viernes, 17 de junio de 2011

ჟამი....

რას არ მიედებიან და რას არ მოედებიან ნაცისტები და მათი ბელადი! ვარაფრით ვერ ვივიწყებ 26 მაისის ღამეს! ეს სამაგალითო დასჯა, ეს სიბოროტე, ეს სისასტიკე მიმართულია ჩვენს დასამონებლად და სხვა აქ არაფერია საკამათო. ევროპისა და მსოფლიო სხვა სახელმწიფოების მმართველები საგონებელში არიან ჩავარდნილი: ეს ვინ ყოფილა და ვის ვეხმარებოდითო! ეს ასეა დანამდვილებით! რა უბედური ერი ვართ! ერთმანეთის ჟლეტის მეტი ჩვენს არაფერი გაგვიკეთებია უკანასკნელი 20 წლის მანდძილზე. 26 მაისი! ვიზე გავივარჯვეთ, რა გავაკეთეთ საზეიმო, რა მიღწევები გვაქვს? მხოლოდ მტრობა და შიში! საქართველოსი მოსახლეობის ნაწილი შეიარაღებულია და კარგი ხელფასები აქვთ თუ შეასრულებენ სააკაშვილ-მერაბიშვილის ბრძანებას: ჩაქოლეთ თქვენიანებიო! შეიარაღება და ციხე! NATO! არასოდეს და ვერასოდეს ვერ შევა საქართველო არსად და ვერსად! საზღვები იქეთ გააღეს საითაც არ უნდა გაეღოთ. რატომ ევროპაში არ გაუღეს საზღვარი? მაგ ჭკუაზეა ევროკავშირი ქართველები შემოუშვას? არნახული სიბოროტე და სიძულვილი ითესება საქართველოში, ამ ნაციონალისტების მიერ, ნამეტანი,შური!

No hay comentarios:

Publicar un comentario