sábado, 24 de julio de 2010

წარსული, მომავალი !


..კოწია!!!!!
არავინ და არაფერი იკარგება...
ვინც კოწიას არ იცნობდა ბევრი დაუკარგავს. თუმცა ყველა ჩვენგანის მოგონებებში არსებობდა ვიღაც მსგავსი პიროვნება. კოწია იყო კაცური კაცი! ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის არ არსებობდა არავითარი კანონი, არავითარი ბრძანება, პარტია, ის მშობლიური პარტია ყველას რომ გვზრდიდა და მივყავდით წინ გამარჯვებისკენ. მისი საქმე და საზრუნავი იყო მისი ოჯახი, ხარები, სიმინდის ყანა, ვენახი, დამყნა, ტყის გამოხშირვა და ათასი მსგავსი რამ. ყველანაირად ბუნებასთან იყო დაკავშირებული. ზეპირად იცოდა როგორ მთვარეზე რა უნდა გეკეთებინა ან არ გეკეთებინა. ხუთი შვილი გაზარდა, მათ შორის ერთი, ძალზედ ახალგაზრდა დაეღუპა, უბედური შემთხვევით. შვილიშვილებს და მათ შვილებს მოესწრო კოწია მაგრამ ის ტკივილი მუდამ ჰქონდა. ეჭვი ჰქონდა-მომიკლესო და ეს იყო მისთვის ყველაზე შეურიგებელი ამ ცხოვრებაში.
ეჰ, ჩემო კოწო!
ყველი ამოყავდა, ჭადს აცხობდა, და ხელებზე რომ შეგეხედათ-ჭუჭყიანი გეგონებოდათ. ეს იყო სასწაული, ერთი ჭიქა წყალიც კი იყო საკმარისი, რომ ხელი გადაებანა. აბა რა ჭუჭყი შეიძლება მიწის მუშას, გლეხ კაცს რომ ჰქონდეს. ქვეყნიერება იცნობდა კოწიას. განსაკუთრებით მწერლობა და ხელოვანი ხალხი. კინოფილში მიიღო მონაწილეობა, გიორგი დანელიამ გადაიღო. სერგო ზაქარიაძე და ასეთი სიმაღლის ადამიანებთან ჰქონდა საქმე. ჭინკებიო, ეკლესიაზე სულები დადიანო ღამღამობითო და რა ვიცი.. გვაშინებდა ბავშვობაში. ძნელად თუ დაიჯერებ ადამიანი, მაგრამ კოწიამ ზეპირად იცოდა რამდენი ძირი, ვენახს თავი დავანებოთ, ადვილი დასათვლელია, სიმინდი, რამდენი ცალი კვახი ქონდა. რომელ ხეზე რამდენი ხილი ესხა. დამიჯერეთ-არაფერს არ ვიგონებ. ღამე შევიპარებოდით ან ვინმე ერთ-ორ ტაროს სიმინდს მოტეხდა ყანაში და ამ დალოცვილმა უკვე იცოდა! – შენ შეგჭამა მამალმა მგელმაო! ეს იყო მისი განუყრელი სიტყვები როდესაც ან საქონელი გადმოვიდოდა მის მიწაზე ან კიდევ ხარი არ დაუჭერებდა.
..მამალი მგელიო.! ერთი თვისება ჰქონდა, რომლის არ გახსენება არ შეიძლება - უყვები რაღაცას, ახსენებ ვინმეს - "უი, რავა არ მახსოვს 12 იყო მაისის, ხუთშაბათი დღე იყოო!" გადირევი კაცი, საიდან იმახსოვრებდა ამდენ და ამდენ სახელებს, გვარებს, თარიღებს, თანაც ზუსტს. გადირევიც - მისი სიტყვაა, სტაქანიო, სტოლიო.. . წუღებს კერავდა. მთელი სოფელი უკვეთავდა. კერა და კერა წუღები კოწოიამ, სანამ შეეძლო. ხილის ხე არ ყოფილა ზედ რამოდენიმე ნაყოფი რომ არ შეენახა, იცით რატომ-ზამთარი ფრინველები ჭამენო! წალდი, ნაჯახი - "ხელი არ ახლოთო, ახალი ალესილი პირი აქო!" გამარგვლა, გამოროდება.. , რამდენი ასეთი სიტყვა, როგორ გადმოგცემდა წინაპრების ამბებს, თვეების სახელებს, ჟრიანტელი გაგივლის ტანში როდესაც იგონებ. კიდევ ერთი რამ, ჭადი და ყველი დევს მაგიდაზე, ჭამე რამდენიც გინდა, მაგრამ კოწია ყველაფერს აკვირდება, იცის ყველაფრის ფასი და გეუბნება, გეუბნება სვხათაშორის: "ბევრი ჭადი უნდა ჭამო და ცოტა ყველიო!" ყველიც მისი ამოყვანილია და ჭადიც მისი გამომცხვარია ბუხარში.
გახსოვს ჩემო კოწო-თაში (ასე გამოთქვამენ იმერეთის ზოგიერთ სოფელში-მთას) რუსის, უფრო სწორედ საბჭოთა ჯარი რომ იდგა და ისროდენ და აფეთქებდნენ იქაურობას. მაგრამ როდესაც სოფელში ჩამოივლიდდნენ, ორორი ან სამსამი და დაინახავდი რას ამბობდი: "ებიჭო დავალევიოთ ახლა მაგათ არაყი, მაგისთვის არიან ჩამოსულებოიო." მაშინ ვინ გაარკვევდა ვინ იყო რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ქართველებიც ხომ იყვნენ მათ შორის.
ჩემო კოწო, წევიდენ ის რუსები, წევიდენ მარა ვაი მაგათ წასვლას…..
დაპატარავდა საქართველო კოწო! გახსოვს ოსი კაცი, ჩამოსიძებული რომ იყო ჩვენ სოფელში, ხოდა აი იმ ოსის სამშობლო და ჩვენი მიწაწყალი ეხლა რუსებს ეკუთვნის. ის ქალიც ხომ გახსოვს, აბხაზმა რომ წაიყვანა და მე მგონი გუდაუთაში ცხოვრობდა ბედნიერად, ის აბხაზეთის რუსებს ეკუთვნით. "კი, მარა რატომო იკითხავ?" მაქვს მაგის პასუხი მაგრამ შენ სახელს ვერ დაუკავშირებ ჩემო კოწო.
როგორი სტუმრები გვყავდა? –გიორგი გეგეჭკორიო, ბუხუტი ზაყარიაძე, სესილია თაყაიშვილი, კარლო საკანდელიძე.. დდი ქართველი ხელოვანნი ..! ელდარ შენგელაია, ჯანსუღ კახიძე, რეზო ჭეიშვილი.. აგერევა სათვალავი. ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, მთელი თავისი დასით. ჩვენთვის და მაქაურობისათვის უძვირფასესი ქალბატონი მაკა ჯოხაძე. ბევრი გამომრჩება და არ მინდა ვაწყენინო მათ სახელებს. შემდეგში მათ სათითაოდ უნდა დაუთმოთ სათანადო წერილი, ისინი ყველანი ქალბატონები და ბატონები არიან და იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას.
შენმა სახელმა და ნაშიერმა გაიხაროს, ჩემო კოწია! მე ჩემი მხრიდან, ჩემი შვილებიც და მათი შვილებიც მოგიგონებენ, გადავა ისე, როგორც აქამდე გადმოვიდა..!
ეს წერილი ჩემო კოწო, დავწერეთ თინამ, ხომ გახსოვს გამთენაძის ქალი? ისე უყვარხარ, ისეთი სიყვარულით გიხსენებს როგორც ახსოვხარ - შენი ფრიალა, თეთრი ქუდით და მე.

sábado, 10 de julio de 2010

...ბასკეთი... ჭური... ბაასი...



საოცარია ბასკეთი! აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია, ბუნება, მთა, ზღვა, ძველი და ახალი, ყველაფერი შეხამსებულია. ერთი შეხედვით შეიძლება ვერ შეამჩნიო, მაგრამ აშკარად განსხვავებული ერია. გარეგნობით, ხასიათით, აზროვნებით. ენა - წარმიდგინეთ, რომ მსიფლიოში უძველესი ენა აქვთ შენარჩუნებული. არ ვიცი, გრიგოლ რობაქიძის ენით რომ ვთქვათ, აშკარად არსებობს ბასკური გენი. საფრანგეთის სამხრეთი, დაახლოებით ქალაქ ბორდოდან, პირენეის მთების დასავლეთი ნაწილი, ნავარა, და დღევანდელი “”ეუსკალ ერრია”” ანუ ბასკების ქვეყანა-დღევანდელი ბასკეთის ავტონომია, ეს ის მიწებია სადაც ისტორიულად ბასკური ტომები ცხოვრობდნენ. საოცარია, რომ სწორედ ნავარაში და მის მეზობელ საფრანგეთის ტერიტორიებზე შეგიძლიათ მოისმინოთ ნამდვილი, უძველესი ბასკური. სწორედ ამ ტერიტორიებზე ნახოთ ნამდვილი ბასკური ტრადიციული ოჯახები, თავიანთი ოდა სახლი იქნება თუ მათთვის ეგრედ წოდებული “ბაზზერია”. ბუხარი, დედაბოძი, ჩუქურთმები, ხეზე იქნება თუ ქვაზე. ამ “ბაზზერიების პირველი სართულები ისე კოხტად აქვთ გადაკეთებული ბარებად და სასადილოებად, რომ ისვენებ ადამიანი. თანამედროვე მუსიკა გნებავთ-ინებეთ, ცეცხლი გნებავთ, რომ ენთოს ბუხარში-ინებეთ. სამზარეულო - ეს კიდევ სხვა საკითხია. დაივიწყეთ, რომ ესპანეთSი ლოკოკინებს და მზგავს საჭმელებს ჭამენ. თქვენს თვალწინ ყველაფერი ახალია, ცოცხალი ხორციო, რომ იტყვიან, თევზეული უგემრიელესი, ლორი, ძეხვეული, ყველი და რა ვიცი რა გნებავთ, ბატკანს შეგიწვავენ, გოჭს, ქათამს, ლობიოსაც მოგართმევენ, თუმცა ჩვენი შეკმაზული სხვაა. ჭადს აღარ ვახსენებ, ჩვენზე ადრე კი ჰყოდათ სიმინდი მაგრამ ჩვენებური ჭადი.. ? ღვინო, როგორი გნებავთ, შავი, ვარდისფერი, თეთრი, არაყი-ნამდვილი ჭაჭა, ჯერ გაგასინჯებენ და თქვენ ამოირჩიეთ. გულახდილი მინდა ვიყო, ჩემს ქართულ სამზარეულოს არაფერი მირჩევნია, გნებავთ ღვინო, მანავის მწვანე, ალექსანდროული, ციცკა თუ ცოლიკაური. ნიგოზს, მწვანილს და სუნელებს იშვიათად ხმარობენ. მიუხედავად ამისა ყველაფერი ძალზედ გემრიელია. გესმის ბასკური, უსმენ, გინდა, რომ რაიმე გაიგო, იქნებ ერთი სიტყვა მაინც დაამსგავსო ქართულს, ძნელია, გესმის რაღაც უცნაური და ხვდები, რომ ეს არ შეიძლება იყოს გუშინ მოგონილი, გრძნობა