miércoles, 30 de junio de 2010

ომი დაიწყო, მოკლა, დაანგრია! დაიკარგა და ვინ იცის რამდენი ხნით ჩვენი საერო მიწაწყალი! გადავიმტერეთ და ვინ იცის რამდენი ხნით ჩვენი ნათესავები, მოძმეები, მეზობლები! ანგრევს და ანგრევს...! აშენებს კიდეც. ხალხი გარბის..! უცხო ყვეყნებს აფარებენ თავს. ესპანელი გზების მშენებელი მოიწვია, ეს ცნობილი არქიტექტორიაო. ეხლა საქართველოში ამ “ცნობილ არქიტექტორს” ესპანეთში “კავკასიის გალატრავას” ეძახიან!? ქუჩებს, მისთვის სასურველ საკუთარ სახელებს არქმევს!დასავლეთს თვალს ვერ აცილებს! ვიღაცას ცნობილ გერმანელთან შეუდარებია! ვერ უნდა იყოს კარგი შედარება! ეს ბოროტი და გაიძვერა ხელისუფალი 21 საუკუნის საქართველოს ჭირია! უცხოელის შთაბეჭდილებას მოგითხრობთ ძალიან მოკლედ: "კიევიდან, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა თერთმეტი ადამიანი დაგვპატიჟა თბილისშიო. ორი დღე ისე გავატარეთ, რომ ჯიბეში ხელი არ ჩაგვიყვიაო. თვითმფრინავის ბილეთიც კი მან გვიყიდაო. საჭმელი, სიმღერა, ცეკვა არ დაგვკლებიაო. ქალები მაგიდასთან არ სხდებოდნენო, დრო არ ჰქონდათო. იარაღი ხომ განუყრელი ნაწილიაო, ყველგან-თვითმფრინავში, სუფრაზე იარაღი უნდა ჩანდესო. ერთხელ პოლიციამ გაგვაჩერაო, გადმოვიდა ავტომობილიდან ჩვენი მასპინძელი გადაეხვია, გადაკოცნა ეს პოლიციელიო და ასე მშვიდობიანად გზა გავაგრძელეთო." ეს წერილი გაცილებით ვრცელია და თან ზდევს უამრავი შეკითხვა, იგრძნობა იუმორიც, გაოგნებაც...! ძალზედ გულუხვები ვართ. სტუმრის მიღება რომ ვიცით და თანგადაყოლაც ამაში ცუდი არაფერია. მე ის მწყინს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბუნება და ამ გაიძვერა და ბოროტი ხელისუფლის საქციელი სრულიად არ შეესაბამება ერთმანეთს.
.. კონკურსი გამოაცხადა, ახალი ძეგლი უნდა ააგოს.. საერთაშორისო კონკურსი-ეს გახლავთ მისთვის მთავარი.. ხომ გააცნო მსოფლიოს სად იყო საქართველო.. ეხლა, მართალია ცოტა წამხდარია, არ გამოუვიდა რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ იხტიბარს არ იტეხავს.. საერთაშორისოო, ყველაფერი მსოფლიოს დასანახად, ყველაფერს მსოფლიოში საუკეთესოს საქართველოში აკეთებს.. ქუთაისში პარლამენტის შენობა და ასეთი ხარჯები საჭირო რომ არ არის ეს ცხადია, მაგრამ მაინც ააშენებს..!
.. რატომ გარბიან საქართველოდან..?

No hay comentarios:

Publicar un comentario