miércoles, 15 de junio de 2011






შეიკრიბა ევროკავშირი და რუსეთი, საქართველო გაახსენდა ვისმეს? ჩემის აზრით არა! არავის არ უხსენებია ხმამაღლა და ხაზგასმით - არც ოკუპაცია და არც არაფერი. სახეზეა საქართველოს როგორც საგარეო ასევე ჩვენთვის კარგად ცნობილი საშინაო ყველანაირი წარუმატებლობა. შევა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში? პასუხი ერთია - კი, რა საკვირველია შევა. ჩატარდება ოლიმპიური თამაშები? ჩატარდება და აუცილებლად. იბადება კითხვა: აბა რას მიაღწია საქართველომ, სააკაშვილის დიქტატურამ, ერთპატრიულმა პარლამენტმა, ნაციონალიზმმა, ვაშაძის ყიალმა სხვადასხვა სახელმწიფოში, მებაბიშვილის პოლიციამ? 2003 წლიდან 2011 წლის ივნისამდე რა გაკეთდა სასიკეთო და როგორ გამოიყურება სინამდვილეში საქართველო? ქვეყნის მთლიანობის დაკარგვა; მოსახლეობის არნახული შემცირება; ოპოზიციის როგორც ასეთის არატანა - უარყოფა; დარბევები, ველური და მხეცური ანგარიშსწორება, ყველა არანაციონალისტის მიმართ; მილიარდების ხარჯვა შეიარაღებაზე, იმ შეიარაღებაზე რომელიც ხვალ სხვის ხელში აღმოჩნდება, როგორც კი ისევ ძალას მივმართავთ, როგორც 2008 წელის აგვისტოში; ბაქტერიული იარაღის ლაბორატორიები; 60% სოფლის მეურნეობის ნაწარმის შემოზიდვა საქართველოში, ჩვენთან, სადაც გლეხი და მიწა დავივიწყეთ, ეს ხომ უკვე დანაშაულია? ციხეების შენება და 40 000 ზე მეტი პატიმარი! ერთი ციცქნა ქვეყანა, სადაც კახეთში ან სამეგრელოში არ იციან თბილისი რა ხდება! რადიო, ტელევიზია მხოლოდ ნაციონალისტების სამსახურშია! უცხო ენების ათასობით მასწავლებლის (მისიონერის) ჩამოთესლება, ადამიანებისა რომელთაც მუდამ თან დააქვთ და აუცილებლად საკუთარი - კათოლიკური რწმენა და ცდილობენ მის გავრცელებას, მითუმეტეს თუკი ბავშვებთან მუშაობენ.


აი, გზა გავიყვანეო! აი, ავაშენეო! კეთილი პატიოსანი. უნდა ააშენო და გზაც უნდა გაიყვანო! მაგრამ ხალხს თვალში ნაცარი არ უნდა შეაყარო! არ უნდა მოატყუო, რომ ყველაფერი რასაც აკეთებ საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. არ უნდა მოატყუნო შენიანი! სად რომელ ქვეყანაში გინახავთ პარლამენტის ორი ნაგებობა და თანაც ასეთ პატარაში? ან რატომ ატყუებ ხალხს, რომ "ცნობილი" არქიტექტორი გყავს? მაგ არქიტექტორს რამდენს უხდი ისა თქვი? ესპანეთში, ეგ საგზაო ინჟინერი "საქართველოს კალატრავად" მოიხსენიება ირონიით. რას მიედ-მოედები? დინოზავრების ნაკვალევის მეტი რა არის ამ ქვეყანაზე? არა, თურმე ჩვენი განსაკუთრებულია და რამხელა "პოტენციალი" გვქონია, თურმე არ ვიცოდით! ჩვენ, ვინც ნაციონალისტები არა ვართ, საერთოდ არაფერი გვცოდნია და ჩვენი წინაპრების ხსენებაც კი აღარ შეიძლება თურმე! შენ და შენმა ნაციონალიზმმა დაწერეთ დაუწერელი გვერდი საქართველოს ისტორიაში. რა დედამ გშობათ!!!


იძახეთ ეხლა "ოკუპირებულები" ვართო! აფხაზი და ოსი როგორ შემოგირიგდება როდესაც სიბოროტით ხარ სავსე და შენიანსვე არ ინდობ.... . თუ მათ გარეშე გინდა, მხოლოდ მიწა!

No hay comentarios:

Publicar un comentario