ცრუ ბრძენი
ლისაბონი. ნატო
"ოკუპანტთა სტატუსი დამკვიდრდაო..!
ეხლა მაინც ვერ დაინახე და ვერ მიხვდი, რომ საბჭოთა იმპერია აღარ არსებობს და ეს საკითხი დღეს აღარ დგას დღის წესრიგში არც ერთ ქვეყანაში. შენი საყვარელი ნატო სხვა გზით მიდის, რუსეთი მისთვის ეხლა სრულუფლებიანი და ანგარიშგასაწევი ქვეყანაა და არა ის საბჭოთა იმპერია. ჩამორჩი, ისე სწრაფად გინდოდა განდიდება, რომ სინამდვილეში ჩამორჩი და შემოგრჩა მხოლოდ კომკავშირული აზროვნება. რავიცი, შენზე იმასაც ამბობენ ჯაშუშიაო, მაგრამ ვისი, დანამდვილებით არავინ იცის. შენი აზრიც ვიცი, არა ერთხელ გითქვამს ყველა, ვინც რაიმე შენ საპირისპირობს ამბობს ან აკეთებს ისინი არიან მტრები და ქვეყნის მოღალატეები. ხელს უშლი ყველას და უპირველეს ყოვლისა საქართველოს წინსვლას. ყველაფერი უაზროდ და სიბოროტით გააკეთე და აკეთებ. მარტო ხარ.
გენეტიკა, იდენტურობა, კრეატიულობა, მენტალიტეტი ყველაფერი გაქვს, ღვთის ძალით და ნებით ყველაფრის შემძლე და სასწაულმოქმედი ხარ. ეხლა რა, რა გავაკეთოთ? გუშინ რაღაც ისე ვერ გამოიყურებოდი როგორც გჩვევია, უფრო სასოწარკვეთილს ჰგავდი, ნერვიულობდი, ეტყობა უსაუზმოდ ან უვახშმოდ დაგტოვეს? ხომ იცი, ხომ ხვდები, რომ ვერ ამართლებ და მოძალადე ხარ? დამეთანხმე. ლისაბონში შენი ყოფნა, ის საოცარი და სანუკვარი სურვილი, რომ ა.შ.შ-ის პრეზიდენტს შენთვის ორიოდე სიტყვა ეთქვა კიდევ ერთი და მერამდენე ბინძური ლაქაა ჩვენი ქვეყნისათვის. ძალზედ საბრალო და უსუსური სიტყვები თქვი შენივე ჟურნალისტებთან საუბრისას. არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს ასეთი თავის დამცირება ყველას თვალწინ. დღედაღამ რუსეთის და რუსების ლანძღვაში ატარებ-აბოროტებ და იცი ვის? საქართველოს მომავალს-ახალგაზრდობას. ამირანი გგონია შენი თავი, კავკასიის მთებზე მიჯაჭვული. გენეტიკაო- სწორედ, რომ ქართულმა გენმა მოგვიყვანა დღემდე, გვაქვს ოშკი და ზარზმა, დედაენა, გვყავს ვაჟა და ტერენტი, გვაქვს კიდევ ბევრი და ბევრი ისეთი თვისება რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენია, აფხაზურია, ქართულია, ოსურია თუ გნებავს ქურთულია, სხვას სხვა რამ აქვს. ყველას ამ ცოდვილ მიწაზე აქვს რაღაც თავისი საკუთარი, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის. შენ კი რას აკეთებ? შენ რას ცდილობ? რა გინდოდა ლისაბონში? ვინ მოგაქცია ყურადღება? როგორ ვერა გრძნობ, რომ თავი მოაბეზრე ყველას? საფრანგეთის პრეზიდენტმა, (სხვათა შორის მან, რომელმაც გადაგარჩინა 2008 წლის აგვისტოში) გეუბნება: "ჩვენს გაერთიანებაში ყველას შეუძლია შემოსვლაო, მხოლოდ ჯერ საკუთარ სახლებში მოაგვარეთ ყველაფერიო, ჩვენ ისედაც ბევრი გაჭირვება გვაქვსო და დამატებითს ვერ გადმოვიტანთო." ნუთუ არ არის საკმარისი, რომ შეიგნო-მანამ სანამ შენი ხელისუფლება იქნება და არ გადადგებით, სასურველია მშვიდობიანად, ქვეყანა ვერ გაერთიანდდება და ხალხის საკუთრება მილიარდობით გაფანტული, შეიარარებაში უაზროდ გადაყრილი და მოპარული ფულით დაიხრჩობით. ბუნება, ღმერთი კი არა ბუნება არ შეგარჩენთ თქვენს ცოდვებს. ავღანეთიდან სასწრაფოდ გამოიყვანე ჩვენი ჯიშის და ჯილაგის ბიჭები. ნუ გასწირავ არაფრის გამო ადამიანს. შენთვის არავის უთხოვნია დახმარება და ტყუილად ნუ ყეყეჩობ. გუშინ რუსეთი დარჩა გამარჯვებული. ის რუსეთი, შენ რომ ბრძანე: " შუა საუკუნეების ფეოდალური სახელმწიფოაო." "ვერავინ შესძლო ჩვენი გარიყვაო? უამრავი ფული დახარჯეს ჩვენს გასარიყადო?" რამდენი მილიარდი გაქვს ვალი და რაში დახარჯე იმასაც ხომ არ იტყოდი? "მნიშვნელოვანი სიგნალიო?" "ა.შ.შ.-ის პრეზიდენტს ჰქონდა ორი მნიშვნელოვანი შეხვედრაო? ერთი ჩემთანო და მეორე ავღანეთის პრეზიდენტთანო?" შენი ერთგული რუსთავi 2 – ის ჟურნალისტი იმეორებს:" ჟესტი, ჟესტი, ჟესტი იყოო ". "ნატოს საპარლამენტო ასამბლეაო?" აქაც ცდილობ ხალხი დააბნიო: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამას სხვა არა მისი წევრი სახელმწიფოებისვის არავითარი მნიშვნელობა და ფასი არა აქვს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილება კი ნამდვილად მისაღებია, თუმცა მაინცდა მაინც არც ამ უკანასკნელის ყველა გადაწვეტილება იქნება თუ სხვა განკარგულება, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ამის უამრავი მაგალითიც არსებობს და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. "ისინი (ამერიკელები)არა მხოდ მხარს გვიჭერენო არამედ ამაზე მუშაობენ კიდეცო?" რაზე მუშაობენ? რა იცი, იქნებ რუსეთან ერთად მუშაობენ - და ვაი მაგ მუშაობას შენთვის.? მე განსაკუთრებული პატივი მაქვსო, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისო?" "ასეთი პატივი არავის ჰქონიაო!" კი, მაგრამ ეს თუ განსაკუთრებული პატივია ამის შესახებ შენ უნდა თქვა თუ სხვამ? ვინ და რა ხარ ამისთანა და რატომ აკადრებ საქართველოს მოსახლეობას შენს ვითომდა გენიოსობას. სახლში, ოჯახში ვერ მოგიგვარებია საქმე და საზღვარს გარეთ ასე გაფასებენ? ვის ატყუებ? თუკი ასეთი საპატივცემულო და ღირსეული პიროვნება ხარ რაში გამოიხატება ეს? საუბარი შენზეა თუ საქართველოზე, საქართველოს მოქალაქეებზე? საქართველოში მუშაობის წლები, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს ჩაეთვალოთ და პენსიების საკითხები მოაგვარონ ესეც კი ვერ მოახერხე." ეხლა მხოლოდ მოთმინება და ერთიანობა გვჭირდებაო, ჩვენ ხალხს აქვს სერიოზული ერთიანობაო. რომელ ერთობაზე ლაპარაკობ? 