viernes, 13 de agosto de 2010

ბასკეთი.


ამჯერად ისტორიული ბასკეთის სამ ქალაქს და ერთ ულამაზეს სამეფო სასახლეს გავეცნობით. ბილბაო, სან-სებასტიანი და პამპლონა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში არსებობს ბარსელონა, გაუდის ბარსელონა, ვალენსია, სევილია ტოლედო და სხვა მშვენიერი და თანამედროვე ქალაქები, ჩვენის აზრით ბასკეთის (ისტორიული ბასკეთის) ეს სამი ქალაქი განსხვავებულია. ძნელად აღსასნელია რატომ? ამ ქალაქებში გრძობ, ხედავ რაღაც ძველს..! ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ ბურბონების საგვარეულოს სამშობლოა, აქ ნავარა იგულისხმება.
ბილბაოს ეტიმოლოგია ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და ამდენად ჩვენც თავს შევიკავებთ….. . ხასზ გაუსვამთ იმ გარემოებას, რომ ბილბაო ძალზედ ლამაზია, ალბათ იდეალური მოუხდებოდა. კეთიმოწყობილი, ყველასთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია.
პამპლონაში ნაკლებად შეიმჩნევა თანამედროვე არქიტექტურა, თუმცა, ის რაც შენდება ისეა შერწყმული სიძველესთან, რომ..!
სხვა არის სან-სებასტიანი ანუ დონოსტი. სან-სებასტიანი ჯერ კიდევ III საუკუნეში დასტურდება, ხოლო დონოსტია კი მხოლოდ XIX საუკუნიდან იკიდებს ფეხს. ულამაზესი, უმდიდრესი, ზღვა .. ! ფუფუნება.
არავითარი ფოტო არ გიშველის შეიგრძნო ეს სილამაზე და მშვენიერება..!?
ოლიტე. სამეფო სასახლე-1402-1424 .
მშვენიერზე, მშვენიერი..! ძალიან ლამაზი, მოვლილი! ნამდვილი კახეთი, თავისი ვენახებით! როდესაც რაღაც ახალს ნახავ პირველად და მოგეწონება სჯობს იმ წუთსივე ჩაიწერო. შეილძება შემდეგაც, დაწერო. არ ვიცი..!
ბედნიერია ქართველი. ჩემის აზრით ჩვენთვის არაფერი გასაკვირი არ არსებობს. ჩვენმა წინაპრებმა ისეთი საგანძური შემოგვინახეს, რომ არც კი ვიცი რამ შეიძლება, გაგვაკვირვოს. მხოლოდ ენა, დედაენა, დამწერლობა, ეკლესია-მონასტრები და რა ვიცი..! სვანეთი; სამეგრელო; სვანური და მეგრული ენები; თუშეთი, ხევსურეთი, ზარზმა, მოწამეთა; დავით გურამიშვილი, ვაჟა, ტერენტი, მუხრანი, მთაწმინდა.. !
"
ეხ რა ძაან გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს"

No hay comentarios:

Publicar un comentario