miércoles, 7 de julio de 2010

.. არა მხოლოდ მოგონება..

.. ვერ გვიშველის დასავლეთი, ვერ გვიშველის ვერანაირი იარაღი, ვერ გვიშველის და არ გვიშველის ღმერთი! არ შეიძლება, ვერაფერს ვერ მივაღწევთ სხვისი იმედით! ერთადერთი ჩვენი გამოსავალია ერთობა, დათმობა! წარმოუდგენელი მეჩვენება (და როგორც სჩანს სიყალბე და მოჩვენება იყო) ისეთი ერთობა როგორიც 2009 წლის გაზაფხულზე. ხალხმა ვერ მიიღო საკადრისი პასუხი, დაინახა, რომ მარტო დარჩა, მოტყუებულიც, ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსის მიერ! შევეჩვიეთ ამ ბოროტ და გაიძვერა ხელისუფალს. ჩვენ თავად შეუწყვეთ ხელი იმ ზომამდე, რომ ჯერ იყო და არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, და უკვე საუბარია მის მომავალ თანამდებობაზე, მის კეთილდღეობაზე მომავალში! აბა რას უნდა მივაწეროთ ზოგიერთი ე.წ. ოპოზიტორის განცხადება-კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც (საუბარია ამ ბოროტ და გაიძვერა ხელისუფალზე) პირველ მინისტრს უფლებები უნდა შეუზღუდდეს? განაღდებული გვაქვს, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ამ ბოროტმა და გაიძვერა ხელისუფალმა კიდევ უფრო დააპატარავა, სამუდამოდ მის განმგებლობაში უნდა იყოს..!
XXI საუკუნის საქართველო.. დანაწევრებული ქვეყანა.. ქართველები უცხო ქვეყნებში უფრო მეტი ცხოვრობს ვიდრე საქართველოში.. ახალ საქართველოს აშენებს.. თანამედროვეს, არქიტექტორებს იწვევს და აშენებს “საოცრებებს”..! ვინც წასულია ან რაიმეს იტყვის მის საწინააღმდეგოს სამშობლოს მტერია..! იარაღი, კიდევ იარაღი, სათანადო ფორმები და ვძლიერდებით..! კი, მაგრამ ვინ არის ჩვენი მტერი ან მოვერევით ვისმეს? ჩვენ ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს ვღალატობთ და ფიზიკურადაც უსწორდებით! გაიხსენეთ საქართველოს უახლესი ისტორია..! მთავრობის სახლი ამობუგეს, კავშირგაბმულობის შენობასთან რუსები ცლიდდნენ და ცლიდდნენ იარაღით და ტყვია წამლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს, ესეც არ იკმარეს და გადათელეს დასავლეთ საქართველო, აფხაზებს მიადგნენ, სოხუმის ცენტრში ტანკებით ბდღვირს აყენებდნენ-ჭკუა ისწავლეთო, ხომ ხედავთ რა მაგრებიც ვართო..! დასასრული 2008 წლის აგვისტოში მოხდა..!
არასოდეს და არავის აზრადაც კი არ მოსვლია-ეს რა ჩავიდინეთ? ესენი ხომ ჩვენებურები არიანო? ყველაზე მეტი უბედურება ის არის, რომ არ არსებობს პიროვნება რომელსაც პასუხისმგებლობის გრძობა ჰქონდეს და თუნდაც ვისმეს ეღიარებინოს ჩადენილი დანაშაული ან იქნებ შეცდომა! ამაზე უარესი-არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს არ გამოუტანია დასკვნა, ყველაფერი მიედინება.. წყალს წაუღიაო.. . დაახლოებით ასე! ეს არის ჩვენი უბედურება..! კარგი გამოთქმა გვაქვ-შემრჩა ხახვივითო..!

No hay comentarios:

Publicar un comentario