოდეს ცხოვრებაში ერთი წამითაც აზრად არ მოსვლია ამ ნაცნობობის გამოყენება.
წავიდა მოსკოვში, მეგობრების სანახავად. ცოტა ხანში გვატყობინებენ რომ დაიღუპაო. ცემით მოკლეს. იმდროინდელი ხელისუფალი ჩაერია საქმეში, პასუხად შემოუთვალეს ".. თავი დაანებეთო, ვერავინ ვერაფერს გამოიძიებსო.”
მეტი უკეთესი ფოტოები ვერ მოვძებნე, ვფიქრობ ეს ორი ფოტოც საკმარისია მისი პიროვნების დასახასიათებლად.

No hay comentarios:

Publicar un comentario