გკარნახობს - ეს უძველესი ენაა. დამწერლობა არასოდეს ჰქონიათ, ყველაფერი თაობიდან თაობაში გადმოვიდა. ხვდები, რომ დამწერლობა მეორე ხარისხის საკითხია. ისევე როგორც ჩვენ დედაენას და სხვა კავკასიურ ენებს არაფერი საერთო არ გაგვაჩნია დანარჩენ ევროპულ ენებთან ბასკურიც ასეთივე უპირატესობით სარგებლობს ამ შუაგულ ევროპაში. საუბარია ათასობით საუკუნეებზე. გაუძლეს და გაუძელით. როგორ შეილება არ იამაყო? დამოუკუდებლობა გვინდაო! მეტი რა დამოუკიდებლობა გინდა - საზღვარი მხოლოდ რუქებზეა აღნიშნული….. . ბასკეთის სკოლებში ამა წლის სექტემბრიდან ყველა საგნის სწავლება სასწავლებლის დამთავრებამდე მხოლოდ ბასკურ ენაზე იქნება და თუ არ მოგწონს უნდა ეძებო კერძო სკოლა, რომელიც კარგა ძვირი დაგიჯდება. ამათი დამოუკიდებლობა მათი საქმეა, ამ თემაზე საუბრის უფლებაც კი არა მაყვს.
ეჰ, ჩემი სოფელი. მეზობელი რომ დაგპატიჟებს, კოლია ჰქვია, პატარა სუფრასთან, ტაბლასთან, მაგიდაზე ბლომად ახალი ხახვი, ოხრახუში, პრასი; უნდა დაფერხო, ახალი გარეცხილია და ჩააწო მარილში. ცხელი ჭადი, ალბათ მჭადი აჯობებდა, და ჭყინტი ყველი. დოქი დევს მიწაზე, ცივი ღვინით. ეს ღვინო შენს თვალწინ ამოიღო ჭურიდან. ჭურის მოხსნა, შიგ პატარა ჭიქის ან ჯამის ჩაშვება და ოდნავ მორევა, რომ არაფერი ამოყვეს, ეს ხომ ზღაპარია! არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის და არც არასოდეს სცოდნია ყურძნის, ღვინის და ჭურის ასეთი სათუთი მოვლა და სიყვარული როგორც ჩვენ, ქარველებმა. იმ ჭურისთავზე შესმული ერთი ჭიქა უდრის ერთი ბოთლის ღვინის დალევას. ჭურისთავზე რომ დგეხარ შენში თავისთავად ამოდის ყურძნის და ღვინის მადლი. პატარა ჭიქები: - აბა, პირველად დიასახლისს (ხაზეიკას), ანუ მარუსას გაუმარჯოსო.. . ხაზეიკას მოაქვს ლობიო, ქათამი ნიორწყალში ჩადებული.. . უფრო საუბრობთ, სინამდვილეში არც მშიერი ხარ და არც გწყურია. ბევრ რამეს გაიგებთ ერთმანეთისგან. სწორედ ამ დროს იხსენებთ წარსულს, ძველ ადათსა და ჩვევას. სადღეგრძელოებს თავისთავად მიყევხარ წარსულში. ეს მოგონებები სამუდამოდ რჩება შენს გონებაში და შემდეგ გადასცემ სხვას. მადლობას უხდი მასპინძელს და მიდიხარ. მასპინძელი კმაყოფილია, სტუმარი ყავდა და გაუმასპინძლდა საკადრისად. ცხოვრება გრძელდება.. . ხვალ ისევ თოხი, ყანა თუ ვენახის მიხედვა.. . რა შუაშია აქ ცივილიზაცია..!

