viernes, 8 de junio de 2012


მყავს მეგობარი ვისთანაც ძალიან ხშირად ვსაუბრობ გრიგოლ რობაქიძის გენიალურ ნაწერებზე.  მწერალიც არის და მწერალიც, ნაწარმოებიც და ნაწარმოებიც. ეს თავისთავადია, საკამათოც კი არაფერია.

 "ბეხან".

"ტანმორჩილი სპარსი ბეხანთან ერთად მიდის გვერდით.

თვალს არ აცილებს. აქლემს ტვირთ უმძიმს.

მოდის მეორე სპარსი.

- რა ემართება?!

- უღონოთაა.

- ტვირთი თუ უმძიმს..

- ეგების...

აქლემს ტვირთს უმსუბუქებენ.

ბეხან ისევ ფერხულშია. მაგრამ სველ თვალებს დაღონება არ სცილდება.

მოდის მესამე სპარსი.

- რა მოუვიდა?!

- ავად თუ არის..

- ეგების..

შეაჩერებენ.  ფერხული ფერხდება.  ხსნიან სრულებით ტვირთს. სხვებზე გადააალაგებენ..

ბეხან მიჰყვება ქარავანს უტვირთო.

მაგრამ ფეხები მაინც ეკეცება.

მოდის მეოთხე სპარსი.

- ეგებ შელოცვა უნდა?!

- ვსცადოთ..

... სპარსი დაჩოქებს აქლემს...ყურში  უცხო სიტყვებს ჩასძახებს.

მაგრამ ბეხან არ ისმენს.

მოდის  მეხუთე სპარსი. წყალი მოაქვს  ქილით. მიაწოდებს.  ბეხან  შესვამს ცოტას.

- ბეხან! ბეხან ვეღარ დგება.

- ბეხან!

ბეხანი  დაჩოქილი - მიწაზე ვარდება

- აღარ შეუძლია..

- აღარ შეუძლია...

- აღარ შეუძლია..

ქარავანი იძვრის.

ბეხანს ვიღაც ეთხოვება თვალცრემლიანი.

ქარავანი გზას განაგრძობს....

ქარავანი შეჩერდა კიდევ. აქლემების ყიმერების თავები იღუნებიან: უკან იხედებიან. თვალებში: მოგუდული სევდა.

ღმუილი შემზარავი...

ტანმორჩილი სპარსი მირბის აქლემისაკენ.

- ბეხან! ბეხან!

ბეხან არ ტირის. ეს სპარსი ტირის...

ბეხან აღარ ბღავის. ბეხან აღარ ღმუის. ბეხან არც ტირის. ბეხანი იხედება თვალებით....

ჰოო..: ეს თვალები! მთხოვნელნი სიცოცხლის - პატარა სიცოცხლის - ერთი პეშვი სიცოცხლის."

   გრიგოლ  რობაქიძე.



     მე და ჩემმა მეგობარმა ვიფიქრეთ, რომ ეს არაჩვეულებრივი ნაწყვეტი, ამ არაჩვეულებრივი მწერლისა როგორმე დაგვეკავშირებინა დღევანდელ ყოფაზე, დღევანდელ სინამდვილესთან. არ ვიცით, ვინ როგორ შეარჩევს ამ შედარებას, მაგრამ ჩვენთვის ცხადია, რომ დღეს საქართველოში აღარ იგრძნობა არც სიკეთე, არც შებრალება, არც სიყვარული თუ არა ოდნავი ყურადღება მოყმისადმი. რა მოხდა? როგორ  მივედით  ან  რატომ მივედით აქამდე? ფიქრიც და განსჯაც თქვენთვის მოგვინდვია, ძვირფასო მკითხველო!

No hay comentarios:

Publicar un comentario