გვიახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უბოროტესი და უსაშინელესი დღის ორი წლისთავი. თანამედროვე ისტორიაში კი არა, დასაბამიდან 2008 წლის 7 აგვისტომდე ჩვენ მეფეებს, ჩვენ მხედართმავრებს არ ჩაუდენიათ ასეთი უმძიმესი დანაშაული, როგორიც ამ ბოროტმა და გაიძვერა ხელისუფალმა და მისმა რამოდენიმე ყურმოჭრილმა მონამ ჩაიდინეს იმ ღამეს. დიახ, მათ გადაწყვიტეს და გადადგეს ქვეყნისათვის დამღუპველი ნაბიჯი. ადამიანების მსხვერპლი, ცეცხლი და უსახლკარობა..
ეს დათესა ამ ბოროტმა ხელისუფალმა.
რა უნდოდა, ვისი ან რისი იმედი ჰქონდა? თავის გამოჩენა! ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის. იმედი კი დასავლეთის, შორეული დასავლეთისა ჰქონდა. იგი არც ბრიყვია და არც გაუნათლებელი. ძალიან კარგად იცოდა, რომ რუსეთი არ შეარჩენდა ამ ველურობას. ყველაფერი მოხდა ისე როგორც მან აუცილებლად წინასწარ იცოდა. გაუმართლა? დიახ! მისი სახელი და გვარი, (ზოგჯერ ულვაშებით, ზოგჯერაც წარმოიდგინეთ როგორც გნებავთ) და ჩვენდა საუბედუროდ ჩვენი ქვეყნის სახელი თვეების განმავლობაში უპირველესი ცნობა იყო მსოფლიოში. გაუმართლა იმანაც, რომ რუსეთმა თავისას მიაღწია, არ გაუმართლდა და ესეც სავსებით გასაგებია - არავინ დაეხმარა. მან იცოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ არც ერთი ქვეყანა არ გადადგმას ნაბიჯს. თავად მის "მეგობარ" ქვეყანაში ხელი შემოირტყეს თავზე - ეს რა გააკეთაო! მისთვის მთავარია იყოს, იარსებოს, იბატონოს, სახელი ჰქონდეს, თორემ ქვეყანა რამხელა იქნება მისთვის სულერთია., მისთვის არაფრის მთქმელია ეროვნული (და არა ნაციონალური, უფრო ალბათ ნაციზმი- სტური), წარსული, წინაპრების პატივისცემა, სიამაყე (ყეყეჩობა კი). არა, იგი თანამედროვეა, დემოკრატია; დასავლეთის ფასეულობებზე საუბარი და ერეკება თავისას. ორი წელი გავიდა. საზღვრები დღითიდღე მაგრდება. რუსები არც მას და არც მის წარმომადგენლებს არავითარ ყურადღებას არ აქცევენ. შეეგუა მთელი ქვეყანა. გინდ აღიარონ გინდ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა რომ არა აქვს, ეს ხომ ცხადია. ფული ოხრად აქვთ, მხოლოდ ნაცისტური პარტიის თაყვანისმცემელი უნდა იყო. შეიარაღება, ფორმები, პოლიცია. თითოეულ ჯარისკაცს და პოლიციელს ოჯახი ყავს და სათანადო ანაზღაურებისათვის მუშაობს. ვინც ამ სიაში არ არის ის მეორე ხარისხოვანია ან სამშობლოს მოღალატედ ითვლება. ამის შედეგია, რომ ხალხი გარბის და გამორბის.
იმ ომის შემდეგ ყველაზე საშინელი რაც ჩაიდინა იყო რუსეთის თავდასხმის და მისი სიკვდილის სატელევიზიო "ხუმრობა". ასეთი ვერაგობა წარმოუდგენელია ადამიანს თავში მოუვიდეს. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იგი ნარცისისტია. რაღაც კარგად არ იკიხება ქართულად ეს სიტყვა მაგრამ შინაარსით ზედგამოჭრილია მისი პიროვნებისათვის. ეხლა დაპირებები - ზღაპარში გეგონება თავი, დუბაი, ბარსელონა, პარიზი, არქიტექტურა? რა ლამაზ ობელისკებს აშენებს, რა დახვეწილი გემოვნება აქვს, ამით აშკარად გვაყვარაბს თავს, წარსულს და დაღუპულთა სახელებს პატივს ვცემო!!!?