miércoles, 7 de julio de 2010

.. არა მხოლოდ მოგონება..

.. ვერ გვიშველის დასავლეთი, ვერ გვიშველის ვერანაირი იარაღი, ვერ გვიშველის და არ გვიშველის ღმერთი! არ შეიძლება, ვერაფერს ვერ მივაღწევთ სხვისი იმედით! ერთადერთი ჩვენი გამოსავალია ერთობა, დათმობა! წარმოუდგენელი მეჩვენება (და როგორც სჩანს სიყალბე და მოჩვენება იყო) ისეთი ერთობა როგორიც 2009 წლის გაზაფხულზე. ხალხმა ვერ მიიღო საკადრისი პასუხი, დაინახა, რომ მარტო დარჩა, მოტყუებულიც, ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსის მიერ! შევეჩვიეთ ამ ბოროტ და გაიძვერა ხელისუფალს. ჩვენ თავად შეუწყვეთ ხელი იმ ზომამდე, რომ ჯერ იყო და არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, და უკვე საუბარია მის მომავალ თანამდებობაზე, მის კეთილდღეობაზე მომავალში! აბა რას უნდა მივაწეროთ ზოგიერთი ე.წ. ოპოზიტორის განცხადება-კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც (საუბარია ამ ბოროტ და გაიძვერა ხელისუფალზე) პირველ მინისტრს უფლებები უნდა შეუზღუდდეს? განაღდებული გვაქვს, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ამ ბოროტმა და გაიძვერა ხელისუფალმა კიდევ უფრო დააპატარავა, სამუდამოდ მის განმგებლობაში უნდა იყოს..!
XXI საუკუნის საქართველო.. დანაწევრებული ქვეყანა.. ქართველები უცხო ქვეყნებში უფრო მეტი ცხოვრობს ვიდრე საქართველოში.. ახალ საქართველოს აშენებს.. თანამედროვეს, არქიტექტორებს იწვევს და აშენებს “საოცრებებს”..! ვინც წასულია ან რაიმეს იტყვის მის საწინააღმდეგოს სამშობლოს მტერია..! იარაღი, კიდევ იარაღი, სათანადო ფორმები და ვძლიერდებით..! კი, მაგრამ ვინ არის ჩვენი მტერი ან მოვერევით ვისმეს? ჩვენ ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს ვღალატობთ და ფიზიკურადაც უსწორდებით! გაიხსენეთ საქართველოს უახლესი ისტორია..! მთავრობის სახლი ამობუგეს, კავშირგაბმულობის შენობასთან რუსები ცლიდდნენ და ცლიდდნენ იარაღით და ტყვია წამლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს, ესეც არ იკმარეს და გადათელეს დასავლეთ საქართველო, აფხაზებს მიადგნენ, სოხუმის ცენტრში ტანკებით ბდღვირს აყენებდნენ-ჭკუა ისწავლეთო, ხომ ხედავთ რა მაგრებიც ვართო..! დასასრული 2008 წლის აგვისტოში მოხდა..!
არასოდეს და არავის აზრადაც კი არ მოსვლია-ეს რა ჩავიდინეთ? ესენი ხომ ჩვენებურები არიანო? ყველაზე მეტი უბედურება ის არის, რომ არ არსებობს პიროვნება რომელსაც პასუხისმგებლობის გრძობა ჰქონდეს და თუნდაც ვისმეს ეღიარებინოს ჩადენილი დანაშაული ან იქნებ შეცდომა! ამაზე უარესი-არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს არ გამოუტანია დასკვნა, ყველაფერი მიედინება.. წყალს წაუღიაო.. . დაახლოებით ასე! ეს არის ჩვენი უბედურება..! კარგი გამოთქმა გვაქვ-შემრჩა ხახვივითო..!