2009 წლის მაისში რომში, ფეხბურთის თამაშს რომ დაესწარი? ან ასეთი უკმეხი და უზრდელი სიტყვებით, რომ მოიხსენიებ ყველას ვინც შენნაირად არ ფიქრობს? "XXI საუკუნეში ვერავინ შესძლებს ოკუპანტის სახელის დიდხანს ტარებასო?" ხალხს, შენ საკუთარ ხალს ატყუებ თითქოს "ოკუპანტთა სტატუსი" დამკვიდრდაო და გვეშველაო! ვაი, რომ დამკვიდრდა და სწორედ, რომ XXI საუკუნის დასაწყისში! შენი მიზეზით მოხდა ის, რომ საქართველო სამ ნაწილად გაიყო. ეს კი ნამდვილად შენი და შენი ყურმოჭრილი მონების მიღწევაა. ვაი, რომ დამკვიდრდა და არა მხოლოდ ეს სტატუსი, ბევრი სიბოროტე და უბედურება მოუტანე ჩვენ ქვეყანას პრეზიდენტო! სწორედ რომ დაუმკვიდრებელი და ჩვენთვის სამარცხვინო და უჩვეულო რამ დაამკვიდრე! მე რომ ჩამოგითვალო თითები არ მეყოფა იმდენი ოკუპირებული და დაპყრობილი სახელმწიფო და მიწები არსებობს დედამიწაზე. ძალიან კარგად იცი რომელთაც ვგულისხმობ. მხოლოდ მიგანიშნებ - გადახედე ხმელთაშუა ზღვას, გიბრალტარიდან დაწყებული პალესტინამდე და ისრაელამდე, იქ ის პატარა კუნძულიც ჩათვალე, შემდეგ არგენტინის ირგვლივ რაც ხდება. არგენტინის კუნძული მალვინა დღემდე რომ ინგლისს ეკუთვნის ამას რა ჰქვია. რამდენი საუკუნეა რაც ესპანეთს ეკუთვნის მაროკოს ტერიტორიაზე ორი ქალაქი და იქვე მდებარე ერთი ციცქნა კუნძული-პერეხილი? აბა ჰკითხეთ არგენტინელებს, მაროკოელებს ვის ეკუთვნის ეს მიწები და რა სტატუსი აქვთ. გიბრალტარზე რას იტყვი? ასეა უკვე საუკუნეებია და ასე გაგრდზელდება. არც ერთი ქვეყანას აზრად არ მოუვა ისე თავხედურად მოიქცეს როგორც მოიქცა საქართველოს ხელისუფალი- ერთი ხელის მოსმით, მკაცრი და დაუნდობელი გზით (კონსტიტუციური წესრიგი?) ძალით რაიმეს მიღწევა.
იცი ვის მაგონებ? ნერონს. არ უნდოდა იმპერატორობა მაგრამ დააძალეს. რადგან დააძალეს მან თავისი მაინც ვერ მოიშალა და სულ გადირია. მისი ისტორია გეცოდინება და ერთი რამ მინდა გამოვყო, უთხრეს (ცხადია ლაქიებმა და ფარისევლებმა, შენ რომ გყავს, მსგავსებმა):” თქვენი ქანდაკება გვინდა ოქროთი ჩამოვასხათო და ოქროს ძეგლი დაგიდგათო!” პასუხად რა მიიღეს: ” ჯერ მოიცადეთ, გახდეს ჩემი ღირსიო, დაიმსახუროსო!”
მიუხედადავ ყველაფრისა არ მინდა შეურაცყოფის მოყენება (ეს სიტყვები გულახდილად მიიღე).
შენზე ამბობენ ბრძენიაო?
შენ აშენებ ახალ ქვეყანას?
შენ ხარ, თანამედროვე, ნაციონალური გმირი?
No hay comentarios:
Publicar un comentario