წელიწადიც კი არ დასჭირვებია ევროპას, რომ დასკვნა გამოეტანა, თუ ვინ დაიწყო? პასუხიც მივიღეთ უკვე. მოსახლეობის ნაწილზე ისეთი ზეწოლა მოახდინა, რომ დღემდე ფიქრობენ - რუსეთი დაგვესხა თავსო! ამ კომისიის დასკვნას თავად ეს ბოროტი და გაიძვერა ხელისუფალიც დიდის ამბით ელოდა, მაგრამ როდესაც გამოქვეყნდა - ეს სისულელეაო; ამ კომისიამ არაფერი არ იცისო; დაივიწყეთო! მხოლოდ მე მომისმინეთო, მე თქვენ მიყვარხართო და მე გამიფრხილდითო,.! მე ძალზედ ძვირფასი პიროვნება ვარო…..! მე მიყვარს ჩემი ქვეყანაო…..! 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით მიმართა: მე მიყვარს ოსი ხალხიო; მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოსებს და მათ კულტურასო..! მშვიდად დაიძინეთო! ამ მიმართვას მოყვა..! (თუ გსურთ შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ. თუმცა რატომ რუსთავი 2 არ გაიმეორებს 7 და 8 აგვისტოს კადრებს, როგორ დასეირნობდნენ ცხინვალში? საკვირველია - იქ მხოლოდ ცეცხლი და უბედურება ჩანს და ვერ დაინახავთ ვერც მტერ და ვერც მათ ტანკებს!). როგორც იმ კომისიის დასკვნაშია, თეთრზე შავი ასოებით სწერა: ომი დაიწყო მისი ბრძანებითო (ამ ბოროტი და გაიძვერა ხელისუფლის). იქვე ისიც სწერია, რომ რუსეთმა გაამწვავა ვითარებაო და ბავშვიც კი მიხვდებოდა და ყველამ წინასწარ იცოდა თუ რამდენად უაზრო მხვერპლს ვიღებდით. რუსეთმა – ეხლა აქაც არაფერი უბედურება დაატრიალოსო და აბხაზეთიც დაიკავა.
საჭირო იყო? რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? პასუხი ჯერჯერობით ერთია - კი, და მხოლოდ ერთი ადამიანის აკვიატებული გონებისათვის
ბოროტება და გაიძვერობა სწორედ ის გახლავთ, რომ მთელი მსოფლიო, თავად მის დასავლეთის "მეგობარ" ქვეყანაშიც კი ამბობდნენ: "მიუხედავად იმისა, რომ მან დასავლეთში შეიძინა ძალზედ ძლიერი და განვლენიანი "მეგობარიო" ვეჭვობთ, რომ ვინმემ ნაბიჯი გადადგას მის დასახმარებლადო და ეს "ავენტურა" ტრაგედიით დამთავრდებაო".
განა სახლში არ ეუბნებოდნენ – ეს არ ჩაიდინოო! ვინც ამას ამბობდა და ამბობს მისთვის სამშობლოს მოღალატეები არიან. თავად ხომ გახლავთ…..!
ზედმეტად მიმაჩნია და შესაძლოა ჩემმა თანამემამულეებმა ვერც კი გამიგონ სიტყვიერად აღვწერო ის ბრძანებები რომელიც გასცა ამ ბოროტმა და გაიძვერა "მხედართმთავარმა" სამხედრო მოქმედებების დაწყების წინ. ქვემოთ რამოდენიმე დოკუმენტური მასალა დევს, ძირითადად რუსთავი 2 გადაღებული…, ნაწილი კი რუსებს ჩაუვარდათ ხელში, უკვე 8 აგვისტოს საღამოს..!
7 აგვისტოს, ღამის დაახლოებით 9-10 საათზე მიმართა: მშვიდად იყავითო; 11 საათზე თავს დაესხა მძიმე ტექნიკით, შეუბრალებლად ანადგურებდა ყველაფერს, იქ, იმ დროს არავინ იყო, მეორე დღის საღამომდე, როდესაც უკვე ნამდვილად შემოვიდნენ რუსების პირველი ტანკები… .. ყველაფერი დამთავრებული იყო ჩვენი ქვეყნისათვის. სულ რაღაც 24 საათში მიწასთან გაასწორა ცხინვალი და ..!
მეორე თუ მესამე დღეს გამოდის: ... რა უნდოდათ ჩვენგან რუსებსო? ….. ჩვენ ისეთი ზარალი მივაყენეთ რუსეთსო…..? მოდი და ნუ დაიჯერებ?!