domingo, 4 de julio de 2010

.. 2008წლის 7 აგვისტო, საღამო, ტვ რუსთავი-,..მე ძალიან მიყვარს ოსი ხალხი, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას. .... საქართველო არასოდეს იქნება მონოეთნიკური ქვეყანა.. ჩვენ ვართ ერთი ეთნოსის ქვეყანა! დაიძინეთ მშვიდად, ომს და თავდასხმას არ ვაპირებთ..!
.. 8 აგვისტო, ტვ რუსთავი: საქართველოს სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ ყველა დასხლებულ პუნქტს.. სამხრეთ ოსეთში
.. საქართველოს ხელისუფლება არაფრით არ დაუშვებს არანაირი ბანდფორმირებების შემოსვლას..
.. 8 აგვისტო ტვ რუსთავი: დღის განმავლობაSი სამთავრობო ჯარებმა კონტროლზე აიყვანეს ცხინვალი.. ჯარისკაცები ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან (?) ..შემდეგ უჩვენებენ და ისმის:ორი ქალია არ გაუშვა..!..მოდი აქ.. სროლა..ისევ, ორი ქალია მოხუცი არ გაუშვა და ისევ სროლა..! იუ ჰუ..გიჟი ვარ ბოზიშვილი ვიყო ¡.....--ე მკიდი! .. .გამოდით თუ მაგრები ხართ.!.. თყვენ დედებს მ------ვ. .. ტყვია წამალს ტყუილად უნ დახარჯავთ, ობიექტი ამოირჩიე..! .. დაწვიწ, სახლები დაწვით..! .. მეორე მესამე დღე.. რა უნდოდა ჩვენთან რუსებს..? გვიყურებს მთელი მსოფლიო.. ნახეთ მსიფლიოში ყველაზე ცნობილი ჟურნალ-გაზეთები ჩვენზე წერენო..! სიამაყით .. ახლა როცა ვლაპარაკობ გრძელდება ჩვენი თანამემამულეების, ეთნიკური წარმომადგენლების განადგურება.! ..ჩვენ ვართ მართალნი..! ჩვენ ისეთი ზარალი მივაყენეთ რუსებს, რომ..! .. ნახავთ როგორ გაგრძელდება...! .. ჩვენ გავიმარჯვებთ.!.. მე დავდივარ უცხოეთში ვიცი როგორ გვიცნობენ.. მე ვამაყობ თქვენით ! .. ჩვენ გამოვჩნდით როგორც..! .. დრო მუშაობს Cვენზე..! .მიშა..! მიშა.!! მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს..! .. ეხლა უკვე ყველაფერი დამიკიდებულია ჩვენზე..! ..რუსეთი ჩვენ ვერ დაგვამარცხებს..!
..ორი წლის შემდეგ ,საერთაორისო გამოეაბამ დაადგინა დასკვნა:
El quid del informe de la Comisión de la UE está en que en la noche del 7 al 8 de agosto de 2008 fue el régimen actual del presidente Mijaíl Saakashvili que cometió la agresión contra Osetia del Sur. Con esto, el presidente georgiano no explicó de una forma convincente su proceder. Es evidente que no pudo hacerlo porque todos los hechos están contra él. A este respecto basta citar la orden №2 al jefe del estado mayor de la 4ª unidad de infantería de las Fuerzas Armadas de Georgia que decía literalmente lo siguiente: "El grupo operativo debe efectuar la operación militar en la región de Osetia del Sur y derrotar en 72 horas al enemigo. Hay que restablecer la jurisdicción georgiana sobre la citada región".
La intervención causó destrucciones masivas, bajas humanas, ante todo en la capital de Osetia del Sur, y más de 30 mil refugiados. Fue necesario que Rusia terciara en el conflicto para poner fin al derramiento de sangre, impedir que las hostilidades se extendieran a la vecina Abjasia y forzar a Georgia a la paz.
..ცხადია ამ საგომმძიებლო დასკვნაში რუსეთის დანაშაულის წილიც არის ხასგასმული. სხვაგვარად წარმოუდგენელია. .. ხომ ვიცოდით, რომ რუსებისაგან მოსალოდნელი იყო ის რაც მოხდა? ხომ ვიცოდით, რომ რუსეთი არ შეგვარჩენდა, თუნდაც ჩვენ საკუთარ მიწა წყალზე ამხელა და ასეთი საზარელი თავდასხმის განხორციელებას? ან იყო საჭირო ასეთი სიმკაცრე? ეს რომ არ გავითვალისწინეთ, ეს არის ჩვენი უდიდესი დანაშაული და არა შეცდომა!
ახალი ამბავი: რუსეთი ძალის მეშვეობით დათმობს და დაუთმობს ვისმეს რაიმეს! ეს ბოროტი და გაძვერა ხელისუფალი დღემდე გაიძახის-ეხლა ხომ გაგვიცნო ქვეყნიერებამო! რუსეთი არაფერს არ წარმოადგენს საერთაშორისო სამეგობროშიო! გაგვიცნეს? ვაი ამისთანა გაცნობას და ვაი ამისთანა ხელისუფალს!!
ევროპის სამეფო საგვარეულოების ერთერთი უმაღლესი განმასხვავებელი ნიშანი"Toisón de Oro" ოდეთგან დაწყებული სწორედ ოქროს ვერძი გახლავთ. ის ოქროს ვერძი, რომელიც კოლხედიდან გაიტაცეს არგონავტებმა.

viernes, 2 de julio de 2010

.. ამბობენ ცუდი ენები-საქართველომ სამხრეთით დაიწყო მეგობრების ძებნაო! საოცარი და უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები, რატომ? ჯერ იყო და მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, შემდეგ დასავლეთიდან..! ჩრდილოეთიდან ვინც ამოიყვანა ყველამ ვიცით, დიდმა პოლიტიკოსმა, მსოფლიო მნიშვნელობის! მანვე "იბრძოლა" აფხაზეთში, ვის ებრძოდა? მანვე მოაკვლევინა საქარველოს ერთგული მამულიშვილი! ჩაესვენა მისი მზეც ჩრდილოეთში, არ დაეხმარნენ! ან ვის რაში სწირდებოდა ...! ეხლა მის ნათლულს ანუ ამ ბოროტ და გაიძვერა ხელისუფალს გაუჭირდა, გადაგვამტერა ახლობლებს, მეზობლებს და დასავლეთის მზის ჩასვლაც მალე მოხდება როგორც ჩანს! სამხრეთის მეზობლობა ჩვენ წინაპრებს ცუდად აქვთ დაცდილი და ამის თქმა მინდოდა! განა ცუდია გყავდეს მეზობელი, ვინც მოინდომებს შენს მეზობლობას!