მე მინდა გითხრა სამძიმარი იმის გამო, რომ 2008 წლის 7 აგვისტო საქართველოს ისტორიაში, ჩვენი მამულის ულამაზეს და უბრწიყნვალეს ისტორიაში დაიწერება როგორც შავბნელი დღე. 90-იანი წლებიდან დაწყებული ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს ვებრძვით. კარგად რომ დავფიქრდეთ მტერიც კი არა გვყავს. შევიარაღდდით და ვიარაღდებით - რისთვის ‘¿???????
Tsjinvali está bajo «pleno control» del Ejército georgiano, según Tiflis
EFE I TIFLIS
Actualizado Viernes, 08-08-08 a las 16:27
Las tropas georgianas han tomado Tsjinvali, capital de la región separatista de Osetia del Sur, anunció hoy el ministro de Reintegración de Georgia, Temur Yakobashvili."Con absoluta responsabilidad puedo declarar que controlamos
Tsjinvali plenamente", aseguró el ministro a la prensa. Añadió que "las baterías de misiles y los pilotos georgianos derribaron cuatro aviones rusos", que sobrevolaban territorio georgiano.
აი ამ ვაჟბატონმა ამას წინათ განაცხადა: "ალბათ ერთი ათწლეულიც არ დაგვჭირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რომ აღვადგინოთო?"
http://www.20minutos.es/noticia/404968/0/osetia/muertos/tsjinvali/ როგორ არ იცოდა, ყველამ იცოდა როგორ და ვინ დაიწყო!
http://www.rtve.es/mediateca/videos/20080904/imagenes-grabadas-momento-que-ejercito-ruso-entra-tsjinvali/279012.shtml აქ აღარ წერია: ამ ინფორმაციის შემდეგ ქალბატონს აწვდიან ქაღალდს, წაიკითხეო, კითხულობს: ბოდიშს გიხდით, თარგმანში გაგვეპარა შეცდომა - ესენი რუსები კი არ არიან არამედ ქართული ჯარი შედის ცხინვალშიო! ქართული გინება და რუსულ ენის გარჩევა ძნელი არ უნდა იყოს.
http://www.rtve.es/mediateca/audios/20080809/analisis-del-conflicto-del-caucaso-por-profesor-taibo/248045.shtml დაინტერესებული პიროვნება მოისმენს აქ გამოთქმულ აზრს.
http://www.youtube.com/watch?v=U2Xpear7RP8 მოუსმინეთ ამ ქალბატონს.
euronews - entrevista - Eka Tkeshelashvili : "Rusia atacó primero." ეს არის ჩვენი უბედურება, რომ სიცრუეს და სიცრუეს ვამბობთ. აბა რა თქვას? მე შეუტიო ხომ არ იტყვის?
RUSTAVI 2 War in Georgia - truth about Saakashvili invasion in South Ossetia -
შეუძლებელია ადამიანმა ნახოს და დაიჯეროს ყველაფერი ის რაც მოხდა. "დაწვით, სახლები დაწვითო! თქვენი დედებიო..! ამ ყველაფერს რუსთავი 2 იღებს – და იქვე აცხადებს - ცხინვალს ქართვული მეომრები აკონტროლებენო, სროლის ხმა კანტიკუტად ისმისო რადგან მსხვერპლი არ იყოსო და ხედავ და გესმის - იქ ორი ქალია! ესვრიან და შემდეგ ე.წ. ბტრ-I მისდევს ამ ქალებს! ისმის - არ გაუშვა!
საერთოდ რუსთავი 2- მა დიდი სამსახური გაუწია მოწინააღმდეგეს თავისი სრულიად აბსურდული და უნიჭო რეპორტაჟებით. რომ კითხოთ - ობიექტურები ვართო გიპასუხებენ.
აქ ვაჟას ლექსი "თაგვი და კატა" გამოდგებოდა.
გაბრაზებულია..!
დარჩათ ოხრად ამდენი იარაღი რუსებს.
ENTREVISTA: Los desafíos de la OTAN MIJAÍL SAAKASHVILI Presidente de Georgia"Rusia es ahora extremadamente débil"J. M. MARTÍ FONT - Barcelona - 19/02/2009
ასე ფიქრობდა და ასე ფიქრობს?
"რუსეთი ამჟამად უკიდურესად სუსტია". შეუძლებელია მსგავსი განცხადება საღი გონებისათვის, აქ დაუძინებელი მტრობა და სიბოროტე იკითხება.